დღეიდან მოქალაქეები ათონელის რეზიდენციის დათვალიერებას შეძლებენ

დღეიდან მოქალაქეები ათონელის რეზიდენციის დათვალიერებას შეძლებენ

access_time2019-12-16 13:57:40

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეიდან, ათონელის რეზიდენცია დამთვალიერებლებისთვის გაიხსნება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფრენეციაზე განაცხადა.


მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტის სასახლე ღიაა დიასპორისთვის "რომ იგრძნონ, რომ ეს სასახლე და პრეზიდენტი არის მათი".


თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლის მოსაწყობად, სადაც ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სულ 2 800 000 ლარი გამოიყო, 1 999 558 ლარი ანტიკვარულ ავეჯზე გაიხარჯა.



ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობის ხარჯებზე კვლევა გამოაქვეყნა. IDFI-ის ინფორმაციით, პრეზიდენტის რეზიდენციის მოწყობისთვის 2 174 783 ლარი დაიხარჯა.


9 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ანტიკვარული ავეჯის შეძენის მიზეზი განმარტა. მანამდე ტელეკომპანია "მთავარმა" გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციის მოწყობა ფრანგული ანტიკვარიატით მოითხოვა, სპეციალური ჯგუფი კი წინა საუკუნეებში დამზადებულ ავეჯს მთელი თბილისის მასშტაბით, მათ შორის ოჯახებში ეძებდა. ეს ყველაფერი სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონ ორასი ათასი ლარი დაუჯდა.


imedinews.ge





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება
access_time2020-07-08 20:00:35
ევროპამ კორონავირუსის პანდემია დაძლია, კარანტინი მოხსნა და საზღვრების გახსნისთვის ემზადება.მიზანია ნორმალური ცხოვრების აღდგენა და გაჩერებული ეკონომიკის ამოქმედება. ჩამოშლის სტადია შეჩერებულია, ეკონომიკური აქტიურობა აღდგენას იწყებს, თუმცა ეკონომისტები ფულის თვლას იწყებენ იმაზე, თუ ასწლეულის უმსხვილესი კრიზისიდან გამოსვლისთვის  რა თანხები იქნება საჭირო. ოპტიმისტები  რამდენიმე მიზეზის გამო უმცირესობაში...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...


მსგავსი სიახლეები

up