დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის დირექტორს ფრედერიკე როჩოვანსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„გერმანულმა მხარემ დევნილთა სააგენტოს ავტომანქანა და სადეზინფექციო სამუშაოებისთვის საჭირო მოწყობილობა გადასცა.
დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას, წლების განმავლობაში, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გაწეული დახმარებისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.