დღეს ჩემს ბიზნესში სახელმწიფო ჩაერია

დღეს ჩემს ბიზნესში სახელმწიფო ჩაერია

access_time2018-08-28 16:00:44

საქართველოში ხორბლისა და ფქვილის­ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტრანსპორტირება აიკრძალება. ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, სექტემბრიდან ამ პროდუქციის ექსპორტ-იმპორტი მხოლოდ რკინიგზითა და პორტებით იქნება შესაძლებელი. შედეგად, ბაზრის იმ მოთამაშეებს, რომლებიც ხორბლის იმპორტ-ექსპორტისთვის ავტოტრანსპორტს იყენებენ, არჩევნის შესაძლებლობა აღარ ექნებათ და კონკურენციაც შემცირდება. გადამზიდავ კომპანიებში არ გამორიცხავენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი რკინიგზისა და მსხვილი წისქვილკომბინატების ინტერესების ლობირება იყოს. 



ცივილიზებული გზა ტურისტების საამებლად 



ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი­ ამ გადაწყვეტილების მთავარ არგუმენტად სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე­ რიგებს ასახელებს და აცხადებს,­ რომ ეს ტურისტების გადაადგილებას უშლის ხელს. 


ეს არის ცივილიზებული და სახელმწიფ­ოებრივად სწორი გადაწყვეტილება. ბიზნესზე არანაირი ზეწოლა არ ხდება. ტრან­ზიტზე­ შეზღუდვები დავაწესეთ, რადგან სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე­ ძალიან დიდი რიგები იყო, ტურისტები ვერ ახერხებდნენ შემოსვლას, ასეულობით მანქანა ბრუნდებოდა უკან, განსაკუთრებით ლარსის გამშვებ პუნქტზე. არსებობს უფრო ცივილ­იზებული და ეფექტიანი გზა - საზღვაო ტრანსპორტისა და რკინიგზის გამოყენება. ეს დისონანსს არ შემოიტანს ეკონომიკაში და არც გაძვირებასთან ექნება კავშირი.



მარცვლეული ციფრებში



სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის 6 თვეში საქართ­ველოში 53 მლნ დოლარის ღირებულების ხორბალი შემოვიდა, სულ დაახლოებით 276 ათასი ტონა. რკინიგზის სტატისტიკით­ კი მათ 6 თვის განმავლობაში 260,1 ათასი­ ტონა მარცვლეული გადაზიდეს. 



გამოდის, გადაზიდვაში უდიდესი წილი ისედაც რკინიგზაზე მოდის და დანარჩენი (10-15%) საავტომობილო გზაზე, საავტომობილო გადამზიდავები კი ბაზრის ამ 10-15%-საც დაკარგავენ. შედეგად, 1000-ზე მეტი კაცი უმუშევარი დარჩება. 



ამ აკრძალვით 300 ოჯახი უნდა დავტოვო მშიერი



საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ლევან სილაგავა აცხადებს, რომ თვეში საქართველოში დაახლოებით 45 000 ტონა ხორბალი შემოდის და მისი უდიდესი წილი რკინიგზასა და საზღვაო ტრანსპორტზე მოდის. ამიტომაც თვლის, რომ ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებას ფასებზე დიდი გავლენა არ ექნება. განსხვავებული მოსაზრება აქვს სერვისაგროს დირექტორ ბესო ჯიქიას, რომლის აზრით, ბაზარზე დარჩება 3-4 კომპანია და კონკურენცია, ფაქტობრივად, აღარ იქნება, რაც ხორბლისა და შემდგომ უკვე პურის ფასებზე მოახდენს ზეგავლენას. 



- სერვისაგრო ხორბლის ექსპორტ-იმპორტის ბიზნესში ერთ-ერთი მსხვილი გადამზიდავი კომპანიაა. ამ დროისთვის კომპანიაში 300 მძღოლია დასაქმებული,­ მთლიანად კი ამ ბიზნესით 1000-ზე მეტი მძღოლია დაკავებუ­ლი. თუ ფინანსთა მინისტრს ტურისტების შემოსვლის პრობლემა აწუხებს, ნეიტრალური ზონა არსებობს და იქ გამოასწორონ სიტუაცია, ამ აკრძალვით კი პირადად მე 300 კაცი უნდა დავითხოვო სამსახურიდან, 300 ოჯახი უნდა დავტოვო მშიერი. მათ ბინები ჩადეს ბანკებში, რომ ტრაილერები შეეძინათ და დასაქმებულიყვნენ. ახლა ვალები როგორ გადაიხადონ?! ვეკითხები ფინანსთა მინისტრს - რა გააკეთონ იმ მძღოლებმა, რომლებიც­ ამ საქმეში­ არიან ჩართული და ნახევარი მილიარდის ინვესტიცია აქვთ ჩადებული? მათ გონივრული ვადის მიცემის გარეშე უთხრეს, წადით სახლში, სამსახური აღარ გაქვთო... 



მალე გამოჩნდება, ვის ინტერესებს ლობირებენ. აქ ერთმანეთს ეჯახება მსხვილი და წვრილი წისქვილები, რკინიგზა, მაგრამ ზუსტად რამის თქმა შეუძლებელია. პრობლემა ის არის, რომ ბაზარზე კონკურენცია შემცირდება, დარჩება 3-4 კომპანია და ისინი გაზრდიან ფასებს. აქამდე იმპორტით რამდენიმე ბიზნესოპერატორი იყო დაკავებული და ბაზარზეც ჯანსაღი კონკურენცია იყო. დღეს ჩემს ბიზნესში სახელმწიფო ჩაერია! მე ვიცი ერთი რამ - როდესაც ბიზნესში სახელმწიფო ჩაერევა, შემდეგ უნდა მოიგონოს ბევრი რეგულაცია, რეპრესიებამდე რომ მივიდეს. ამას არ დავუშვებთ! 



კორუფციული რისკები



ბიზნესსამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი ფინანსთა მინისტრის ბრძანებას კორუფციული რისკების შემცველს უწოდებს: - ყველაზე ცუდი, რაც ამ ბრძანებაშია­ ჩადებული და კორუფციის ნიშნებს შეიცავს, არის გამონაკლის შემთ­ხვევაში დაშვება. ბრძანების მიხედვით, ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, ხორბლის იმპორტ-ექსპორტი­ შესაძლებელია ავტოსატრანსპორტით, მაგრამ არსად ჩანს, ასეთ პასუხისმგებლობას რა შემთხვევაში იღებს შემოსავლების სამსახური. სად წერია, რა პირობებით მიეცემა პირს ტრანსპორტირების უფლება. შეუძლებელია თითოეული გადამზიდავისთვის თითოეულ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურთან ნებართვის შეთანხმება. აქედან გამომდინარე, ეს დიდ კორუფციულ რისკებს შეიცავს...


bpn






ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up