დღეიდან, შემოსავლების სამსახურის განახლებული ვებგვერდი სრული დატვირთვით იმუშავებს

დღეიდან, შემოსავლების სამსახურის განახლებული ვებგვერდი სრული დატვირთვით იმუშავებს

access_time2021-01-20 17:57:59

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ 20 იანვრიდან, უწყების განახლებული ვებგვერდი www.rs.ge მომხმარებელს სრული დატვირთვით მოემსახურება.


„ახალი დიზაინითა და დამატებითი ფუნქციებით, ვებგვერდი მაქსიმალურადაა მორგებული გადასახადის გადამხდელის მოთხოვნებზე და ბევრად უფრო მარტივია მისი გამოყენება.



ვებგვერდის განახლების პროექტი წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სერვისების განვითარების 2019-2020 წლების სტრატეგიისა და 2021 წლის სამოქმედო გეგმის შემადგენელ ნაწილს, რომლის უმთავრესი მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით არსებული მომსახურების კიდევ უფრო სრულყოფა და განვითარება.



აღსანიშნავია, რომ ვებგვერდის განახლების პროცესი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით 2019 წელს დაიწყო და 2 ეტაპად განხორციელდა. საწყის ეტაპზე, განისაზღვრა ვებგვერდის სტრუქტურა, საიტის ერთიანი სტილი და დიზაინი, ხოლო მეორე ეტაპზე - კონტრაქტორი კომპანიის მიერ, ფუნქციონალური სამუშაოების დასრულების შემდეგ, შემოსავლების სამსახურის ტექნიკურმა გუნდმა სრულად გამართა ელექტრონული სერვისები.




უწყების განახლებულ ვებ-პორტალზე, სრულად შეიცვალა და თანამედროვე ტენდენციებს მოერგო ვებგვერდის დიზაინი და სტრუქტურა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის მისიისა და საქმიანობის მასშტაბურობის გათვალისწინებით, შესაძლებლობის ფარგლებში, მინიმალისტურად დაიგეგმა მთავარი გვერდი, სადაც განთავსდა ყველაზე ხშირად ძებნადი ინფორმაცია. საკონსულტაციო მონაცემები დაიყო ორ ძირითად ჯგუფად - ფიზიკური პირი და იურიდიული პირი ხოლო გადასახადის გადამხდელთა უკეთ ინფორმირების მიზნით, სპეციალური სივრცე დაეთმო საკანონმდებლო სიახლეებს,  რომელთა ფილტრაცია მარტივად არის შესაძლებელი. განახლებული ვებგვერდი მომხმარებელს, COVID-19- თან დაკავშირებულ სხვადასხვა ინფორმაციას, ასევე, რეკომენდაციებსა და რეგულაციებსაც სთავაზობს.



შემოსავლების სამსახურის ახალ ვებგვერდზე განთავსდა 200-მდე განახლებული საკონსულტაციო სტატია, რომელთა უმეტესობა, უკვე ითარგმნა ინგლისურ ენაზე. ასევე, განახლდა შემოსავლების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული 300-მდე საკანონმდებლო აქტი და მედია სიახლეების განთავსების არე.



ვებგვერდის სატესტო რეჟიმში მუშაობისას, დაინერგა ახალი საკომუნიკაციო არხი - RS ჩათი, რომლის მეშვეობითაც კონსულტაციის გაწევა სრული დატვირთვით უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდის მართვის პროცესში, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო უკუკავშირის პროგრამის ანალიზს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დააფიქსიროს მოსაზრებები ვებგვერდის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.



ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი ვებგვერდის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს ბანკებისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციების, ასევე, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. ამასთან, პროქტის ფარგლებში, აქტიური თანამშრომლობა შედგა საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატისა და საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის.



შემოსავლების სამსახურის განახლებული ვერსიის გაშვებიდან, დღემდე, ვებგვერდს 9 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ხოლო დღიურად, საშუალოდ 65 000 მომხმარებელი სტუმრობს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up