დევიდ კრამერი - ვფიქრობ, მალე ვნახავთ აშშ-ს ჩართულობის ზრდას საქართველოში და ეს დადებითი ცვლილება იქნება

დევიდ კრამერი - ვფიქრობ, მალე ვნახავთ აშშ-ს ჩართულობის ზრდას საქართველოში და ეს დადებითი ცვლილება იქნება

access_time2019-11-04 23:00:12

ვფიქრობ, მალე ვნახავთ აშშ-ს ჩართულობის ზრდას საქართველოში და ეს დადებითი ცვლილება იქნება, - ამის შესახებ ექსპერტმა დევიდ კრამერმა განაცხადა.


მან "ღამის დებატები - ფრენსის ფუკუიამასთან" დაწყებამდე ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობაზე. "საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, როგორც დემოკრატიის კუნძულს ამ რეგიონში. აშშ-ს კონგრესში რესპუბლიკელები და დემოკრატები საქართველოს დიდ მხარდაჭერას უცხადებენ და არ მაქვს მიზეზი იმის ფიქრის, რომ ეს შეიცვლება. მალე აქ იქნება აშშ-ს ახალი ელჩი და ვფიქრობ, ეს მხარს დაუჭერს ელიზაბეთ რუდის მიერ დიდ ძალისხმევას და მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ვფიქრობ, ვნახავთ ამერიკის ჩართულობის ზრდას საქართველოში და ეს დადებითი ცვლილება იქნება", - განაცხადა კრამერმა.


მანვე უპასუხა კითხვას, ხომ არ ნიშნავს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან და აშშ-ს ელჩობის კანდიდატისგან თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, მართლმსაჯულებაზე, მედიაპლურალიზმზე ხაზგასმა საქართველოს დემოკრატიის კრიტიკას.


"ვფიქრობ, აშშ მომავალ, 2020 საპარლამენტო წლის არჩევნებს ძალიან მნიშვნელოვნად თვლის განვითარებისთვის. ვიცი, რომ ჩვენი ევროპელი მოკავშირეებიც ასე ფიქრობენ, ეს საქართველოსთვის ტესტი იქნება, მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ის აგრძელებს დემოკრატიულ გზაზე სვლას. ასე რომ, ვფიქრობ, ამაზე დიდი ყურადღება გამახვილდება, ბევრი დააკვირდება არჩევნებს და იმედია, იქნება ცოცხალი დებატები არჩევნების დღეზე და ასევე, ვიხილავთ საარჩევნო კამპანიას, რომელშიც ყველას მიეცემა შანსი", - განაცხადა კრამერმა.



ipn.ge




Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი
access_time2020-01-19 18:00:38
დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.   ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების...

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის
access_time2020-01-19 11:00:31
ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.   როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა.   პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს...

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“  - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს
access_time2020-01-19 16:00:49
სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2018 წელი ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2018 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან...

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...


მსგავსი სიახლეები

up