„დღეს ცემენტს ბევრი გაურკვევლი კომპანია აწარმოებს, რომლის ხარისხიც ძალიან დაბალია“

„დღეს ცემენტს ბევრი გაურკვევლი კომპანია აწარმოებს, რომლის ხარისხიც ძალიან დაბალია“

access_time2019-08-05 11:00:03

„ცემენტის ხარისხის კვლევამ ძალიან ცუდი შედეგი აჩვენა, დღეს ცემენტს ბევრი გაურკვევლი კომპანია აწარმოებს, რომლის ხარისხიც ძალიან დაბალია“, -ასე აფასებს კვლევას ცემენტის ხარისხის შესახებ დეველოპერული კომპანია „GDG ჯგუფი“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე.


2019 წლის ივლისის ფარული ტესტირების შედეგების მიხედვით, ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის 28 სახეობიდან მხოლოდ 6 კომპანიის ცხრა პროდუქტმა დააკმაყოფილა ევროპული სტანდარტი. ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ სამშენებლო მასალების ხარისხის ქართულ ბაზარზე ძალიან დაბალია მისი თქმით, დღეს მომხმარებელი უხარისხო მშენებლობისგან დაცული არ არის.


„არსებული რეალობა ძალიან ცუდია, ბაზარზე უხარისხო ცემენტი იყიდება, რაც ძირითადად  ფასებით განისაზღვრება, მე წლებია ჰაიდელბერგის ცემენტს ვიყენებ, რადგან ძალიან მაღალი ხარისხისაა. ზოგადად, სამშენებლო მასალების ხარისხი ქართულ ბაზარზე კატასტროფულია, რადგან კომპანიები, რომლებიც ქალაქ გარეთ მუშაობენ, სადაც ფასები ძალიან დაბალია, იყენებენ დაბალი ხარისხის მასალას, რათა მოგება დარჩეთ . მაგალითად, შემავსებელი ბლოკი არის რამდენიმე სახეობის, მშენებლები, განსაკუთრებით გარეუბნებში ეძებენ ისეთ ბლოკს ,რომელიც ძალიან იაფია თუმცა, არიან კომპანიები რომლებიც ხარისხზე არიან ორიენტირებულები. მთავარი არის საბაჟო, სადაც არ უნდა ხდებოდეს უხარისხო პროდუქციის მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟოზე შემოსული უხარისხო პროდუქცია იშლება მთელ ქვეყნაში. ამის შემდეგ ხარისხი შიდა რეგულაციებით უნდა დარეგულირდეს. აღსანიშნავია, რომ რეგულაციები ნელ-ნელა შემოვიდა თუმცა ვთვლი, რომ კონტროლია საჭირო“, - განმარტავს ბეჟან წაქაძე.


პრობლემა რომ დიდი ხანია არსებობს ადასტურებს სამშენებლო კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მშენებლების პოზიცია შემდეგია:



„პრობლემა მშენებლებს 5-6 წლის წინ დაგვიდა, ამიტომ მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ მარტო ჰაიდელბერგთან გვქონოდა ურთიერთობა. ცოტათი უფრო ძვირს ვიხდით მაგრამ, ეს ის კომპონენტია, სადაც კომპრომისი არ შეიძლება დავუშვათ, ეს არ არის იმხელა თანხა, რომ გარისკვა ღირდეს“, განმარტავს თორნიკე აბულაძე.


როგორც თორნიკე აბულაძე აღნიშნავს, მშენებლობის ხარისხი კომპანიის გამოცდილებაზეა დამოკიდებული. სამშენებლო კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი „კომერსანტთან“ იმ სტადიებზე საუბრობს რომელიც „არსმა“ გაიარა.


„იყო პერიოდი როდესაც ვეძებდით იაფ პროდუქციას, შემდეგ არ მოგვწონდა ის რაც არის. მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენ გაგვეკეთებინა ბეტონის ქარხანა, ამის შემდეგ შეგვექმნა მნიშვნელოვანი პრობლემები, რის გამოც ქარხნის გაყიდვის გადაწყვეტილება მივიღეთ და დავიწყეთ მსხვილ კომპანიებთან ურთიერთობა. მსხვილი კომპანიის შემთხვევაშიც არჩევანი ისევ იაფიანზე შევაჩერეთ და კიდევ წავიმტვრიეთ ცხვირი. საბოლოოდ მივედით ისეთ კომპანიასთან, რომელსაც ხარისხი და გარანტია აქვს. ჩვენ კომპანიას 30 წლის ისტორია აქვს და თითქმის ყველა შეცდომა გამოვიარეთ, ზოგი კომპანია ჩვენ ეტაპზე, ზოგი უკანაა და ცდილობს რაღაც გამოსავალი მოძებნოს. ის კომპანიები, რომლებიც დარჩებიან ბაზარზე საბოლოოდ მივლენ იმ დასკვნამდე რომ აქ თანხის დაზოგვა არ შეიძლება“, განაცხადა თორნიკე აბულაძემ. 


აღსანიშნავია რომ 2019 წლის 15 იანვარს ამოქმედდა ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მათ შორის ცემენტისაც შემოწმებაც, თუმცა ფაქტია, რომ ბაზარზე ისევ არის პროდუქცია, რომელიც სტანდარტებთან შესაბამისობაში არ მოდის.


ბაჩო ადამია





საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up