დღეიდან თბილისი მერია რამდენიმე ინფრასტრქუტურულ პროექტს იწყებს

დღეიდან თბილისი მერია რამდენიმე ინფრასტრქუტურულ პროექტს იწყებს

access_time2018-04-10 11:06:42

დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე  ინფრასტრქუტურული სამუშაობის დაწყება დაანონსა. კერძოდ  დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, რაც დაალხოებით 2 მლნ. ლარი ჯდება. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტი ითვალისწინებს სრულ რეაბლიტაციას.


„პროექტი გულისხმობს საკომუნიკაციო ქსელის სრულ რეაბილიტაციას, ახალი ასფალტის საფარების დაგებას, ტროტუარების, ბორდუირებისა და გზის სავალი ნაწილის მოწყობას. ასევე სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყობა განათების ახალი სისტემა, გამწავნდება გზაგამყოფი ზოლიც. სარეაბილიტაციო პროცესი გაგარძლდება სექტემრამდე და ამავე პერიოდში შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, რათა იქ მცხორვებ ადამიანებს არ შეექმნათ პრობლემა და არც სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფერხება  მოხდეს“,-განმარტავს კახა კალაძე.


შეხვედრაზე ქალაის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა კიდევ  დაგეგმილ რამდენიმეი ინფრასტრქუტურულ სამუშაობზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, დღეიდან ასევე იწყება ზემო და ქვემო ფონიჭალაში ერთამენთთად დამაკავშირებელი გზისა და გზაგამტარი ხიდის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც  დაახლოებით 2 მლნ. 300 ათასი ლარია. აღნიშნული სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრუდლეს.



„ გარდა ამისა ვიწყებთ  გლდანის რაიონში, მდ. გლდანულაზე გადასასვლელი ხიდების სრულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებსაც, რომლის ღირებულებაც დაალხოებით 8 მლნ. ლარია. აღნიშნული სამუშაოების დასრულება კი მომავალი წლის ზაფხულში იგეგმება. დღესვე ვიწყებთ სამუშაოებს ვაკეში, რაც ეტაბორივად გულისხმობს მოძრაობის შეფერხებასაც.  ამ პროექტის ფარგლებშიც სრულად იგეგმება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის შეცვლა, ტროტუარების, ბორდუირების მოწყობა და ა.შ.  გარდა ძირითადი სამუშოებისა,  დედაქალაქში  კიდევ რამდენიმე  ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიდმდინარეობს“,-განმარტავს ბენდელიანი.


მთავრობის სხდომის დაწყებამდე კახა კალაძემ ყურადღებამ გაამახვილა ბელიაშვილის ქუჩაზე, კერძოდ სათამაშო მოედანზე რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტზეც. საუბარია აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივ მაცხორვებლებს შორის მომხმარ კონფლიქტზე. როგორც თბილისი მერმა აღნიშნა, თბილისი ყოველთვის ტოლერანტულ ქალაქად ითვლებოდა და მსგავსი დამოკიდებულება უცხოლელებისადმი ქალაქის მაცხოვრებლებს არასდროს ახასიათებდათ.


„ის რაც მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ეს ყველაფერი ნამდილად ცუდი სანახავი იყო. ჩვენ არ გვჩვევია ასეთი დამოკიდებულება. მინდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს ვთხოვო,  კვირის ბოლოს იმავე მოედანზე მოაწყოს  ერთი ამხანაგური თამაში, რომელშიც სასწავლებლად ჩამოსული აფრიკელი სტუდენტები და ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას, რათა ის ცუდი ლაქა დავიწყებას მივცეთ“,- განმარტავს კალაძე.


კომერსანტი




„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up