ელექტროენერგიის მომხმარებლებს კომუნალური გადასახადის გადახდის წესი შეეცვლებათ. სწრაფი გადახდისა და ინტერნეტ-ბანკინგის შესაბამის ველებში ელექტროენერგიის მიმწოდებელი ახალი კომპანიები აისახება.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” მომხმარებლები გადასახადის გადახდას “ეპ ჯორჯია მიწოდებას” ანგარიშზე შეძლებენ, ხოლო “თელასის” მომხმარებლებმა ელექტროენერგიის საფასური “თელმიკოს” ანგარიშზე უნდა გადაიხადონ.
აბონენტის ნომრებში ცვლილება არ შესულა. მომხმარებლები იგივე საიდენტიფიკაციო ნომრით ისარგებლებენ.
energynews.ge