დღეს, დღის 12:00 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე. ასევე, სავალდებულო ხდება შენობებში პირბადის ტარება.‘’არ დაარღვიოთ კანონი, დარჩით სახლში, ეს არის საქართველოს მთავრობის ერთადერთი მოწოდება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოში კორონავირუსი 348 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 76 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 494 მოქალაქე რჩება. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.