დღეს ან არასდროს: ეკონომიკა შესაძლოა, კვიპროსის გაერთიანების მთავარი მოტივატორი გახდეს

დღეს ან არასდროს: ეკონომიკა შესაძლოა, კვიპროსის გაერთიანების მთავარი მოტივატორი გახდეს

access_time2017-01-25 20:00:49

აქვს ერთი დიდი სხვაობა - ეკონომიკური მოტივაცია. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, კვიპროსის საზღვაო წყლებში აღმოაჩინეს გაზის და ნავთობის დიდი მარაგები. მათი ტრანსპორტირების ერთადერთი მარშრუტი გადის თურქეთზე.

 

ჟენევაში ორიოდე დღის წინ კვიპროსის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკება გაიმართა, რომელსაც კუნძულის ბერძნული და თურქული ნაწილების და ასევე გარანტი-ქვეყნების - თურქეთის, საბერძნეთის და ბრიტანეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კონსულტაციები დასრულდა უშედეგოდ, თუმცა მხარეებმა წინ წაიწიეს რამდენიმე მნიშნელოვან საკითხში. გამოითქვა პროგნოზი , რომ 2017 წელს კვიპროსის გაერთიანების ალბათობა არის ისეთი რეალური, როგორც არასდროს.

 

კუნძულის გაერთიანების მცდელობა არაერთხელ იყო, თუმცა ყოველთვის უშედეგო სრულდებოდა. ბოლოს 2004 წელს გაეროს იმდროინდელმა მდივანმა კოფი ანანმა წარადგინა კუნძულის გაერთიანებისა გეგმა, თუმცა ბერძნებმა მის მიღებაზე უარი თქვეს.

 

ამის შემდეგ ეს საკითხი არავის არ დაუყენებია, ბერძნული კვიპროსი შევიდა ევროკავშირში, ხოლო თურქულმა კვიპროსმა გააგრძელა ცხოვრება არაღიარებული სახელმწიფოს სტატუსით.

 

2015 წლის მაისში თურქული კვიპროსის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა მუსტაფა აკენჟიმ განაცხადა, რომ თურქები, როგორც არავინ, დაინტერესეულები არიან კუნძულის გაერთიანებით.

 

ამის მიზეზი დევს ეკონომიკაში - თურქული კვიპროსი არის ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე ბერძნული, იქ თითქმის არ ჩადიან ტურისტები და გარდა ამისა, ბერძნული კვიპროსი ევროკავშირის წევრია, რაც თურქებისთვის აუხდენელი ოცნებაა.

 


ამიტომაც სწორედ თურქეთი იყო ყოველთვის გაერთიანების შესახებ კონსულტაციების დაწყების ინიციატორი.

 

წინა მოლაპარაკებებთან შედარებით ამჟამინდელს აქვს ერთი დიდი სხვაობა - ეკონომიკური მოტივაცია. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, კვიპროსის საზღვაო წყლებში აღმოაჩინეს გაზის და ნავთობის დიდი მარაგები. მათი ტრანსპორტირების ერთადერთი მარშრუტი გადის თურქეთზე.

 

თურქეთი, რომელიც განიხილავს თავის თავს როგორც დიდ ენერგეტიკულ ჰაბს, ძალიან დაინტესებეულია ამ პროექტში ჩართვით, მაგრამ ამას ხელს უშლის მხოლოდ კვიპროსის პრობლემა.

 

გასაოცარია ასევე თურქი-კიპრიოტების პოზიცია, რომლებიც მხარს უჭერენ ბერძულ მხარესთან გაერთიანებს, ხოლო ლოზუნგები „არც ერთი მტკაველი მშობლიური მიწა", და "კვიპროსი ჩვენია" დარჩა მხოლოდ მარგინალების წრეში.

 

ნიკოსიის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ჰუბერტ ფაუსტმანი თვლის, რომ კვიპროსის პრობლემა დარეგულირდება ან დღეს, ან არასდროს, თუმცა ეს არ მოხდება აპრილზე ადრე.

აპრილში თურქეთში ჩატარდება რეფერენდუმი ქვეყნის საპრეზიდენტო რესპუბლიკად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ანუ, წყდება ერდოღანის ძალაუფლების განმტკიცების საკითხი.

 

„რეფერენდუმის შემდეგ კონსულტაციები გაგრძელდება, რადგანაც ამ საკითხში მთავარი მოთამაშე თავად ერდოღანია" - თვლის ფაუსტმანი.

 

ამ ეტაპზე კუნძულის გაერთიანებას უშლის ხელს რამდენიმე უთანხმოება. კერძოდ, მომავალი ფედერაციის საზღვრების, ორ ეროვნულ ჯგუფს შორის ძალაუფლების გაყოფის, თურქული კვიპროსიდან გამოქცეული ბერძნებისთვის კომპენსაციის გადახდის და კუნძულის ტერიტორიაზე თურქეთის ჯარის განლაგების საკითხები.

 

ორივე მხარე ითხოვს მის მიერ დადგენილი საზღვრების დაკანონებს - ამჟამად თურქები აკონტროლებენ კვიპროსის ტერიტორიის 36%-ს და თახმდენიან ამ მაჩვენებლის 29, 2%-მდე შემცირებზე, ბერძნები კი მოითხოვენ 28, 2%-ს.

 

ასევე საკამათო საკითხია ფედერაციის მართვა - მხარეები ვერ თანხმდებიან როგორ აირჩევა ქვეყნის პრეზიდენტი, მხარეებს რამდენი დეპუტატი ეყოლებათ პარლამენტში და რამდენი მინისტრი მთავრობაში.

 

თუმცა ყველაზე საკამათო რჩება თურქული ჯარის კვიპროსზე ყოფნის საკითხი. ერდოღანმა გადაცხადა, რომ კვიპროსიდან თურქული ჯარის გაყვანა არც კი განიხილება - ამავე დროს კუნძულზე 35 000-ანი არმიის ყოფნა ძალიან აშინებს ბერძნულ მხარეს, რომელიც კატეგორიულად მოითხოვს კუნძულის დემილიტარიზაციას.

 

 

ავტორი: Forbes.ru



ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა
access_time2020-09-19 13:45:14
“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 17 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა. ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა: შპს “იბერია ევრო პრო”შპს “აილამა”შპს “ენ-ეიჩ-ელ 43 “შპს “წალკის რძის პროდუქტები” ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)შპს „ხევი“შპს “ნ.გ...

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ
access_time2020-09-19 12:00:34
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 13 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ახალი სასწავლო წელი მათთვის და მათი სასწავლებლებისთვის გამკაცრებული რეგულაციებით და გაზრდილი ხარჯით იწყება....

„ლარი გარბის“ - ეკონომიკის ყველა მინისტრი კი 2013 წლიდან ერთსა და იმავეს ლაპარაკობს - „ლარი სტაბილურად მოძრაობსო“

„ლარი გარბის“ - ეკონომიკის ყველა მინისტრი კი 2013 წლიდან  ერთსა და იმავეს ლაპარაკობს - „ლარი სტაბილურად მოძრაობსო“
access_time2020-09-19 10:00:49
ლარი გარბის“ - ეკონომიკის ყველა მინისტრი კი 2013 წლიდან ერთსა და იმავეს ლაპარაკობს - „ლარი სტაბილურად მოძრაობსო“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, პარტიის „პროგრესი და თავისუფლების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ცეზარ ჩოჩელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-18 21:00:58
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი...


მსგავსი სიახლეები

up