დევიდ კრამერი - ნიკა მელიას დაპატიმრებამ ჩიხი კრიზისად გადააქცია - თუ მელიას არ გაათავისუფლებენ, ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს

დევიდ კრამერი - ნიკა მელიას დაპატიმრებამ ჩიხი კრიზისად გადააქცია - თუ მელიას არ გაათავისუფლებენ, ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს

access_time2021-04-15 13:30:00

შემოდგომაზე ჩატარებული საკამათო არჩევნების შემდეგ საქართველო ჩიხში აღმოჩნდა. ეს ჩიხი კრიზისში გადაიზარდა მას შემდეგ რაც ივანიშვილმა ნიკა მელია დააპატიმრა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში დევიდ კრამერმა "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა.


„ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ამ ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა და გადადგა. მე გახარიას ამ პრინციპულ პოზიციას მივესალმე. მაგრამ ბატონ ივანიშვილმა გამოსავალი ნახა, გახარია გადადგა და მისი ადგილი ღარიბაშვილმა დაიკავა, რომელმაც მეტი ენთუზიაზმი გამოიჩინა შეესრულებინა ივანიშვილის ბრძანება მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. მე არ წარმოვადგენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", არ წარმოვადგენ არცერთ პარტიას საქართველოში. არასდროს მიცდია ნიკა მელიასთან შეხვედრა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისმა დაპატიმრებამ ჩიხი გადააქცია კრიზისად. არ მესმის, როგორ შეიძლება გადაჭრა კრიზისი ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის, როცა წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში ზის. მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი და ეს არის მელიას გათავისუფლება. გიორგი რურუაც უნდა გათავისუფლდეს, რადგან ეს უნდა გაკეთებულიყო იმ შეთანხმების თანახმად, რომელიც მიღწეული იყო წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ. ნიკა მელია მთავარ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს. ის უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. ვფიქრობ, თუკი ბატონ მელიას არ გაათავისუფლებენ, დასავლეთიდან ზეწოლა უნდა გაძლიერდეს და უნდა გაძლიერდეს ზეწოლა ხელისუფლებაზე,“ - აღნიშნა კრამერმა.



IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up