დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილთან ერთად, ხურვალეთის, შავშვების, კარალეთისა და ვერხვების დასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები ადგილზე მოინახულა და მათი პრობლემები მოისმინა.
ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს დასაქმების მიმართულებით სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სააგენტო ზრუნავს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს პროფესიული განათლების, თვითდასაქმების და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესაძლებლობა ჰქონდეთ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.