დეველოპერულმა კომპანია ბინადარმა მედიატური გამართა

დეველოპერულმა კომპანია ბინადარმა მედიატური გამართა

access_time2019-10-23 16:17:22

დეველოპერულმა კომპანიამ „ბინადარი“ ჟურნალისტებს უმასპინძლა და მიმდინარე და დასრულებული პროექტები გააცნო. მედიატურში მონაწილეობა ოცამდე სხვადასხვა არხის ბეჭდური და ონლაინ მედია საშუალებების წარმომადგენლებმა მიიღეს. „ბინადარის“ გუნდთან ერთად, ჟურნალისტებმა კომპანიის ხუთი ობიექტი დაათვალიერეს, გაეცნენ მშენებლობის სპეციფიკას და პროცესს. 


მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტები დაესწრნენ პროექტის „ბინადარი ლისზე“ „ა“ ბლოკის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიას, სადაც კომპანიის წარმომადგენლებმა სიმბოლური კაფსულა ჩადეს. ღონისძიების დასასრულს, კომპანიამ გაათამაშა მრავალფუნქციური სასტუმროს - „საფირი ჰოტელ & სპა ბაკურიანის“ საგზურები, რომელიც ბაკურიანში მდებარეობს და „ბინადარის“ საინვესტიციო პროექტია. საგზურები ყველაზე იღბლიანებს - საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს, iTV-ის, ინტერპრესნიუსის, ექსპრესნიუსის და დრონი.ჯის ჟურნალისტებს ერგოთ.


„ბინადარი“ როგორც ბრენდი, სამშენებლო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ახალი და უფრო მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად. ამჟამად მიმდინარეობს სამი პროექტის მშენებლობა: „ბინადარი ვაკეში“ (ნინო ჟვანიას N3), „ბინადარი ლისზე“ (ლისის ტბის მიდებარედ, ა.ტაბიძის 41) და „ბინდარი დადიანზე 2“ (ც. დადიანის N59) რომლებიც მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებმა დაათვალიერეს .


კომპანია დღეისათვის 500-მდე ლოიალურ და კმაყოფილ მობინადრეს ითვლის. დღეისათვის „ბინადარს“ სამი დიდი პროექტი აქვს დასრულებული - „ბინადარი ცაგარელზე“ (არჩილ ცაგარელის N3-ში), „ბინადარი ნუცუბიძეზე“ (შალვა ნუცუბიძის N129-ში) და „ბინადარი დადიანზე“ (ცოტნე დადიანის N63-ში).


„კომპანიის დაარსების დღიდანვე ჩვენ შევთანხმდით ბრენდის პლატფორმაზე და ვიცოდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი, რითაც მომავალი მობინადრეების ყურადღება უნდა მიგვეპყრო, ერთმნიშვნელოვნად იყო ხარისხი. ამასთანავე ჩვენი იმიჯის განმსაზღვრელი ფაქტორებია ადგილმდებარეობა, სანდოობა, ხელმისაწვდომი ფასი და დათქმული ვადები.“-აცხადებენ კომპანიაში.



დეველოპერული კომპანია უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება მომხმარებლთა მოთხოვნებს. ბინადარის გუნდი მშენებლობის დაწყებმდე ატარებს კვლევას და ირჩევს ყოველთვის ისეთ მდებარეობას, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი და კომფორტული იქნება პოტენციური მობინადრეებისთვის.


„ბინადარი“ თითოეული მიმდინარე პროექტის მშენებლობის პროცესშივე პარალელურად იწყებს სამომავლო პროექტებისათვის მზადებას. ამ ეტაპზე კომპანია მუშაობს ორ ახალ პროექტზე: „ბინადარის უბანი ისანში“ და „ბინადარი საირმეზე“.


"ბინადარის" პროექტები პრემიუმ კლასით გამოირჩევა, რაც ცალსახად უმაღლესი ხარისხის მასალას გულისხმობს. კომპანია ყოველითვის ითვალისწინებს ბაზარზე არსებულ უახლეს ტენდენციებს და ანაცვლებს არსებულ მასალას უკეთესით. პრემიუმ კლასი ესთეტიურ მხარესაც ითვალისწინებს და პროექტები ხარისხთან ერთად დახვეწილი ვიზუალითაც გამოირჩევა.


“ბინადარი“ პოტენციურ მობინადრეებს ყველა პროექტში სთავაზობს მშენებლობის მაღალ ხარისხს კონკურენტუნარიან ფასად. ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ მოქნილი გადახდის პირობით, რაც გულისხმობს შიდა უპროცენტო განვადებას ინდივიდუალური გრაფიკით და სურვილის შემთხვევაში, გრძელვადიან იპოთეკურ სესხს პარტნიორ ბანკებთან.


(R)



თეგები:
ბინადარი



ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა
access_time2020-01-22 19:00:34
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტების რიცხვმა [2019 წელს] 9 მილიონს გადააჭარბა. დასახელებული რიცხვი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას შეესაბამება და არა ტურისტული ვიზიტების რაოდენობას. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ტურისტების რიცხვი 6.8%-ით გაიზარდა და 5 მლნ შეადგინა. ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში წყარო: საქართველოს...

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა
access_time2020-01-22 18:30:49
გამოცემა Economist-ის ყოველწლიური, დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარიხსი გაუარესდა. 2019 წელს საქართველო კვლავ დარჩა ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმების ჯგუფში, თუმცა შეფასების ქულა 0,08 ქულით გაუარესდა. თუ კი 2018 წელს საქართველოს შეფასებითი ქულა 5,5 ქულა, იყო 2019 წელს 5,42-მდე შემცირდა. უცვლელი დარჩა საქართველოს პოზიცია და წინა წლის მსგავსად კვლავ 89-ე ადგილს ვიკავებთ. ახალი შეფასება 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. შეფასების...

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-22 21:00:21
„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა 1.სადღესასწაულო პერიოდში აუქციონების გამართვა-საკანონმდებლო ხარვეზი თუ კორუფციის წყარო 2.„სოფლის მეურნეობის დარგში სტაბილური განვითარების დინამიკა არ აღინიშნება„ 3.სამორინეების ინკოგნიტო...

Deutche welle: ამერიკა ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება

Deutche welle: ამერიკა  ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება
access_time2020-01-22 20:00:27
2021 წელს  აშშ-ს შეუძლია ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდეს, და ჩაანაცვლოს რუსეთი, საუდის არაბეთი, ანგოლა, და ავსტრალია . ასეთი დასკვნამდე  გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტი ამერიკულ-ჩინური სავაჭრო შეთანხმების შესწავლის შედეგად მივიდა.   როგორც ცნობილია, დოკუმენტს   ხელი 15 იანვარს ხანგძლივი სავაჭრო ომის შემდეგ მოეწერა.   კერძოდ, ჩინეთი იღებს თავის თავზე ვალდებულებას 2 წლის მანძილზე 200 მლრდ....

„სილქნეტმა“ გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

„სილქნეტმა“  გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb   თანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერა ხელი
access_time2020-01-22 14:55:46
წამყვანმა ქართულმა კონვერგენტულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტმა“ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან. OneWeb-ის მიზანია სატელიტური კავშირგაბმულობის გამოყენებით უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის და დაბალი ლატენტობის ინტერნეტ-კავშირი ყველგან და ყველასთვის, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა, და OneWeb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან სთექელმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის...


მსგავსი სიახლეები

up