დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება გრძელდება

დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება გრძელდება

access_time2021-01-21 11:30:00

დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 29 იანვრის ჩათვლით გრძელდება. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.



„დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს.



საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ.



დევნილები და ეკომიგრანტები, 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე შეარჩევენ. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში 50 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება.



განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს:
თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;
გორი სამების ქუჩა N1;
რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;
ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;
ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.
განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც – info@idp.gov.ge.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე: https://idp.gov.ge/statement-30/“  – ნათქვამია ინფორმაციაში.






დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-04 21:30:17
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. გაზრდილი ფასები და შემცირებული მომხმარებელი - ბათუმის რესტორნებს მოგებაზე გასვლა აგვისტომდე შეუძლებლად მიაჩნიათ   ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა, კვების ობიექტებს...

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა
access_time2021-03-04 21:00:45
„ტრანსფერმარკტმა“ ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ფასები განაახლა და ცნობილი გახდა, რომ გერმანული ინტერნეტ-პორტალის შეფასებით, მთავარი ქართული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული კლუბი ბათუმის „დინამოა“. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მოთამაშეების ჯამური ფასი 5,1 მილიონი ევროა. ყველაზე ნაკლები ჯამური ღირებულება კი „სამტრედიას“ აქვს. ბათუმის დინამო ასევე ლიდერობს მოთამაშეთა...

Huffington Post: რამდენად ეფექტურია სანქციები რუსეთის წინაამღდეგ?

Huffington Post: რამდენად ეფექტურია სანქციები რუსეთის წინაამღდეგ?
access_time2021-03-04 19:00:00
22 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები მიიღეს, ხოლო მარტში ევროგაერთიანების სამიტზე მოსკოვთან ურთიერთობების საკითხის განხილვა იგეგმება.   კრემლის მიმართ სტრატეგიის გამომუშავების პროცესში აუცილებელია შეკითხვის დასმა - რამდენად ეფექტურია ევროპის ანტირუსული სანქციები?   2014 წელს აშშ-მ და ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო მოსკოვის წინაამღდეგ საკმაოდ მკაცრი ზომები მიიღო,...

რა მოელის წვეულებების კულტურას?

რა მოელის წვეულებების კულტურას?
access_time2021-03-04 20:00:14
„წვეულებებს ბოლო მოეღო“ - განაცხადა საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის პრეფექტმა პიერ პუესელმა პანდემიის გამო კომენდანტის საათის შემოღების დროს.   არის თუ არა ეს სიმართლე? რამდენად შეცვალა პანდემიამ ევროპის ღამის ცხოვრება?   ვითარების თუნდაც მოკლე და ზედაპირული ანალიზი ამ სიტყვებს ადასტურებს. კლუბები და ბარები დაკეტილია, მათი გახსნის ვადა კი გაურკვეველი რჩება. საფრანგეთის დასასვენებელი ადგილების და ღამის კლუბების ასოციაციის ცნობით, ქვეყანაში 430 ღამის კლუბი...

აფბა - ესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით რეალურ სურათს არ ასახავს

აფბა -  ესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით რეალურ სურათს არ ასახავს
access_time2021-03-04 17:30:18
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“ -  აფბა მიაჩნიათ, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორის (ესკო) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით, ვერ ასახავს რეალურ სურათს და იგი ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამის თაობაზე აფბას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. ახალგაზრდა ფინანსისტებს მაგალითად მოჰყავთ თებერვლის თვე, როდესაც ესკოს მონაცემებით...


მსგავსი სიახლეები

up