დღეიდან სამშენებლო სექტორი უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის 30 ათასი ლარით დაჯარიმდება

დღეიდან სამშენებლო სექტორი უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის 30 ათასი ლარით დაჯარიმდება

access_time2018-03-22 12:10:36

„ბოლო წლების, ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან მოიმატა სამშენებლო ობიექტებზე დაღუპული ადამიანების რიცხვმა, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,“ - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, დღეიდან სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებით კანონში ცვლილება ამოქმედდა, რაც მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

"დღეს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის თანახმად, სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, ისევე, როგორც უნებართვო მშენებლობასა და პროექტის დარღვევით სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე, საჯარიმო სანქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. იცით, რომ ჯარიმები გაათმაგდა, 3000-ლარიდან პირველ შემთხვევაში დარღვევისთვის კომპანია 30 ათასი ლარით დაჯარიმდება, ხოლო მეორე შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს ყველაფერი გაკეთდა არა იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი კომპანია დავაჯარიმოთ, არამედ იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი.



ჩვენ ასევე ვაპირებთ ცვლილებას ამ სფეროში და ყველაფერი მენაშენეთა ასოციაციასთან ერთად იქნება გავლილი, რადგან სამშენებლო სექტორი არის ქალაქის განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა კალაძემ. 






მოსალოდნელი იყო ეკონომიკური ვარდნა, თუმცა ორნიშნა ციფრი ნამდვილად არა - PMC

მოსალოდნელი იყო ეკონომიკური ვარდნა, თუმცა ორნიშნა ციფრი ნამდვილად არა - PMC
access_time2021-02-27 10:00:28
ეკონომისტები 2021 წლის იანვარში ეკონომიკური ზრდის ვარდნას ელოდნენ, თუმცა არა 11.5%-იანს. ეს მაჩვენებელი ექსპერტებს გასულ წელს, კორონა ვირსის პანდემიის დასაწყისს ახსენებს, როდესაც ეკონომიკური ვარდნა 16%-საც კი გაუტოლდა.   PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი, გოგა ხიშტოვანი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეკონომიკური ზრდის ეს მაჩვენებელი ხელისუფლებისთვის სწორი პოლიტიკის გატარების მანიშნებელი უნდა იყოს.   „2020-ის იანვარი ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე...

Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი

Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი
access_time2021-02-26 20:00:16
ათწლეულების მანძილზე ევროპის ავიაციაში 3 ურყევი ფაქტი იყო - პირველი - ბრიტანეთს ავიარეისების ყველაზე დიდი რაოდენობა აქვს, მეორე - ლონდონი სხვა ქალაქებთან ყველაზე უკეთესადაა დაკავშირებული, მესამე - აეროპორტი „ჰიტროუ“ პირველ ადგილზეა მგზავრთა რაოდენობით. პანდემიამ და მის წინააღმდეგ ბრძოლამ ეს ურყევი რეალობა რადიკალურად შეიცვალა - ამაზე საავიაციო ბიულეტენის The Anker Report-ის ექსპერტის რალფ ანკერის მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგები მეტყველებს. მან...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-26 21:00:20
 დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ...

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია "5 ელემენტი" გამოჩნდა

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია
access_time2021-02-26 19:00:23
ქართული ტურისტული ბაზრისთვის სრულიად განსხვავებული და უნიკალური ტურებით ახალი კომპანია „5 ელემენტი“ გამოჩნდა.როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო წიკლაურმა განაცხადა, კომპანიის ტურები იქნება ბევრი ელემენტის ერთობლიობა, როგორიცაა: ქვესტები, ფიზიკური თუ ინტელექტუალური აქტივობები, დრონით გადაღება, ვიდეო მონატაჟი. „გარდა ამისა, ტურებში აუცლებლად იქნებიან საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანები, რაც კიდევ უფრო სხვა ელფერს შესძენს ჩვენს ტურებს“, – დასძენს...

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-02-26 18:16:21
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დღეს გამართულ ტურიზმის კომიტეტის სხდომაზე ასოციაციის წევრებმა იმ აუცილებელ დამატებით ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტურისტული სეტორის დროულ აღდგენას შეუწყოფს ხელს. შეხვედრაზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდა, საუბარი შეეხო სახმელეთო საზღვრის ეტაპობრივი გახსნის საჭიროებას, რადგანაც ამ გზით ქვეყანაში ტურისტების შემოსვლის გარეშე დროულ...


მსგავსი სიახლეები

up