დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

access_time2019-10-17 20:00:53

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.

 

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, „პროგრეს ბანკის“ საეჭვო გადარიცხვები პირველად ამერიკელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა დევიდ ბლოსმა შეისწავლა. ჟურნალისტი ინტერვიუში ყვება, რომ “პროგრეს ბანკის” ტრანზაქციების შესწავლისას მასში საეჭვო გადარიცხვები აღმოაჩინა. მისი თქმით, ბანკიდან პერიოდულად ფული ქრებოდა რამაც მას ეჭვები კიდევ უფრო გაუმძაფრა.

 

 „ძალიან ვღელავ როდესაც ფულის გათეთრებაზე ვსაუბრობ, რადგან ამის დადგენა სასამართლოს ვალდებულებაა. ჩვენ დავიწყეთ დაკვირვება „პროგრეს ბანკზე“ რა დროს ვნახეთ, რომ ყოველ წელს თანხა იკარგებოდა რაც ბანკისთვის უჩვეულოა. ჟურნალისტური გამოძიების დროს გავარკვიეთ, რომ ბანკს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა იმ რუსულ ბანკებთან, რომლებიც რუსეთში საეჭვო ტრანზაქციებისთვის ცენტრალური ბანკის მიერ იყვნენ დაჯარიმებულები. ამის შემდეგ რუსეთის ნაციონალური ბანკი გვაძლევს დეტალურ ინფორმაციას. მისი მეშვეობით შესაძლებელია გაიგო როგორ დახურეს ეს ბანკი და   რატომ არ დაუწესეს სანქციები ამ ბანკს. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ უჩვეულო ტრანზაქციები იყო როგორც საქართველოში ასევე ევროპაში. რუსეთში ეროვნული ბანკი ითხოვდა განმარტეტებს დიდი თანხის ბრუნვაზე როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის გარეთ. ისინი კითხვებს სვამდნენ და თანხის ბრუნვასთან დაკავშირებით აინტერესებდათ სად მიდიოდა ეეს ფული და ვინ არიან მისი მომხმარებლები. რუსეთის ეროვნულმა ბანკმა ვერ მიიღო პასუხები ამიტომ მათ დაუწესეს სანქციები“, - განმარტავს გამომძიებელი ჟურნალისტი დევიდ ბლოსი.


ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „პროგრეს ბანკის“ ყიდვა მას პირადად სთხოვა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც იმ დროს ამ ბანკის მეწილე იყო.

 

ყოფილი ბანკირი აცხადებს, რომ სანამ „პროგრეს ბანკის“ ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, უცხოურ ორგანიზაციას დაუკვეთეს აუდიტი, რომელმაც პროგრეს ბანკში “კრიტიკულად არასასრუველი მდგომარეობა” დააფიქსირა. მეტიც, ხაზარაძის თქმით, “გაუჩნდათ ეჭვი, რომ ეს იყო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები”.

 


“უცხოურმა აუდიტორულმა კომპანიამ აქტივები შეამოწმა, საიდანაც რამდენიმე ჯანმრთელ აქტივზე ყიდვის რეკომენდაცია გასცა, რამდენიმეზე კი ითქვა, რომ მათი შესყიდვა რეკომენდებული არ იყო. ამის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა „პროგრეს ბანკს“  ყოველგვარი კითხვების გარეშე ლიკვიდაცია გაუკეთა”, – აცხადებს ხაზარაძე.

 

„თიბისი ბანკის“ და მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით ივანიშვილის პროკურატურაში დაბარებას ელოდება.

 

თბილისის მერმა და პროგრეს ბანკის დამფუძნებელმა, კახა კალაძემ, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს სამარცხვინო უწოდა. კახა კალაძის თქმით, ხაზარაძემ აღარ იცის, როგორ გადაფაროს საკუთარი სავარაუდო დანაშაული ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით და საკუთარ გაფუჭებულს სხვას აბრალებს, რაც, მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის ნარატივში ჯდება. დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ მის მიერ დაფუძნებულ „პროგრეს ბანკს“ ფულის გათეთრებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და ბანკის გადარიცხვებთან ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია. მისი მტკიცებით, როცა მან პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო, „პროგრეს ბანკს“ დაუწყეს ბრძოლა და გაკოტრება. მისივე თქმით, ერთადერთი მოტივი, რატომაც ბიძინა ივანიშვილმა „პროგრეს ბანკის“ წილი შეიძინა, ბანკის გადარჩენა იყო.

 

 აუდიტორული შემოწმება „პროგრეს ბანკში“ უცხოელმა ექსპერტებმა 2016 წელს ჩაატარეს ეს ის პერიოდია, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რუსმა პარტნიორმა ილია გავრილოვმა „პროგრეს ბანკის“ გაყიდვა გადაწყვიტეს. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით შემოწმების დროს სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ბანკის ათობით გადარიცხვა ფულის გათეთრების ნიშნებს შეიცავდა. დასკვნაში წერია რომ შესრულებულ ტრანზაქციებში ფულის გათეთრების ზღვარი კრიტიკულ ნიშნულზეა.

 

„პროგრეს ბანკი“ 2007 წელს კახი კალაძემ დააფუძნა, „მთავრი არხის“ ინფორმაციით 9 წლიან ისტორიის მანძილზე ამ ბანკმა რვა წელი წაგებით დაასრულა და ჯამში 5 400 000 ლარი იზარალა. 2011-2012 წლებში ბანკის 22%-მდე ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.  2013 წელს კახა კალაძემ „პროგრეს ბანკს“ ტოვებს. ამავე წელს კახა კალაძემ ბანკის საკონტროლო პაკეტი 78 პროცენტი ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას გადასცა. ოფშორიდან კი ეს ბანკი ილია გავრილოვის ხელში აღმოჩნდა. 2016 წლამდე, ილია გავრილოვი ბიძინა ივანიშვილთან ერთად ბანკის თანამფლობელი იყო. 2016 წელს, „პროგრეს ბანკის“ აქციების ნაწილი TBC ბანკმა შეიძინა. ხოლო ამავე წლის 19 ოქტომბერს „პროგრეს ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია ეროვნულმა ბანკმა გაუუქმა.

 

 რაც შეეხება ილია გავრილოვს, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ბიზნეს პარტნიორი რუსეთში კიდევ ორ საფინანსო ინსტიტუტს „ფედერალურ ბანკსა“ და  „ბანკ რაზვიტიას“ ფლობდა. “ფედერალურ სადეპოზიტო ბანკს” რუსეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზია საეჭვო გადარიცხვებისა და კანონთან შეუსაბამო საკრედიტო პოლიტიკის გამო შეუჩერდა. ხოლო  „რაზვიტიემ“ ლიცენზია სავარაუდოდ, ფულის მითვისებასა და განზრახ გაკოტრების გამო დაკარგა.

 

ბაჩო ადამია






პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
access_time2019-11-16 20:14:30
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია...

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“
access_time2019-11-16 15:00:31
„გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს. მისი აზრით, კანონპროექტის ჩაგდება, არამხოლოდ პოლიტიკურ არასტაბილურობას, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს, „კომერსანტი ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რა არის გასაკეთებელი (ბლოკებად დავყოფ რომ ლოგიკა გასაგები იყოს):   ა) გვყავს ფაქტობრივად არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის...

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს

 ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს
access_time2019-11-16 14:10:08
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი ტარიფების საჯარო განხილვას ითხოვს, ის პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს იბარებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დადგენილების გამოცემის წინ, მოხმდარიყო შეხვედრა, ან ახლა მაინც მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც მსჯელობის საშუალება მიეცემათ კლინიკის ხელმძღვანელებს, დადგენილი ტარიფები რამდენად არის მისაღები“,-ამბობს კობერიძე.

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება
access_time2019-11-16 13:27:55
მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაძაბულობა გრძელდება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაძაბულობა გრძელდება
access_time2019-11-16 12:30:22
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ დაპირისპირება გრძელდება. აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა „ქართული ოცნების“ ოფისის პიკეტირება მოეხდინათ, რის შემდეგაც დაპირისპირება...


მსგავსი სიახლეები

up