დევიდ ლინჩს საქართველოში თავისი სახელობის კინოაკადემიის შექმნა სურს

დევიდ ლინჩს საქართველოში თავისი სახელობის კინოაკადემიის შექმნა სურს

access_time2019-07-28 20:00:13


დევიდ ლინჩს საქართველოში მისი სახელობის კინოაკადემიის შექმნა სურს  ამის შესახებ სააგენტო BPI-ს  ფილმის აღმასრულებელმა პროდიუსერმა, ბიზნესმენმა ივანე ბაქრაძემ განუხცადა. 


ქართულ-ამერიკული ფილმის „სხვა მე“, რომლის რეჟისორიც გიგა აგლაძეა და რომლის გადაღებები საქართველოში მიმდინარეობდა,  უკვე დასრულადა.


სააგენტო BPI  ფილმის აღმასრულებელ პროდიუსერთან ბიზნესმენ ივანე ბაქრაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც ცნობილ ამერიკელ რეჟისორთან, სცენარისტთან და მუსიკოსთან დევიდ ლინჩთან ერთობლივად მუშაობს ფილმზე. 

 

 ივანე ბაქრაძე ფილმის აღმასრულებელ პროდიუსეთან ერთად  წარმატებული ნავთობ-ტრეიდერია 30-წლიანი გამოცდილებით. ბელიზში მისი დაფუძნებულია ტრანსნაციონალური ნავთობიმპორტიორი კომპანია “ფრიონა კომერსი, რომელიც ნავთობ პროდუქტებით ძირითადად თურქმენეთის, ყაზახეთის და აზერბაიჯანის მიმართულებით ვაჭრობს.



ივანე ბაქრაძის ბიზნეს პორტფოლიო შედგება, როგორც ნავთობთან დაკავშირებული ოპერაციებისგან (ტრეიდი, გადაზიდვა, გადამუშავება), ასევე სამშენებლო, საერთაშორისო ვაჭრობის, ენერგეტიკის და კონოინდუსტრიის სეგმენტებისგან. ივანე ბაქრაძემ 2017 წელს დააფუძნა „დევიდ ლინჩის ფონდი კავკასიაში“.


– ბატონო ივანე, საქართველოში უკვე დასრულდა გიგა აგლაძის ფილმის „სხვა მე“ გადაღება. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი თქვენ და დევიდ ლინჩი ხართ.რა ეტაპზე ხართ ახლა?

 

– ფილმის გადაღება დავასრულეთ. ჩვენთან ერთად ფილმის პროდიუსერია ოსკაროსანიჯოანა პლაფსკი. საქართველოში იმყოფებოდნენ ჰოლივუდის ისეთი კაშკაშა ვარსკვლავები, როგორებიცაა ჯიმ სტარჯესი, ანდრეა პეჟიკი, ჯორდი მოლა, რონა მიტრა, როჯერ ეშტონ გრიფიტი და მაიკლ სოკა,ანტონია კემბელი, ორლა ბრედი. ფილმი კანის ფესტივალზე უკვე დაანონსდა და ეს ისეთ გამოცემებში გაშუქდა, როგორებიცაა Hollywood Reporter და Screenday. ფილმის შემდგომ საერთაშორისო პრომოუშენსა და დისტრიბუციას საკუთარ თავზე ამერიკული კომპანია CMG იღებს. ფილმი ახლა დასამონტაჟებლად ამერიკაში მიგვაქვს. ბატონი დევიდ ლინჩის სურვილია, რომ აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში. სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს ფილმი დასრულებული იქნება და დიდი ალბათობით, მას მაყურებელი ბერლინის კინოფესტივალით გაიცნობს.


– როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, დევიდ ლინჩი დაინტერესებულია საქართველოში თავისი სახელობის კონოაკადეემიის შექმნით.

 

– 2 წლის წინათ, დევიდ ლინჩის საქართველოში ვიზიტის დროს, ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ეს საკითხი. საქართველო უდიდესი კინოტრადიციების ქვეყანაა. ეს კარგად დაინახა დევიდ ლინჩმა და შევქმენით „დევიდ ლინჩის ფონდი კავკასიაში“ ასეთი პროექტების განხორციელების მიზნით. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობაც აცნობიერებს ასეთი კონოაკადემიის შექმნის მნიშვნელობას. დამეთანხმებით ალბათ, როცა ქვეყანაში ჰოლივუდის ამდენი ვარსკვლავი ჩამოდის და დევიდ ლინჩი პირადად არის ჩართული აქ დიდი პროექტების განხორციელებაში, ეს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო პრომოუშენი და სტაბილურობის გარანტიაა.


BPI.GE





სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში
access_time2019-08-16 20:30:06
მოგესლამებით. მინდა გაუწყოთ რომ 17 ივლისს JDinvesment ის პორტფელს დაემატა კიდევ ერთი, ჩვენი აზრით, პერსპექტიული კომპანია. ეს კომპანია არის ტექნოლოგიური კომპანია და ქმნის პროდუქტს რომელიც, დღევანდელ ინტერნეტ სივრცეში დიდ საჭიროებას წარმოადგენს. ამაში ადვილად დავრწმუნდებით ცოტა ხანში, როდესაც ამ კომპანიის ფუნდამენტალური ანალიზით დავკავდებით. შევეცდები მაქსიმალურად იოლად ავხსნა კომპანიის ბიზნესმოდელი და მისი ფინანსური მაჩვენებლები. ასე დაგანახოთ საინვესტიციო უპირატესობები. გვეწვიეთ საიტზე...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შვიდი ავტომობილის ექსპლუატაციაზე 89,924.53 ლარი დაიხარჯა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შვიდი ავტომობილის ექსპლუატაციაზე 89,924.53 ლარი დაიხარჯა
access_time2019-08-16 19:30:37
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების მიერ სამსახურებრივი სარგებლობის ავტომანქანების ექსპლუატაციის პროცესში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა და ავტომანქანების არაეფექტიანად გამოყენების რისკებზე მიუთითებს. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების ფინანსური აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს სამსახურებრივი სარგებლობის სამორიგეო...


მსგავსი სიახლეები

up