„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“  - ნინო ზამბახიძე

„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ნინო ზამბახიძე

access_time2019-10-21 19:30:25

„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ამის შესახებ დღეს პერემიერთან შეხვედრის შემდეგ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ ისაუბრა.


დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების  შეხვედრაზე, გახარიამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან ძირითადი პრობლემური საკითხები მოისმინა. ერთ-ერთი იყო სოფლის მეურნეობის გამოწვევებიც, რომელიც ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ გააჟღერა. მისი თქმით საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცლილება და სოფლის მეურნეობის სფეროს ბევრი წარმომადგენლისთვის შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს. კონკრეტულად კი, საგადასახადო კოდექსში შეღავათის სახით ჩაიწერა, რომ სოფლის მეურნეობაში მოღვაწე პირი, რომლის შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან; მოგვიანებით ამავე პუნქტში სეიცვალა სიტყვა „პირი“ , „ფიზიკური პირით“, რაც ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით საგადასახადო ინსპექციის შესვლის შემთხვევაში, იმ მეწარმეების დაჯარიმებას გამოიწვევს, ვისაც ცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.


„საგადასახადო კოდექსში წერია, რომ ვისი შემოსავალიც არ აღემატებოდა 200 000 ლარს და ოპერირებდა სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით, ის განთავისუფლებული იყო საშემოსავლო გადასახადისგან. მომხდარი ცვლილების შემდეგ,  სიტყვა „პირი“ჩანაცვლდა „ფიზიკური პირით“, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენი, ფიზიკური პირის გარდა, ეს იქნება სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი, ინდ მეწარმე, თუ ასე შემდეგ, ყველა იბეგრება. ეს ინფორმაცია არ მისვლია  მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ვისი წლიური ბრუნვაც არ აღემატებოდა 200 000 ლარს . ამიტომ, დღეს ბიზნესებს თუ მათთან საგადასახადო შევა, პრობლემა ექმნებათ. როგორც ცნობილია, ჩანაწერის ცვლილება გაზაფხულზე მოხდა.



ჩვენ გვითხრეს, რომ ეს იყო შეცდომა საგადასახადო კოდექსში და  შეცდომით მოხდა ჩანაცვლება სიტყვა „პირის“, „ფიზიკური პირით“, შემდეგ უკვე გვქონდა კომუნიკაცია ბიზნესომბუდსმენთან, შემოსავლების სამსახურთან და აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო შეცდომა.როდესაც მსგავსი ცვლილება ხდება კამპანიები უნდა დაიწყოს, რომ იმ ადამიანებმა, ვინც ამ კუთხით საქმიანობენ მიიღონ ინფორმაცია. მე მესმის, რომ კანონი არ უნდა მიდიოდეს მეწარმესთან, მაგრამ არის ისეთი ჩასწორებები, რომელსაც შეიძლება ყურადღება არ მიაქციოს მეწარმემ და ეს გამოეპაროს.


ჩვენი მოთხოვნაა, რომ მოიხსნას საერთოდ ეს ზღვარი  - რატომ უნდა იყოს 200 000 ლარი და რატომ არ უნდა იყოს ნახევარი მილიონი. ჩვენი ამოცანაა, რომ კეთილსინდისიერ გადამხდელს, ვინც იქნება სოფლის მეურნეობაში, მეტი საშუალება უნდა მივცეთ რომ განვითარების და  არ უნდა დავბეგროთ. საშემოსავლოს რომ არ იხდის, მაგით ხომ ბიზნესს ავითარებს.“ - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.


როგორც ზამბახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პრემიერისგან დაპირება მიიღო, რომ ეს  და სხვა საკითხები გადაიხედება. ასოციაციის მიერ დაყენებულ პრობლემებს შორის იყო ასევე სოციალურად დაუცველი ადამიანების ეკონომიკაში ჩართვა და მეცხოველეობის განვითარების პრობლემა და გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსება.


მარიამ მორგოშია




„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება
access_time2019-11-18 21:29:59
„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქსელური ჰიპერმარკეტის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:   „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.   რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ...

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა
access_time2019-11-18 20:15:51
გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.   ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის...

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი
access_time2019-11-18 20:00:53
„დღეს ეს დემონსტრანტები თუ გაიყვანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხვალ ისევ დადგებიან და ეს პროცესი არასდროს დასრულდება, შესაბამისად, გაგრძელდება ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და აზრი შეიცვალა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ის ერთადერთია ვისაც უნდა ვადანაშაულებდეთ. ივანიშვილი ამბობს,  რომ მისმა პარლამენტარებმა უღალატეს, მაგრამ ამას ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს.  ჩვენ...

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...


მსგავსი სიახლეები

up