„დღეს ბანკები ბიზნეს სექტორზე მეტად დაცულია, ამიტომ მათი მხრიდან საჭიროა უფრო ფართო ღონისძიებების გატარება“

„დღეს ბანკები ბიზნეს სექტორზე მეტად დაცულია, ამიტომ მათი მხრიდან საჭიროა უფრო ფართო ღონისძიებების გატარება“

access_time2020-03-23 10:00:40

მომდევნო 3 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას შეუძლია სესხი არ გადაიხადოს. კორონავირუსის გავრცელების რისკებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კომერციული ბანკების გარკვეულმა ნაწილმა მომხმარებლებს სესხების 3 თვით გადავადება შესთავაზა. ბანკებში განმარტავენ, რომ სესხების სამთვიანი გადავადებით სარგებლობა ნებაყოფლობითია, ანუ მსესხებელს შეუძლია დათანხმდეს ბანკის პირობებს და ისარგებლოს გადავადებით, ან არ დათანხმდეს შეთავაზებულ პირობებს და სესხის დაფარვა ჩვეულებრივად გააგრძელოს.


სესხებზე შეღავათების შესახებ განცხადება უკვე გააკეთეს ბანკებმა: „თიბისიმ“, „საქართველოს ბანკმა“, „ლიბერთიმ“, „ვითიბიმ“ და „კრედომ“. რა საფრთხე შეიძლება დაემუქრო საბანკო სექტორს აღნიშნული ინიციატივის შედეგად და რამდენად საკმარისი ნაბიჯია საფინანსო სექტორის მხრიდან არსებულ სიტუაციაში 16.5 მლრდ. მოცულობის სასესხო პორტფელის გადავადება, ამ თემაზე „კომერსანტი“ საბანკო ექსპერტებს ესაუბრა.


„საზოგადოება და ბანკების“ საბანკო პროდუქტების ექსპერტმა ანი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, რომ მსესხებლებისთვის 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის შეთავაზება ფინანსური სტაბილურობისთვის და კომერციული საბანკო სექტორისთვის ისეთი დარტყმა არ იქნება, რომელსაც თავს ვერ გაართმევენ.


„კომერციული ბანკების მიერ ამ ინიციატივის დაწყებამდე, ერთის მხრივ დიდი რისკის ქვეშ დგებოდა მათი სასესხო პორტფელი, იმიტომ რომ რამდენად შეძლებდნენ მომხმარებლები სესხების მომსახურებას ბუნდოვანი იყო და საშეღავათო პერიოდის დაწესებით, მათ საკუთარი ინტერესებიც დაიცვეს. გადავადების შემთხვევაში ბანკები უფრო გრძელვადიან პერიოდზე გადანაწილებულად მიიღებენ იმ სარგებელს, რომელიც ამ 3თვის განმავლობაში უნდა მიეღოთ. რა თქმა უნდა გარკვეული დანაკლისი მათაც ექნებათ, მაგრამ ეს არ იქნება ფინანსური სტაბილურიბისთვის და კომერციული საბანკო სექტორისთვის ისეთი დარტყმა, რომელსაც თავს ვერ გაართმევენ“, - განმარტა ანი ალიბეგაშვილმა.


ანალიტიკოსი ნიკა ობოლაძე მიიჩნევს, რომ დღეს ბანკები უფრო დაცულები არიან ვიდრე წვრილი ან მსხვილი ბიზნესები, ამიტომ მათი მხრიდან სწორი და სასურველი იქნებოდა უფრო ფართო ღონისძიებების გატარება ვიდრე სესხების 3 თვით გადავადებაა.



„კომერციული ბანკები არის ბიზნესის ის ნაწილი, რომელიც ალბათ ამ წუთას ყველაზე ნაკლებად უნდა ელოდოს საფრთხეს, რადგან მათ უკან დგას ეროვნული ბანკი, რომელსაც შეუძლია საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს ფულის ემისია, მონეტარული პოლიტიკის შემცირება, გამოიყენოს სხვადასხვა ინსტრუმენტები და არ დაუშვას რომელიმე კომერციული ბანკის გაკოტრება. შეიძლება ვიღაცას არ მოსწონდეს ასეთი პოლიტიკა, მაგრამ დღეს ბანკები, რომლებიც ეკონომიკის სისტემური ნაწილია, უფრო დაცულები არიან ვიდრე წვრილი ან მსხვილი ბიზნესები, ამიტომ მათი მხრიდან სწორი და სასურველი იქნებოდა უფრო ფართო ღონისძიებების გატარება. საბოლოო ჯამში ბანკები მაინც დაცულები იქნებიან და მთავარ  დარტყმას გადაიტანს ბიზნესი, ამიტომ სწორია რომ ბანკები მომხმარებლებს და ბიზნესს შეეხიდნენ“, - ამბობს ნიკა ობოლაძე.


საბანკო ექსპერტის გოჩა თუთბერიძის თქმით, ბანკების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი განსაკუთრებული შედეგების მომტანი არ არის, თუმცა მათაც არ აქვთ დიდი თავისუფლება, რადგან იმ თანხებზე, რომლებიც ამ ფინანსურ ინსტიტუტებშია განთავსებული პროცენტებს ბანკებიც იხდიან.


„ბანკების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი დიდი შედეგების მომტანი არ არის, რადგან რეალურად ეს ნიშნავს იმას, რომ მსესხებელს გაეზრდება საპროცენტო ხარჯი, ბანკები კი ბევრს არაფერს კარგავენ, უბრალოდ ფულადი ნაკადები ოდნავ შეუმცირდებათ. თუმცა აქ მეორე დეტალია, ბანკებსაც არ აქვთ დიდი თავისუფლება, რადგან ის რესურსები, რომლებიც ამ ფინანსურ ინსტიტუტებშია მათზე პროცენტებს თვითონაც იხდიან, ამიტომ უნდა ვიფიქროთ მსესხებლების გარდა სხვა საბანკო პროდუქტების მომხმარებლებზეც, რადგან ხელფასები ბანკში ირიცხება და თუ ბანკს საფრთხე შეექმნა, ყველას შეგვექმნება საფრთხე. მნიშვნელოვანი სვლა იქნება მათი მხრიდან, თუ ცალკეული ბანკები ფონდში შეიტანენ თანხებს და სოციალურად დაუცველებს დაეხმარება“, - განმარტა  გოჩა თუთბერიძემ.


თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ანა გოგოლაძე კი მიიჩნევს, რომ ბანკების მიერ წინა წლებში დაგენერირებული მოგება საკმარისი იქნება სესხების გადავადებით მიღებული ხარჯების დასაფარად.


ბანკების მხრიდან აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯია, რადგან რომ არა სესხების გადავადება რეალურად ეკონომიკა, ისევე როგორც მომხმარებლები ფინანსური თვალსაზრისით უარეს დღეში აღმოჩნდებოდნენ. გარდა ამისა, ბანკებიც იზარალებდნენ, რადგან შესაბამისად დარიცხული ჯარიმების და საურავების ამოღება მერე უფრო გაჭიანურდებოდა, რეცესიაც უფრო გაღრმავდებოდა და ა.შ. ჯერ არ ვიცით და უახლოეს პერიოდში ალბათ ვერც დავთვლით, რეალურად რა დაუჯდება ბანკებს აღნიშნული ღონისძიება, მაგრამ მათ ეს რომ არ გაეკეთებინათ, მათზე მეტად ბიზნესი იზარალებდა. თუმცა, ბანკებს იმდენად დიდი მოგება აქვს დაგენერირებული წინა წლების განმავლობაში, რომ ეყოფათ ეს შემოსავლები და ამ  3 თვის განმავლობაში სესხების გადავადებით მიღებული ხარჯების აღდგენას მოახერხებენ“, - აცხადებს ანა გოგოლაძე.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა. საბანკო სექტორმა კოორდინირებულ რეჟიმში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა და მსესხებლებისთვის საშეღავათო პერიოდის შეთავაზება აქტიურად დაიწყო.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up