დევი ხეჩინაშვილი: ₾620 მლნ-იანი ბიზნესისთვის ₾47 მლნ-ის მოგება კარგი მაჩვენებელი არ არის

დევი ხეჩინაშვილი: ₾620 მლნ-იანი ბიზნესისთვის ₾47 მლნ-ის მოგება კარგი მაჩვენებელი არ არის

access_time2021-04-07 16:00:00

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის გამოქვეყნებულ 2020 წლის ანგარიშებს ეხმაურება და აცხადებს, რომ 2020 წელი სადაზღვევო სექტორისთვის მთლიანობაში კარგი წელი იყო. დაახლოებთ 30%-ით გაიზარდა უბედური შემთხვევების დაზღვევიდან მოზიდული პრემია.


„2019 წელთან შედარებით, სექტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ციფრებს თუ გადავხედავთ, 620 მილიონიან ბიზნესს ჯამში 47 მილიონის მოგება აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი მოგება 8%-ია, ეს კი ბიზნესში კარგი არ არის. 2019 წელს იყო რამდენიმე მძიმე მოვლენა, მაგალითად, სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ 55 მილიონი ლარის ზარალი გადაიხადა. ამან შეამცირა 2019 წლის სექტორის მოგება. გარდა ამისა, პოზიტიურია ის რომ 2019 წელს მომგებიანობის თვალსაზრისით მინუსში 4 კომპანია იყო, 2020 წელს კი - სამია,“ - აცხადებს ხეჩინაშვილი.


პანდემიიის მიუხედავად, საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლე პირთა რაოდენობა 1%-ით გაიზარდა, გაიზარდა არამარტო კორპორატიული სექტორი, არამედ, კერძო სამედიცინო დაზღვევის მიმართულებაში ინდივიდუალური პოლისების რაოდენობა, დაახლოებით 8%-ით.



„სამედიცინო დაზღვევის წილი მცირეა, 17%-ს შეადგენს და მაჩვენებელი მცირედით იზრდება, რაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკის შედეგია. არიან ადამიანები, ვინც ნებაყოფლობით იძენენ სამედიცინო დაზღვევის პროდუქტს, თუმცა მთავრობა ამას სხვანაირად უყურებს, მაგალითად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში და მიიჩნევს, რომ ეს ჯერ-ჯერობით საკმარისია. სექტორში არსებული ზრდა, არის თავისთავადი, ადამიანები თავად იაზრებენ, რომ ჯობს კერძო დაზღვევა ჰქონდეთ,“ - აცხადებს ხეჩინაშვილი.


საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 17% სარგებლობს. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის მონაცემებით, სულ გაცემულია 620 408 პოლისი, რაც 17 575-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წელს სულ გაცემული იყო ჯანმრთელობის დაზღვევის 553 675 პოლისი.


business-partner.ge




LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up