სოციალური დისტანცია ვარჯიშის დროს, დეზობარიერები და შემცირებული ვარჯიშები - როგორ აპირებენ ფიტნეს-ცენტრები საქმიანობის გაგრძელებას

სოციალური დისტანცია ვარჯიშის დროს, დეზობარიერები და შემცირებული ვარჯიშები - როგორ აპირებენ ფიტნეს-ცენტრები საქმიანობის გაგრძელებას

access_time2020-05-18 10:45:17

„ნიღბების გამოყენების აუცილებლობა შეიძლება რთული აღმოჩნდეს ფიტნეს კლუბებისთვის, პერსონალი შედარებით მარტივად დაიცავს ამ რეგულაციას, თუ ეს დაწესდება, თუმცა, კლიენტებისთვის ეს იქნება პრობლემური, რადგანაც ამან შეიძლება ვარჯიშის დროს ჯანმრთელობის პრობლემა გამოიწვიოს“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „ოქტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორმა გიორგი ასათიანმა განუცხადა.


როგორც ცნობილია, პანდემიის გამო ფიტნეს დარბაზებს და ცენტრებს წლის ყველაზე აქტიურ, გაზაფხულის სეზონზე შემოსავლების მიღების ყველა საშუალება შეუწყდათ. ზაფხულისთვის მოსამზადებელი პერიოდი ამ ბიზნესისთვის მთავარი ხერხემალი იყო, რის გამოც რიგი კომპანიები კადრების რესტრუქტურიზაციას და ხარჯების შემცირებას ცდილობენ. ამასთან, აღნიშნავენ, რომ მომხმარებლების მხრიდან დაინტერესება დიდია და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციამ შეიძლება იმდენად დიდი აქტიურობა გამოიწვიოს, რომ გახსნიდან მალევე სექტორმა ფეხზე დადგომა შეძლოს.


„ოქტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი განმარტავს, რომ ყველა ფილიალში უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის სპეციალური პროტოკოლი უკვე მზადდება, ისეთები როგორებიცაა მონიშნული ადგილები იატაკებზე და კარადებზე,  6-8 კვ-მ სივრცეში ერთი ადამიანის ვარჯიში იქნება დაშვებული, ხოლო მიმღების ნაცვლად გამოიყენება სპეციალური აპლიკაცია და ვებგვერდი, შესაბამისი პროცედურების გასავლელად.


„ჩვენი ფილიალები დავხურეთ მანამ, სანამ რეგულაციები გამოცხადდებოდა, დაახლოებით 3 თვის წინ. ეს პერიოდი გამოვიყენეეთ იმისთვის, რომ შეგვემუშავებინა სტრატეგიები და პროტოკოლები, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ თანაცხოვრება და მუშაობა ვირუსთან ერთად. ამაში უცხოური გამოცდილება დაგვეხმარა. პროტოკოლების მთავარი ნაწილი ეხება დასუფთავებასა და სადეზინფექციო სამუშაოებს - გაწერილია რამდენჯერ უნდა ჩატარდეს ეს სამუშაოები და როგორ.  ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს სამუშაო საათებზე და ვარჯიშების გრაფიკზეც. რაც შეეხება ხალხის სიმჭიდროვეს, გერმანიაში სტანდარტად დაადგინეს, რომ 6-დან 8 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის მიღება შეიძლება.  ჩვენ გაგვიმართლა, რომ ყველა ფილიალი საკმაოდ დიდი მოცულობისაა, 1500-დან 2000 კვადრატულ მეტრამდე. იქნება გაკეთებული მანიშნებლები იატაკებზე, კარადებზე რაც აჩვენებს, თუ რომელი ადგილები იქნება განკუთვნილი კლიენტებისთვის, რომ მათაც გაუმარტივდეთ სოციალური დისტანციიის დაცვა. ჩვენ შემუშავებული გვაქვს აპლიკაცია, რომლის მიხედვითაც კლიენტებს შეუძლიათ წინასწარ დაჯავშნონ სერვისები, მიმღებში მისვლის გარეშე, რაც გაამარტივებს პროცედურებს. გამოიყენება სპეციალური სამაჯურები დარბაზში შესასვლელად. აპლიკაცია დავნერგეთ დაახლოებით ნახევარი წლის წინ და გამოიყენება ჯგუფურ ვარჯიშებზე ჩასაწერად, ასევე მომხმარებელს შეუძლია კონტრაქტების კონტროლი. ამას გარდა, ვაკეთებთ ვებგვერდის პლატფორმას, სადაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ფულადი ტრანზაქციის განხორციელება“, - აღნიშნავს გიორგი ასათიანი.


ფიტნეს ცენტრმა რამდენიმე თვის წინ ახალი ფილიალის გახსნა დააანონსა, მასზე დახარჯული კოლოსალური თანხები კი გეგმის მიხედვით გაზაფხულის აქტიური სეზონით უნდა მიეღო, თუმცა განვითარებული მოვლენების გამო როგორც გიორგი ასათიანი აღნიშნავს, ამ ეტაპზე მძიმე ფინანსური სურათია.


„ფინანსურად, როგორც ყველა ბიზნესს, ჩვენც დიდი გამოწვევები გვქონდა. ახალი ფილიალის გახსნაზე დიდი თანხები იყო გაღებული. გაზაფხული ფიტნეს კლუბებისთვის ფინანსური ხერხემალია, რითაც დანარჩენი სეზონები უნდა გადააგოროს. თუმცა, ამ პერიოდში  სამწუხაროდ მძიმე ფინანსური სიტუაციაა. ჩვენ დაკეტვის შემდეგ პირველივე თვის ხელფასები სრულად გავეცით, შემდგომში კი ნაწილი თანამშრომლები სამწუხაროდ უხელფასო შვებულებაში გავუშვით. ადმინისტრაციულ თანამშრომლებს კი ხელფასზე მოდიფიკაცია გაუკეთდათ.


კლუბები მსოფლიოს მასშტაბით, სამწუხაროდ გაკოტრების პირასაა. თუმცა, ყველანაირი კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი ისეთი მნიშვნელოვანი გახდა, როგორც არასდროს, ამიტომ იმედიანად ვუყურებთ მომავალს. მაგრამ ამაში კლუბებმა მოსახლეობას ხელი უნდა შეუწყონ“,- განმარტავს გიორგი ასათიანი.  

 

„სნეპ ფიტნესში“ იმედს გამოთქვამენ, რომ მთავრობის მხრიდან ფიტნეს კლუბებისთვის ოპერირების დაშვება ისევე მალე მოხდება, როგორც ეს სილამაზის სალონების შემთხვევაში იყო. როგორც ქსელის დირექტორი სოფო სონღულაშვილი განმარტავს, ხალხი დიდი ინტერესით ელოდება კლუბების გახსნას და მომხმარებლების აქტივობა მათ ბიზნესს კრიზისული პერიოდის გადალახვაში დაეხმარება.


„როგორც სალონების გახსნა გადმოწიეს ერთი თვით, ასევე თუ დააჩქარებენ ფიტნეს კლუბების გახსნას კარგი იქნება. რაც შეეხება რეგულაციებს - დეზობარიერი ჩვენთანაც იქნება, თუმცა არ ვიცით მოგვთხოვენ თუ არა უფრო მეტად გამკაცრებას, ალბათ კლიენტების რაღაც რაოდენობამდე აკრძალვას დაგვიწესებენ. საბედნიეროდ, ჩვენი დარბაზები დიდია, ჭერიც მაღალია და  ვენტილაციის სისტემა ძალიან კარგია. ერთდროულად დიდი რაოდენობის მომხმარებლის დაშვება არ იქნება სავარაუდოდ. მსოფლიოს მასშტაბით, ზოგან ბილიკებს შორის გამჭვირვალე კედლები აქვთ აღმართული, ჩვენ ჯერ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ხალხი დიდი ინეტრესით ელოდება კლუბების გახსნას და მგონია რომ მომხმარებელი ბევრი გვეყოლება. დასაწყისისთვის ყველა ფილიალის გახსნას ვერ შევძლებთ, თუმცა ეტაპობრივად ოთხივე ფიტნეს დარბაზი ამუშავდება“,- აღნიშნავს სოფო სონღულაშვილი.


„ჯიენპი ფიტნეს კლუბში“ კონკრეტული სისტემა ჯერჯერობით არ არის შემუშავებული, დარბაზი სახელმწიფოსგან შესაბამისი რეგულაციების დაწესების მოლოდინშია.


„დავემორჩილებით ყველანაირ რეკომენდაციას, რაც დაწესდება ჩვენი მუშაობის პროცესისთვის. მართალია ძალიან რთული იქნება, თუმცა მგონია, რომ ეტაპობრივად ყველაფერი მოიხსნება და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით.  ფაქტობრივად, ყველაზე კარგი სეზონი გამოვტოვეთ, თუმცა ამის გამო თანამშრომლების შემცირება არ იგეგმება და იმედი გვაქვს რომ არ დაგვჭირდება“, - აცხადებენ „ჯიენპი ფიტნეს ცენტრის“ ადმინისტრაციაში.


მარიამ მორგოშია





„თიბისი“ ჯგუფი ლარის მკვეთრ გაუფასურებას არ ელის“ - ოთარ ნადარაია

„თიბისი“ ჯგუფი ლარის მკვეთრ გაუფასურებას არ ელის“ - ოთარ ნადარაია
access_time2020-06-04 14:00:30
„ლარის მკვეთრ გაუფასურებას თიბისი ჯგუფი აღარ ელის, რადგან შემოდინებებში რა დანაკარგიც არის საკმარისად კომპენსირდება საგარეო დაფინანსებით, რომელიც საქართველომ მოიძია“, - ამის შესახებ თიბისი ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ მედიასთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა. რაც შეეხება დოლარს, ნადარაიას ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრებზე ის ძალიან გამყარებულია, შესაბამისად, არ ვარაუდობს, რომ მოსალოდნელია დოლარის შემდგომი მატერიალური...

Bloomberg-ის სისტემაში ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება

Bloomberg-ის სისტემაში ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება
access_time2020-06-04 12:45:38
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.0175-ით დაიწყო, 12:40 საათისთვის 1 დოლარი 3.9850-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0416 ლარი შეადგინა.

დღეს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემას დაამტკიცებს

დღეს მთავრობა საკრედიტო-საგარანტიო სქემას დაამტკიცებს
access_time2020-06-04 11:26:59
იმ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი, არსებულ პროექტებში, მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30 პროცენტის გარანტიით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და მათთვის ლიკვიდობის შენარჩუნების ყველაზე ეფექტური და სწრაფი...

ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება

ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება
access_time2020-06-04 09:25:22
ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ამ ერთერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანიისგან ფინკა ბანკმა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო. “ფინკა ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო კომპანია სიმბიოტიკსთან თანამშრომლობა. დღეს ხელმოწერილი 15 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული აქტივობები დაგვეხმარება გავაგრძელოთ ჩვენი მომხმარებლების მომსახურება, განსაკუთრებით კი...

BAG სამშენებლო სექტორში ახალ რეგულაციებზე მუშაობას იწყებს

BAG სამშენებლო სექტორში ახალ რეგულაციებზე მუშაობას იწყებს
access_time2020-06-04 10:10:02
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის სხდომა დისტანციურ რეჟიმში გამართა. შეხვედრაში ასოციაციის ის წევრი კომპანიები მონაწილეობდნენ, რომლებიც სამშენებლო სექტორსა და უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებენ. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრის მონაწილეები შეეხნენ იმ პრობლემატიკას, რომელიც მშენებლებსა და დეველოპერებს ბოლო წლებია აწუხებთ და რომელთა გადაწყვეტაც პოზიტიურად აისახება სექტორის განვითარებაზე მაშინ, როცა პანდემიის...


მსგავსი სიახლეები

up