დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ვანში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„სააგენტოს დირექტორის განცხადებით, უკვე დაწყებულია სამუშაოები და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, დასახლებაში არსებული წყლისა და საკანალიზაციო სისტემის პრობლემები გადაიჭრება.
ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ პირებს იმ პროგრამების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც სააგენტო მათი დასაქმებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.