დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

access_time2021-03-04 17:50:00

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.



„პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის ზრდა წარმოადგენს.



საგრანტო პროგრამა დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობა იმერეთისა და გურიის რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ. ჯამში, 15 პროექტი დაფინანსდება და გრანტის ოდენობა 13 000 ლარზე მეტს შეადგენს. პროგრამა ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობას ითვალისწინებს, რაც 600 ლარის ღირებულების ნივთების შეძენას გულისხმობს.



პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 4 მარტიდან დაიწყო და 26 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.




განაცხადები მიიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში, ასევე ოზურგეთისა და ლანჩხუთის მერიებში:



• ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
• ქ. გორი, სამების ქუჩა N1;
• ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;
• ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზ. N27;
• ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.
• ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ.N1;
• ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ.N37.



განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც – info@idp.gov.ge.“ – ნათქვამია ინფორმაციაში






თეგები:
პროგრამა



NATO, აშშ, ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ შავი ზღვის ნაწილების 6 თვით ჩაკეტვის გეგმებს

NATO, აშშ, ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ შავი ზღვის ნაწილების 6 თვით ჩაკეტვის გეგმებს
access_time2021-04-17 12:04:09
16 აპრილს NATO— ში განაცხადეს, რომ რუსეთის გეგმები ექვსი თვით შავი ზღვის ნაწილებში საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ სამხედრო მანევრების ჩატარების ფონზე "გაუმართლებელი და დესტაბილიზაციის გამომწვევი იქნება". NAთO-მ რუსეთს მოსთხოვა, რომ უკრაინას თავისუფალი ნავიგაციის უფლება არ შუზღუდოს.რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მოსკოვი 24 აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით უცხოური სამხედრო გემებისთვის და სხვა გემებისთვის შავი ზღვის ნაწილების ჩაკეტვას...

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...


მსგავსი სიახლეები

up