დღეს  ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 2019 გაიხსნა

დღეს ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 2019 გაიხსნა

access_time2019-09-19 17:16:04

დღეს Check In Georgia-ს ფარგლებში ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 2019 გაიხსნა. სამი დღის განმავლობაში, ბათუმში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწე წარმატებული ადამიანები, ტრადიციულად ისევ შავი ზღვის სანაპიროზე მოიყრიან თავს.წელს ფესტივალი დაარსებიდან 5 წლის იუბილეს აღნიშნავს, რის გამოც, ორგანიზატორები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობენ და ასევე განსაკუთრებულად ემზადებიან.


Ad Black Sea-მ სტარტი 2015 წელს აიღო, აღნიშნულ ფესტივალს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. მისი მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება და წელს დაინტერესებულ პირთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.


Ad Black Sea ფესტივალის ფარგლებში მარკეტინგით და რეკლამით დაინტერესებულ ადამიანებს, შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ საერთაშორისო დონის სემინარებს, ვორკშოპებს. მიიღონ უახლესი ინფორმაცია რეკლამის ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების შესახებ, გაიფართოვონ პროფესიული წრე, გაიცნონ ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალები.


ფესტივალის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორგანიზატორების ინიციატივით საქართველოში ოცამდე ცნობილი სპიკერია ჩამოსული, ხოლო ჟიური, რომელიც ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში აფასებს, ოცდაათამდე პროფესიონალისგან შედგება. ერთი სიტყვით ბათუმში წელს ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა.


საპატიო სტუმრების სიაში არიან: მაიკლ კონრადი, ბერლინის კრეატიული სკოლის დამფუძნებელი, ბრაზილიელი ლეგენდა მარსელო სერპა, იაპონური სააგენტოს „ჰაკუჰოდოს“ კრეატიული დირექტორი - კენტარო კიმურა, ფეისბუქის კრეატიული მიმართულების ხელმძღვანელი ჩინეთში - კიტი ლუნი, ესპანეთის წამყვანი სააგენტოების ლიდერები ჩაჩო პუებლა და მიგელ სიმოესი, ცნობილი სააგენტოს TBWA/Manchester-ის დირექტორი ლორნა ჰოუთინ ბრიტანეთიდან, ჰერმან ვასკე თავისი გახმაურებული ფილმით კრეატივის შესახებ, რომელსაც წლების მანძილზე იღებდა, ყველაზე პრესტიჟული მაიამის სარეკლამო სკოლის თანადამფუძნებელი ნიკლას-ფრინგს რუპი - ეს იმ სტუმრების არასრული ჩამონათვალია ვისგანაც დელეგატები სემინარებს მოისმენენ.


ქართული სარეკლამო ინდუსტრიის განსავითარებლად, უცხოური გამოცდილების მიღება საკმაოდ მნიშვნელოვანია, პარალელურ რეჟიმში ახალგაზრდები შეძლებენ კომუნიკაციის მათთვის საინტერესო ადამიანებთან დამყარებას. სტუდენტებისთვის ტრადიციულად შეღავათიანი პირობები მოქმედებს.




ფესტივალის საგანმანათლებლო ნაწილის პარალელურად, Ad black sea-სთვის კონკურსი განუყოფელი ნაწილია. ოთხ ჯგუფად გაყოფილი და ოცდაათზე მეტი წევრისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური, ნამუშევრებს 11 კატეგორიაში შეაფასებს. ● Film, ● Film & Craft, ● Print & Publishing, ● Out of Home, ● Radio, ● Design & Branding, ● Digital & Mobile, ● Advertising Campaigns, ● Media, Branding Content & Visual Storytelling. წელს მნიშვნელოვანი სიახლეა, მე-11-ე კატეგორია: Creative Effectiveness, რომელიც კამპანიების შედეგებს და მათ ეფექტურობას ზომავს. აღნიშნული კატეგორია ფესტივალს ბრიტანული კომპანია WARC-ის რეკომენდაციით დაემატა.


საერთაშორისო ჟიური საუკეთესო ნამუშევრებს სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლენს. გამარჯვებულები ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდებიან. ასევე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდებიან საუკეთესო სააგენტოს ტიტულის ნომინანტებიც.


კონკურსში ერთმანეთს ეჯიბრებიან როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სააგენტოები მსოფლიოს 17 ქვეყნიდან.


აღსანიშნავია, რომ Ad Black Sea 2019 ჯილდოზე წელს ფესტივალის დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, ერთიანი საქართველოს რუკის კონტური იქნება დატანილი, რომელზეც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა გამოსახული.


წელს ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო სააგენტო მიიღებს. Ad Black Sea 2019-ის მიზანი საქართველოში სარეკლამო ინდუსტრიის განვითარება, სარეკლამო პროდუქტების ხარისხის გაზრდა და ამასთან, მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც კრეატიული ინდუსტრიის ამომავალ და საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანად პოზიციონირებაა.


3 დღიანი სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 2019,21 სექტემბერს  გალა დაჯილდოებით დაიხურება და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს მომავალ წლამდე დაემშვიდობება.




„კომერსანტი“





ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს გამოყოფილი 20 მილიონიდან თეთრიც არ არის ათვისებული

ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს გამოყოფილი 20 მილიონიდან თეთრიც  არ არის ათვისებული
access_time2019-10-23 18:15:39
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ეკონომიკის მინისტრს, ქალბატონ ნათია თურნავას რამდენიმე დღის წინ სადეპუტატო შეკითხვა გავუგზავნე - რომელ პროექტებში აითვისეს 2019 წლის ბიუჯეტიდან ის 20 მლნ ლარი, რომელიც ჩემი და პარლამენტარი კოლეგების, ჯერ კიდევ წინა ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით და ჩართულობით შექმნილი საკრედიტო-საგარანტიო ფონდში ჩაიდო სპეციალურად ფარგლებში მცირე და...

სადაზღვევო სექტორი „კუს ნაბიჯებით“ ვითარდება

სადაზღვევო სექტორი „კუს ნაბიჯებით“ ვითარდება
access_time2019-10-23 19:15:07
მოზიდული პრემიების მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო სექტორი განვითარებადი ქვეყნების რიგში ერთ-ერთი აუტსაიდერია.საქართველოში სადაზღვევო სექტორი მუდმივად ერთ–ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება. ქართველი თუ უცხოელი ექსპერტები ხშირად მიუთითებენ იმაზე, რომ სადაზღვევო სექტორს განვითარების საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნია, თუმცა ფაქტია, რომ დღემდე ეს ბიზნესი საკმაოდ ნელი ტემპით ვითარდება. არსებულ რეალობას განაპირობებს ისიც, რომ, ერთი მხრივ საქართველოს მოსახლეობას საკმაოდ დაბალი...

„რეფინანსირების განაკვეთი ასეთ მაღალ ნიშნულზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა“

„რეფინანსირების განაკვეთი  ასეთ მაღალ ნიშნულზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა“
access_time2019-10-23 20:15:50
„რეფინანსირების განაკვეთი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე. როგორც ჩანს ეროვნულ ბანკში კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობის მოლოდინი აქვთ ვიდრე დღეს ქვეყანაში გვაქვს, სწორედ ამიტომ გადადგეს ძალიან მკაცრი ნაბიჯი“,- ასე აფასებს „საზოგადოება და ბანკების“  ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაიზარდა....

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი
access_time2019-10-23 16:52:48
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სებ-ის ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ახალი ოფისის მშენებლობის საჭიროება ინსტიტუციის ფუნქციების გაზრდას უკავშირდება. „ჩვენ უკვე გავაკეთეთ განმარტები ამის შესახებ. სამწუხაროდ, სხვადასხვა ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება გაკეთდა . შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი საქართველოს კონსტიტუციით დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. მას უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს...

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ  ცოტა დაგვიანებულია
access_time2019-10-23 16:51:10
„ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 1 % -ით გაზრდის შესახებ საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია, სჯობდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაეწყო უფრო ადრე“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო ადრე უნდა დაეწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია მნიშვნელოვნად აცდენილია...


მსგავსი სიახლეები

up