დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, თბილისში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 300 ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. — ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.
მათივე განცხადებით საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა.
მენაშენეების საკონკურსო წინადადების მიღება 4 დეკემბერს დაიწყო და 14 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა წინადადებები დევნილთა სააგენტოში (თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა) უნდა წარადგინონ.