გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დევნილებს მცირე და საშუალო ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად გრანტები გადაეცემათ. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმოების, გადამუშავებისა და მომსახურების სექტორში 100 დევნილი დაფინანსდება. თითოეული გრანტის ოდენობა 2000 ევროს შეადგენს. განაცხადების მიღება 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.
საგრანტო კონკურსს ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. განაცხადის ფორმის შევსება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:
• თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი N37დ;
• ზუგდიდი, 8 მარტის ქუჩა N1.
განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელი ელექტრონული ფოსტის მისამართზე - geo-drc@drc.ngo“ – ნათქვამია ინფორმაციაში.