დღეიდან ,,მაგნიტის’’ მომხმარებლებს მარტოხელა მოხუცების დახმარების პროგრამაში  მონაწილეობის მიღება შეუძლიათ

დღეიდან ,,მაგნიტის’’ მომხმარებლებს მარტოხელა მოხუცების დახმარების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ

access_time2020-04-07 13:37:16

,,მაგნიტში’’ საქველმოქმედო აქცია დაიწყო, რომლის მიხედვით, მომხმარებელი, სურვილის შემთხვევაში, განსაზღვრულ პროდუქტს შეიძენს და სპეციალურად გამოყოფილ კალათში მოათავსებს. პროექტი ,,მაგნიტის’’, ადგილობრივი გამგეობების და ,,წითელი ჯვრის საზოგადოების’’ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.


აღნიშნულ ორგანიზაციას, ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილი აქვს პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საშუალებები.


სუპერმარკეტების ქსელ ,,მაგნიტში’’ მისულ მომხმარებლებს კონკრეტულ სექციებზე ნიშნულები დახვდებათ, რომლის მიხედვითაც ხანდაზმულთათვის გადასაცემ პროდუქტს შეარჩევენ. სურვილის შემთხვევაში, მათ შეეძლებათ პროდუქცია შეიძინონ და სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში მოათავსონ. აღნიშნულ პროდუქტებს ,,წითელი ჯვრის’’ მოხალისეები დააფასოებენ და რაიონული გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, ხანდაზმულებს დაურიგებენ.


საქველმოქმედო პროექტში, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების ფილიალების უმეტესობაა ჩართული. მაღაზიების ჩამონათვლი მომხმარებელს კომპანიის ფეისბუქ გვერდზე შეუძლია იხილოს.



,,არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვცდილობთ მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ მათ, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. ,,მაგნიტში’’ საყიდლებზე მოსვლისას, რიგით მოქალაქეებს დამატებით სხვადასხვა პროდუქტების ყიდვა შეუძლიათ იმ პირებისთვის, ვინც ხანდაზმულები არიან და სახლიდან გამოსვლა არ შეუძლიათ. მაქსიმალურად ვცდილობთ, თანადგომა გამოვუცხადოთ მომხმარებლებს და მიმდინარე პროცესებში ჩართულ ყველა უწყებას, შესაბამისად ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ვახორციელებთ’’ - აცხადებს სუპერმარკეტების ქსელ ,,მაგნიტის’’ გენერალური დირექტორის მოადგილე ია ნადირაშვილი.


,,მაგნიტმა’’ ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, არაერთი ღონისძიება გაატარა. მათ შორის, კომპანიამ „Stopcov ფონდში“ 50 000 ლარი ჩარიცხა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული. სურსათითა და პირველადი მოხმერების საყოფაცხოვრებო ნივთებით მოამარაგა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა და ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი, სადაც ჯამში 100-მდე პაციენტი გადის დაკვირვებას და მკურნალობას.


აღსანიშანავია, რომ „მაგნიტში’’ ყველაზე მოთხოვნადი დაფასოებული პროდუქტები: მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი, ფქვილი ფასნამატის გარეშე იყიდება.


ასევე, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში (21 მარტიდან 21 აპრილამდე), „მაგნიტის“ ფილიალებში მომუშავე ყველა თანამშრომელი, 20%-ით გაზრდილ ხელფასს მიიღებს, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში კი მათ სამსახურში ტრანსპორტირებას კომპანია უფასოდ უზრუნველყოფს.


(NS)



თეგები:
„მაგნიტი“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up