საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ „რაც ნანახი აქვს ამ ქვეყანას, აღარ უნდა ნახოს“.
„ძალიან სწორი იქნება, თუ იქნება ისეთი კოალიცია, სადაც განსხვავებული აზრიც იქნება, აზრთა, იდეების ჭიდილი. მგონია, „ოცნება“ პოლიტიკურ ველს არ დატოვებს და არ „გაქრება“. არც უნდა გაქრეს: „ოცნებამ“ ამ წლების განმავლობაში ბევრი დადებითი გააკეთა. მიკვირს იმ პოლიტიკოსების, მათ შორის ახალი სახეების, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყანამ რვა წელი დაკარგა. როგორც ცხრა წელი „გადავაგდოთ“ – არაა სწორი, ისე არაა სწორი ამ რვა წლის „გადაგდება“. ყველას აქვს თავისი მიღწევები, სუსტი მახრეები. დგება მომენტი, როდესაც მუნიმუმ, ამ ქვეყანაში რაღაც უნდა შეიცვალოს. რაც უკვე ნანახი აქვს ამ ქვეყანას, აღარ უნდა ნახოს“,– განუცხადა „ტვ პირველს“ გიორგი კვირიკაშვილმა.
წყარო: accentnews.ge