დევი ტაბიძე ეპიდვითარებაზე - ჯერ პიკთან ახლოსაც არ ვართ - ეს ყველაფერი შედეგია იმის, თუ როგორ დავხვდით მომზადებული „ომიკრონს“

დევი ტაბიძე ეპიდვითარებაზე - ჯერ პიკთან ახლოსაც არ ვართ - ეს ყველაფერი შედეგია იმის, თუ როგორ დავხვდით მომზადებული „ომიკრონს“

access_time2022-01-25 16:40:00

ინფიცირების დღევანდელი მონაცემები არც თუ ისე მაღალია. ჯერ პიკთან ახლოსაც არ ვართ, - ასე აფასებს მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის ექსპერტი დევი ტაბიძე ეპიდვითარებას საქართველოში.



როგორც ტაბიძე განმარტავს, ეს ყველაფერი შედეგია იმის, თუ როგორ და რა სახით დავხვდით „ომიკრონს“. მისი თქმით, მოსახლეობამ არასწორად მიიღო ის გაფრთხილება, რომ „ომიკრონი“ არის შედარებით სუსტი, სხვა გამოვლენილ ვირუსებთან მიმართებაში და ის არ გამოიწვევდა რაიმე გართულებას.



როგორც დევი ტაბიძე აცხადებს, „ომიკრონსაც“ შეიძლება ჰქონდეს გარკვეული მძიმე გართულებები.




„ეს ციფრი არც თუ ისე მაღალია, ჯერ პიკთან ახლოსაც არ ვართ. ეს ყველაფერი შედეგია იმის, თუ როგორ და რა სახით დავხვდით მომზადებული „ომიკრონს“. რატომღაც მოსახლეობამ არასწორად მიიღო ის გაფრთხილება, რომ „ომიკრონი“ არის შედარებით სუსტი, სხვა გამოვლენილ ვირუსებთან მიმართებით და ის არ გამოიწვევდა რაიმე გართულებას. ამან კიდევ ერთხელ გამოწვია ზუსტად ის, რასაც ველოდებოდით, რომ მოსახლეობაში გამოიწვია შემსუბუქებული დამოკიდებულება და ამასაც ვაფრთხილებდით, რომ ნუ მივიღებთ ამას ძალიან მარტივად, მასაც აქვს თავისი მძიმე გართულებები. ახლა მაინც, ეს უნდა იყოს ე.წ. სიგნალი იმისა, რომ მოსახლეობამ რეალურად შეასრულოს რეკომენდაციები და პირველ რიგში, დაიცვას ის ოქროს წესი, რასაც ჰქვია ნიღაბი. ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი პოზიცია უკავია ნიღბის ტარებას როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში და შემდგომ, რა თქმა უნდა, ვაქცინაციას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია „ბუსტერ“ დოზების გააქტიურება. ჩანს ასეთი განწყობაც, რომ თუ გადატანილი გვაქვს, თუკი აცრილები ვართ და მაინც გვემართება, მაშინ ეს აღარ გვესაჭიროება, ეს არ არის სწორი მიდგომა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ვაქცინაცია არის ის გარანტი, რომელიც დაიცავს პაციენტებს რეანიმაციულ განყოფილებებში მოხვედრისგან და შესაბამისად გარდაცვალების რაოდენობასაც დაწევს. გარდაცვალების 80% მოდის აუცრელ ადამიანებზე“, - განაცხადა ტაბიძემ.



ამასთან, როგორც ტაბიძე დასძენს, „ომიკრონი“ პანდემიის ბოლო წერტილი არ არის და მისი თქმით, გაზაფხულზე გამოჩნდება ახალი შტამი, რომლის შესახებაც არსებობს წინასწარი დასკვნები და კვლევები.



„ომიკრონი“ არ არის ბოლო წერტილი არსებული პანდემიის, არის საუბარი, არის კვლევები, წინასწარი მონაცემები იმის, რომ კიდევ ერთხელ მოხდება მუტაცია და უნდა ვიყოთ მზად. გაზაფხულზე იქნება და იქნება თანხვედრა გაზაფხულის ე.წ. სეზონურ ვირუსებთან კავშირში, ასე რომ ეს შეჭიდული ფორმები მკვეთრად გამოიხატება და რაოდენობრივადაც ასევე მაქსიმალურად დატვირთავს მოსახლეობას. ამიტომ გთხოვთ, რომ მოვემზადოთ თუნდაც იმ გაზაფხულისთვის, რომელმაც შეიძლება კიდევ სხვა სიურპრიზები შემოგვთავაზოს“, - განაცხადა ტაბიძემ.



IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up