დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებოწყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთანამშრომლებმა საჩხერის სამედიცინო ცენტრშისისხლის უანგარო დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
კლინიკებს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ყოველდღიურად ესაჭიროებათ სხვადასხვა ჯგუფის სისხლი. საჩხერის სამედიცინო ცენტრში სისხლის ბანკი გასულ წელს გაიხსნა, მარაგების შევსების საუკეთესო გზას კი, სწორედ მოხალისეობრივი დონაცია წარმოადგენს.
„სისხლის უანგარო დონაციით ჩვენ, პირველ რიგში, დავეხმარებით სხვადასხვა მძიმე დაავადების მქონე პირებს. ჩვენი სააგენტოს თანამშრომლები სისტემატიურად იღებენ მსგავს აქციებში მონაწილეობას“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა.