„მთავრობა დღეიდან მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველი იმ ადამიანისთვის რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და მისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სამშენებლო სექტორზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამშენებლო სექტორს ახალმა კორონავირუსმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა.
„სერიოზული ზარალს კიდევ ერთი სექტორი მიიღებს, ეს არის დეველოპმენტი და მშენებლობა, ჩვენი უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა დეველოპერებისთვის და მშენებლობისთვის. ეს არი არის მხოლოდ და მხოლოდ კომპანიების დახმარება ეს არის იმ ჩვენი მოქალაქეების დახმარება, რომელსაც გადაწყვეტილი აქვთ ბინა შეიძინონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ ან უკვე ამ პროცესში არიან შესულები და პირველადი შენატანი აქვთ გადახდილი, ან უკვე მათ დაიწყეს სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა სამშენებლო ეტაპზეა.
სამშენებლო სექტორის სუბსიდირება, მათი მხარდაჭერა აუცილებელია, რომ არ მივიღოთ ისეთი შედეგი, რომელიც გვქონდა 2008 წლის კრიზისის შემდგომ, დღემდეა ქალაქში შემორჩენილი ჩონჩხებად დარჩენილი კონსტრუქციები. რამდენი ვიბრძოლეთ მდგომარეობის შესაცვლელად, ბიზნესს დღგ-ს შეღავათი გავუკეთეთ, თბილისის მერიამ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღო , რათა უბინაოდ დარჩენილი, გადაგდებული ადამიანების პრობლემა საბოლოოდ მოეგვარებინა. ასეთი რისკი რომ არ შეიქმნას ამიტომ კეთდება ეს“, - განაცხადა გახარიამ.
ბაჩო ადამია