დღემდე საქართველოში გაცემულია 4200 წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, აქედან 550 ლიცენზია მხოლოდ გასულ 2019 წელს გაიცა, - ნათია თურნავა

დღემდე საქართველოში გაცემულია 4200 წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, აქედან 550 ლიცენზია მხოლოდ გასულ 2019 წელს გაიცა, - ნათია თურნავა

access_time2020-01-22 11:05:20

„წიაღისეული და მისი სწორი და ყაირათიანი გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორც სახელმწიფო ქონების პრივატიზება. ჩვენ გავატარეთ წიაღის სექტორის რეფორმა. დავამტკიცეთ ახალი სტრატეგია და გავააქტიურეთ ეს მიმართულება. დღემდე საქართველოში გაცემულია 4200 წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, აქედან 550 ლიცენზია მხოლოდ გასულ 2019 წელს გაიცა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.


ტელეკომპანია „მაესტროს" გადაცემა „რეგიონებისთვის" მიცემულ ინტერვიუში მინისტრმა ისაუბრა საქართველოში მოპოვებულ სამშენებლო ნედლეულზე მომუშავე საწარმოები, რომლებიც ადგილზე ნედლეულის გადამუშავებით საბოლოო პროდუქციას აწვდიან სამშენებლო სექტორს. „ამასწინათ, დავათვალიერე რამდენიმე ახლადგახსნილი საწარმო, რომლებიც ადგილობრივ ნედლეულს ტექნოლოგიურ და მაღალი ეკოლოგიური სტანდარტით მომუშავე საწარმოებში გადაამუშავებდნენ. ქართული საწარმოები უშვებენ საშენ მასალებს, ფილებს, ბლოკებს, აგურს, მოსაპირკეთებელ მასალებს და ამით შეუძლიათ, კონკურენცია გაუწიონ იმპორტულ ნაწარმს და ჩაანაცვლონ იმპორტი," - განაცხადა ნათია თურნავამ.



მინისტრის განცხადებით, საბადოებზე ლიცენზიების გაცემისას ჩვენი მიდგომაა დავადგინოთ ასევე გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობის ვალდებულებაც. „ჩვენი ამოცანაა, წიაღი აქ გადამუშავდეს და ექსპორტზე მზა პროდუქტი გავიტანოთ, რაშიც ასევე დავეხმარებით," - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, პროგრამაში „აწარმოე საქართველოში" შესული ცვლილებით განისაზღვრა პრიორიტეტული დარგები, რომლებიც იქნება ექსპორტზე და იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული. ერთერთ ასეთ დარგად მინისტრმა კერამიკული წარმოება დაასახელა. „ჩვენ მეწარმეებს დავეხმარებით არა მხოლოდ ლიცენზიის აღებაში, არამედ მიწასაც გამოვუყოფთ, რომ გადამამუშავებელი საწარმო ააშენოს და ხალხი დაასაქმოს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up