“პრობლემები აქტუალური გახდება მოკლევადიან პერიოდშივე“ - დღეიდან „ოქროს სიაში“ შემავალ 217 კომპანიას  30-დღიანი საგადასახადო შეღავათი გაუუქმდა

“პრობლემები აქტუალური გახდება მოკლევადიან პერიოდშივე“ - დღეიდან „ოქროს სიაში“ შემავალ 217 კომპანიას 30-დღიანი საგადასახადო შეღავათი გაუუქმდა

access_time2019-07-02 09:00:24

დღეიდან, ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილებით, ე.წ ოქროს სიაში მყოფი 217 კომპანია იმპორტის გადასახადებს 30 დღის ნაცვლად 5 დღეში გადაიხდის. ამას ხელისუფლება ბიზნესის თანაბარ პირობებში ჩაყენების არგუმენტით ხსნის. თუმცა, თვად ბიზნესი დიდი ხანია მთავრობის პირველი პირისგან ითხოვს არგუმენტებს - რატომ გახდა აუცილებები „ოქროს სიაში“ შემავალი კომპანიებისთვის შეღავათის გაუქმება. მეტიც, ისინი ამტკიცებენ, რომ ამ გზით პრობლემა ყველა სახის ბიზნეს ერთნაირად შეექმნება.



თავის დროზე,  10-მა ბიზნესგაერთიანებამ ახალი რეგულაცია გააკრიტიკა და ოფიციალური წერილით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესაც მიმართა, ისინი შეხვედრას ითხოვდნენ. მათი მტკიცებით, ბიზნეს სექტორის უმრავლესობისთვის ახალი ცვლილების შედეგად რთულდება სამეწარმეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება არასაკმარისი საბრუნავი საშუალებების გამო. ასევე ზარალდება მცირე და საშუალო ბიზნესიც.


თუმცა, 12 ივნისს გამოქვეყნებული ღია წერილისთვის პრემიერს არც უპასუხია და არც არავის შეხვედრია.


დღეს ახალი რეგულაციის ამოქმედებიდან პირველი დღეა. რა შედეგებს მოიტანს ცვლილებები, როგორ აისახება ის რეალურად ბინესსზე, ვინ დაზარალდება და ვინ იხეირებს - ამ კითხვებს პასუხი ალბათ უახლოეს მომავალში გაეცემა. როგორც კი პირველი შედეგები დაიდება, თუმცა მანამდე ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა საბახტარიშვილი „კომერსანტთან“ კიდევ ერთხელ განმარტავს ბაზარზე მოსალოდნელ პრობლემებს.


„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს თემა ღიად დარჩა და პრემიერს განცხადებაც კი არ გაუკეთებია ჩვენს მიმართვაზე, რადგან დღეიდან კომპანიებს ახალი რეგულაციით მოუწევთ მოქმედება.
ის პრობლემა, რაც ჩვენს მიმართვაშიც აღვნიშნეთ, განსაკუთრებით აქტუალური გახდება მოკლევადიან პერიოდში, რადგან კომპანიებს მოუწევთ თავიდან გადააწყონ როგორც ბიუჯეტი, ასევე ფინანსები. ეს უკანსკნელი კი ყველაზე დიდი პრობლემაა, რადგან კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს ერთ სისტემაზე, ასე მარტივად საუკეთესო პირობებს ვერ მიაღწევს და მოუწევს თავისი გაყიდვების სტრატეგიის შეცვლაც. ეს ნაწილი კი განსაკუთრებით სენსიტიურია სამშენებლო სექტორისთვის“.


სამშენებლო სექტორის მაგალითზე ანა საბახტარიშვილი დეტალურად ხსნის იმ დაბრკოლებებს, რომელიც ბიზნესს ეტაპობრივად შეხვდება. კერძოდ:


„მაგალითად, სამშენებლო მასალების მომხმარებლები არიან თავად კომპანიები ან დილერები. აქედან პირველის შემთხვევაში ძირითადად მუშაობენ შესრულებაზე, რაც ნიშნავს, რომ დამკვეთი შესრულების შედეგად ურიცხავს ანაზღაურებას და როგორც წესი, ავანსი არის საკმაოდ მცირე. თუნდაც სახელმწიფო პროექტებში და მასალების შესყიდვას სრულად ვერ ჰყოფნის. შესაბამისად როდესაც შესრულების პრინციპით მუშაობ, კონსიგნაცია არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, ხოლო როდესაც უკვე კომპანია, რომელიც „ოქროს სიაში“ არის, მაგრამ აღარ ვრცელდება მასზე შესაბამისი გამონაკლისები, ის ვეღარ ასრულებს კონსიგნაციას. მეორე ტიპის მომხმარებელი გვყავს — დილერები, ანუ მესამე სექტორი, რომლებიც გადაყიდვას ახორციელებენ. სწორედ მათთან გათანაბრება გახდა მიზეზი, რომ გადასახადების გადამხდელები თანაბარ პირობებში აღმოჩენილიყვნენ“.


როგორც ანა საბახტარიშვილი აცხადებს, იგივე სავაჭრო ძალაუფლება, რაც მსხვილ კომპანიას გააჩნია, ყველა შემთხვევაში იმგვარ ვითარებას შექმნის, რომ ისევ დილერებს გაუუარესდებათ პირობები მსხვილი კომპანიებისთვის თანხის გადახდის დროს. საბოლოო ჯამში ბიზნესი დაზარალდება.



„ჩვენი ძირითადი მოთხოვნაც ამას ეხება, რადგან ჯაჭვური რეაქციით იწვევს სხვადასხვა კომპანიის (როგორც სამშენებლო, ასევე დილერი კომპანიის) ინტერესების შელახვას მაშინ, როცა რეგულაციის შექმნის იდეა ეხება გათანაბრებას. კანონის კითხვისას, შეიძლება შეგექმნას შთაბეჭდილება, რომ თანაბარი პირობები იქმნება ამ ყველაფრით , თუმცა სავაჭრო პირობებიდან გამომდინარე, კომპანიები ბუნებრივია ნაწილ სახსრებს მიიღებენ ფინანსური ინსტიტუტებიდან, რაც თავად ამ „ოქროს სიაში“ შემავალი კომპანიებისთვის არის ძალიან რთული და ზედმეტი ხარჯი, ან მიადგებიან დებიტორებს, ანუ ვინც ყიდულობს მათგან პროდუქციას. ესე იგი, გათანაბრება არის ფორმალური,“ - განმარტავს საბახტარიშვილი.


ამ მოსალოდნელი პრობლემების შესახებ ბიზნესგაერთიანებებმა ინფორმაცია თავის დროზე გაავრცელეს, თუმცა როგორც უკვე გითხარით რეაგირება არც პრემიერისგან და არც თავად რეგულაციის ინიციატორისგან, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანისგან არ ყოფილა.


რატომ დუმს ხელისუფლება ?- ამას HUB Georgia ხნის. როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მთავრობის მხრიდან საკითხის უგულებელყოფა კორუფციის შესაძლო რისკები აიხსნება. კერძოდ:


„ჩვენს მიერ არაერთი სიუჟეტი და ანალიტიკა მომზადდა, თუ როგორ იძარცვებოდა სახელმწიფო ბიუჯეტი მთავრობასთან დაახლოებული გავლენიანი პიროვნებების მფარველობით. მამუკა ბახტაძე წლების მანძილზე მორჩილად ემსახურა კორუფციულ სქემებსა და ჩრდილოვანი მმართველების თამაშის წესებს, შესაბამისად, ის ბიზნეს გაერთიანებების აქტუალურ კითხვებს ვერ უპასუხებს, რადგან დაისჯება თავისი კურატორი ბატონების მიერ“.


ურუშაძის თქმით „ოქროს სიის“ საბიუჯეტო გადახდის შეღავათები მარტივი მიზეზების გამო გაუქმდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ თავად ბიზნესგაერთიანებები პრემიერისგან მოითხოვდნენ შემდეგ განმარტებებს:


• ამ გადაწყვეტილებების მიღების მიზეზები და არგუმენტაცია;
• რა ფისკალურ ეფექტს ელოდება სამინისტრო მათი ძალაში შესვლის შემდეგ;
• რითი იყო გამოწვეული ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე აღნიშნული გადაწყვეტილებების მყისიერად მიღება.


„HUB Georgia-ს მიერ მომზადებული არაერთი ჟურნალისტური გამოძიების ხილვის შემდგომ, რომელიც ეხებოდა ხელოვნურად შექმნილი დღგ-ის გამოყენებას და ამით სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვას, მოსალოდნელი იყო სახაზინო კრიზისის მიღება. რეალურად ფინანსთა სამინისტრომ ჩაიხედა ბიუჯეტში და აღმოაჩინა, რომ გეგმის შესრულების სერიოზული პრობლემა იდგა დღის წესრიგში. ამიტომ, საჯარო სამსახურის თანამშრომლები ხელფასის გარეშე რომ არ დარჩნენ, ხაზინა ვეღარ დაელოდებოდა ბიზნესს 30 დღეში საბიუჯეტო გადასახადების გადახდას და ამიტომაც აუცილებელი გახდა თანხების დროული ამოღება. შესაბამისად გაუქმდა „ოქროს სიაში“ მყოფი კომპანიებისთვის დაწესებული შეღავათები“,- ამბობს ურუშაძე.


მისივე თქმით, ზუსტად ამ მიზეზების გამო კომპანიებმა იმპორტის გადასახდელების გადახდა 30 დღის ნაცვლად 5 დღეში უნდა განახორციელონ. აღნიშნულს ხელოვნურად გაყვითლებული დეკლარაციაც დაემატა.


„კიდევ უფრო ახლოს, რომ ჩაიხედა ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ, ნახა, რომ 5 დღეც ბევრი იყო, რადგან აღარაფერი იყო დარჩენილი. შესაბამისად დაავალეს, საბაჟო სამსახურებს, რომ ნებისმიერი იმპორტის დეკლარაცია ხელოვნურად გაყვითლებულიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ იმპორტიორი წინასწარ არ გადაიხდის საბიუჯეტო გადასახადებს, იმპორტის ოპერაციას ვერ დაასრულებს. შესაბამისად, საოცნებო საბაჟო ოპერაციებით მრავალი ბიზნესი გააუბედურეს, რასაც ლარის რყევებს უმატებენ, რომ ბოლომდე ჩამოიშალოს კერძო სექტორი,“— განმარტავს ვასო ურუშაძე.


იმ 10 ბიზნესგაერთიანების ჩამონათვალი, რომლებმაც პრემიერთან შეხვერა და ცვლილების აუცილებლობისთვის არგუმენტები მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ, მათთვის პასუხიც არავის დაუბრუნებია:


• გადასახადის გადამხდელთა კავშირი
• დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია
• ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
• ქართულ მაღაზიათა ასოციაცია
• საერთაშორისო სავაჭრო პალატა
• საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
• ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი
• საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
• საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაცია
• საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.



სალომე ლემონჯავა






ქართული კულინარია ბერლინში

ქართული კულინარია ბერლინში
access_time2019-08-25 18:00:18
მას შემდეგ, რაც საერთშორისო მედიაში დაიწერა, რომ ღვინოს სამშობლო საქართველოა, ფრანკფურტში კი გერმანელი მკითხველი ქართულ ლიტერატურას გაეცნო, ბერლინში ქართული რესტორნების რიცხვი გაიზარდა. ქართული გასტრონომია ჯერ ისეთი პოპულარული არ არის, როგორც იტალიური, ჩინური, ვიეტნამური, მექსიკური... ასეთი კონკურენციის ფონზე, გურმანებისთვის ახალი რესტორნის და გემოების შეთავაზება თამამი გადაწყვეტილებაა. Knaackstraße-ზე და მის მიმდებარედ ათობით რესტორანი, კაფე და ბარია. რამდენიმე თვეა, მათ შორის არის...

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”
access_time2019-08-25 16:00:18
ტემპერატურის მატება საქართველოში მთელ რიგ პრობლემებს ქმნის, ეს იქნება ხანძრების გაჩენის რისკის ზრდა, თუ გლობალური დათბობა, რომელიც მყინვარწვერების დნობას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კატასტროფულ ვითარებას შექმნის.   სპეციალისტების ინფორმაციით, კატასტროფული დნობა 2050 წლისთვის იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „რეზონანსს" განუცხადა, პროცესი დაჩქარებულია,...

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი
access_time2019-08-25 10:00:23
თბილისის მერიამ მთაწმინდის რაიონში, კოჯორში მდებარე მიწის ნაკვეთზე ახალგაზრდული სოფლის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის შესაძენად ტენდერი მეორედ გამოაცხადა.   როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, შესყიდვის ღირებულება 220 338 ლარია. თანხას მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2019-2020 წლების თბილისის ბიუჯეტიდან გადაუხდის.   დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენა მიმდინარე წლის 18-დან 23 სექტემბრის ჩათვლით...

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს
access_time2019-08-25 14:00:59
პირველი სექტემბერიდან მთავრობა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროგრამის განხორციელებას იწყებს – ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.   სამინისტროს ცნობით, პროგრამას სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.   „სააგენტო მოახდენს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო...

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც amazon-ში იმუშავებს

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც amazon-ში იმუშავებს
access_time2019-08-25 12:00:23
თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამთავრებული 25 წლის საბა გოგოლიძე ოქტომბრიდან კარიერას ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში „ამაზონში“ გააგრძელებს.   საბა გოგოლიძეს მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სკო­ლა აქვს დამთავრებული და ამჟამად ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში პროგრამისტად მუშაობს.   როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, „ამაზონის“ გუნდს მინიმუმ ერთი წლით შეუერთდება და მუშაობას ლუქსემბურგის ოფისში 14 ოქტომბრიდან...


მსგავსი სიახლეები

up