დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თბილისსა და ქუთაისში ბინებს შეისყიდის.
საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელი კომისიის შუალედურ სხდომაზე მენაშენეების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებები განიხილეს.
მიმდინარე წელს, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით, დევნილთა სააგენტოს ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი გამოიყო. კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. მენაშენეების საკონკურსო წინადადების მიღება 13 ივლისის ჩათვლით გრძელდება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სამშენებლო კომპანიებმა წინადადებები დევნილთა სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში უნდა წარადგინონ: