„დღეს ბიზნესებს რთული გამოწვევების დასაძლევად, სასწრაფოდ ესაჭიროებათ ადაპტაცია, ამიტომ შევქმენით Adapter“ - ანდრო რატიანი

„დღეს ბიზნესებს რთული გამოწვევების დასაძლევად, სასწრაფოდ ესაჭიროებათ ადაპტაცია, ამიტომ შევქმენით Adapter“ - ანდრო რატიანი

access_time2020-03-27 11:29:57

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა. რა მიზანს ემსახურება ახალი პროგრამა და როგორ დაეხმარება ბიზნესს არსებულ მძიმე ვითარებაში, ამ კითხვებზე საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელანდრო რატიან გვპასუხობს.


საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა. რა მიზანს ემსახურება ის და რაში დაეხმარება ბიზნესს და მომხმარებლებს არსებულ მძიმე გლობალურ სიტუაციაში?

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა - კორონავისურის პანდემიამ იძულებული გაგვხადა, მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცია. რასაკვირველია, შექმნილ სიტუაციას თითოეული ჩვენთაგანი სრული პასუხისმგებლობითა და გაგებით ვეკიდებით და მაქსიმალურად ვიცავთ თვითიზოლაციის დადგენილ წესებს, თუმცა მეორეს მხრივ დისტანცირებამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა უამრავ ბიზნესს, მეწარმესა თუ ინდივიდს, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ იყო დამოკიდებული მიმოსვლასა და ეკონომიკურ აქტივობაზე, იქნებოდა ეს ვაჭრობა, მომსახურება თუ სხვა. 

 

ჩვენ არაერთ კომპანიასთან გვაქვს ყოველდღიური შეხება რამაც, ნათლად დაგვანახა, რომ დღეს ბიზნესებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ ადაპტაცია იმისათვის, რომ ეს რთული გამოწვევა დაძლიონ! საჭიროა ამ მოცემულობაზე მორგება, რათა დისტანცირება, მათი საქმიანობის სრულად პარალიზებისა და შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი პარტნიორების დახმარებით შევქმენით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter, რომელიც დაეხმარება მეწარმეებსა და ბიზნესის მფლობელებს მათი ეკონომიკური საქმიანობის მაქსიმალურად სწრაფად გაციფრულებასა და გაგრძელებაში.



— კონკრეტულად რას გულისხმობს ახალი პროგრამა და უფრო მეტად რა სახის ორგანიზაციებზე არის გათვლილი?

მიუხედავად იმისა, რომ სამყარო შეიცვალა, ადამიანების ძირითადი და ყოველდღიური საჭიროებები არ შეცვლილა, ჩვენ კვლავ გვჭირდება სხვადასხვა პროდუქტებსა თუ სერვისებზე წვდომა, რაც ფიზიკურ ვითარებაში დღესდღეობით შეზღუდული გვაქვს. შესაბამისად, აქტიურად დავიწყეთ ფიქრი იმ მიმართულებით, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით. ჩვენი პარტნიორი კომპანიების დახმარებით კი ძალიან სწრაფად მოვახერხეთ ამ იდეის გარშემო გაერთიანება და დღეს უკვე შეგვიძლია განვაცხადოთ რომ, Adapter არის პრობლემის სწრაფი და უმტკივნეულო გადაწყვეტა, ყველა იმ ბიზნესისთვის, რომელსაც აქამდე მხოლოდ ფიზიკური წვდომა ქონდა მომხმარებელთან. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ჩვენი პარტნიორი კომპანიების რესურსების გაზიარებით, მზად ვართ სრული დახმარება გავუწიოთ ბიზნესებს, შექმნილ რეალობაში ადაპტაციის პროცესში. 


 არის თუ არა ამ ეტაპზე უკვე ჩართული ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში სხვადასხვა პლათფორმები და გეგმავთ თუ არა ამ კუთხით გაფართოებას?

ამ ეტაპზე ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში რამდენიმე სხვადასხვა პლატფორმაა ჩართული, რომელიც სრულად უზრუნველყოფს და ფარავს ყველა საჭირო პროცესს, როგორებიცაა: 

  • ონლაინ გაყიდვები და ლოგისტიკის სერვისი - ჩვენი პარტნიორი და მულტივენდორული პლატფორმა Extra.ge ბიზნესებს გაუწევს სრულ დახმარებას, მათი პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვასა და მიწოდებაში, დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების სრულად დაცვით;
  • გაყიდვებისა და მარაგების მართვა - OPTIMO-ს მეშვეობით ბიზნესები შეძლებენ საკუთარი გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვას. მათი პროგრამული უზრუნველყოფით შესაძლებელია ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება ხორციელდებოდეს ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. 
  • საბანკო მომსახურებები - საქართველოს ბანკის სრული მხარდაჭერით, უზრუნველყოფთ ბიზნესებისათვის საჭირო მხარდაჭერას, როგორც ციფრული გადახდებისა და ანგარიშსწორების უზრუნველყოფით, ასევე ხელმისაწვდომი დაკრედიტებისა და ონლაინ განვადების ინტეგრაციით. 

 

შესაძლებლობები უსაზღვროა!.. თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ ყველაფერს საერთო ძალისხმევით გავუმკლავდეთ. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს არა ერთ პოტენციურ პარტნიორთან, რომელთა როლიც ამ პროგრამისთვის და პირველ რიგში Adapter-ში ჩართული კომპანიების წარმატებისთვის, მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება. შექმნილ რეალობას ვუყურებთ როგორც გამოწვევას. მზად ვართ, ბიზნესებს სრულად გავუზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც დაეხმარებათ ადაპტაციაში, არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებისთვისაც. მთავარია, გჯეროდეთ, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით!


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up