დეველოპერული კომპანიები - ქვეყანაში გრძელვადიანი პროექტები ფინანსური სახსრების ნაკლებობის გამო არ ხორციელდება

დეველოპერული კომპანიები - ქვეყანაში გრძელვადიანი პროექტები ფინანსური სახსრების ნაკლებობის გამო არ ხორციელდება

person access_time2016-10-12 15:30:09

დეველოპერული კომპანიები გრძელვადიან პროექტებს რამდენიმე მიზეზის გამო არ ახორციელებენ. ამის შესახებ განცხადებას დეველოპერული კომპანიების პირველი პირები „კომერსანტთან" მას შემდეგ აკეთებენ, რაც საქართველოში უძრავი ქონების კომპანია TERNES Real Estate Fund-ს დამფუძნებელმა საშა ტერნესმა რადიო „კომერსანტთან" საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ძალიან ცოტა კომპანიაა, რომელსაც გრძელვადიანი ხედვა აქვს.

 


საშა ტერნესის განმარტებით, უძრავი ქონების ბაზარზე დომინანტი პოზიციებით აქვთ დეველოპერულ კომპანიებს, რომლებიც აშენებენ სახლებს და მალევე ყიდიან. „ძალიან ცოტა მოთამაშეა გრძელვადიანი ხედვით, რომელიც აშენებს სახლებს იმ მიზნით, რომ შეინარჩუნოს და გრძელვადიანი გაქირავებით მიიღოს შემოსავალი. " - აცხადებს ტერნესი.


„კომერსანტი" დაინტერესდა, რატომ არ ინტერესდებიან დეველოპერული კომპანიები გრძელვადიანი პროექტების განხორციელებით და რატომ ანიჭებენ უპირატესობას მოკლევადიან პროექტებს?

 

 


სამშენებლო კომპანია „ივერონის" დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ორი პრობლემაა. პირველი, ფინანსური რესურსების ნაკლებობა და მეორე, გასაქირავებელ ობიექტებზე შემცირებული მოთხოვნა. მისი თქმით, ასეთი პროექტების დროს, კომპანია მიზერულ შემოსავალს მიიღებს,შესაბამისად, დიდი ინვესტიციის ამდენი ხნით გაჩერება არ უღირს.



„საცხოვრებელი კორპუსების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი კიდევ უფრო მცირე იქნება. კომერციულს კიდევ უფრო აქვს ფასი. დეველოპერისთვის კი ეს კომერციულად არც საინტერესოა და არც მომგებიანი. ვინც მშენებლობას იწყებს, ასე თუ ისე, მაინც გაყიდვებზეა მიბმული. ყველას აქვს იმის რესურსი, რომ დაიწყოს, საძირკველი ამოიყვანოს, 3 სართულამდე ააშენოს, თუმცა, თუ გაყიდვები არ დაახმარა, კატასტროფამდე შეიძლება მივიდეს. ჩვენ გვქონდა მსგავსი შემთხვევები,მაშინ კომერციული ფართები ვერ გავაქირავეთ"-აცხადებს ჯაყელი.

 


კომპანია „რედიქსის" დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ სრულად ეთანხმება საშა ტერნესის მოსაზრებას, თუმცა, ამბობს, რომ ქვეყანაში გრძელვადიანი პროქეტებით დეველოპერების არ დაინტერესების მიზეზი ფინანსური სახსრების ნაკლებობაა. მისი თქმით, დღეს სამშენებლო კომპანიები დიდ კაპიტალს ვერც სესხის სახით იზიდავენ.


როგორც პაპაშვილი განმარტავს, კომპანია „რედიქსი" ძირითადად მსგავსი, გრძელვადიანი პროექტებით არის დაკავებული და მას საკმაოდ წარმატებით ახორციელებს. მცირე კომპანიები კი ასეთ დიდ კაპიტალს ამდენი ხანი ვერ გააჩერებენ. მისი თქმით, პრობლემაც აქედან გამომდინარეობს.



„ჩვენ უამრავი გრძელვადიანი პროექტი გვაქვს. ვაქირავებთ საოფისე ფართებს, სასტუმროებს. რაც შეეხება საცხოვრებელ კორპუსებში გრძელვადიან პროექტებს, ვთვლი, რომ  უამრავი ქონებაა მიწოდებული ბაზარზე გასაქირავებლად,შედეგად, ასეთ სეგმენტში შესვლა და განვითარება ცოტა გაჭირდება. აპარტოტელის პრინციპით თუ იმუშავებს, შეიძლება მომგებანი იყოს და გაამართლოს"-აცხადებს პაპაშვილი.

 


დეველოპერული კომპანია "ჯიდიჯის" დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე აცხადებს, რომ დღეს კლიენტების 20-25 პროცენტი ბინებს გაქირავებისთვის ყიდულობს. შედეგად, ბაზარი გაჯერებულია და დეველოპერების ამ სეგმენტში შესვლა კომერციულად მომგებიანი არ იქნება.



„ჩემს მიერ აშენებულ კორპუსებში 1-2 ოთახიანი ბინები ძალიან სწრაფად იყიდება. საზოგადოება უძრავ ქონებას შემდგომში გაქირავებისთვის ყიდულობს. დეველოპერი კი იმის დეველოპერია რომ უნდა აშენოს, გაყიდოს და შემდეგ ახალი დაიწყოს. მსგავსი პროექტები მომგებიანი იქნება, თუმცა, ეს ბიზნესის სხვა სფეროა. შენ თუ მშენებელი ხარ, უნდა აშენო და გაყიდო. მე ასე მიმაჩნია"-აცხადებს წაქაძე.


 




მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...

ამერიკამ საქართველოს ხელისუფლებას ყვითელი შუქი აუნთო - გია ხუხაშვილი

ამერიკამ საქართველოს ხელისუფლებას ყვითელი შუქი აუნთო - გია ხუხაშვილი
access_time2020-07-07 12:30:56
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტიმულირების პოლიტიკიდან იძულების პოლიტიკაზე გადადის“, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს, რომელიც 2021 წელს საქართველოსთვის დახმარების სახით მისაღები თანხის 15 პროცენტის გაყინვას გულისხმობს. დოკუმენტის მიხედვით, შესაძლოა დაახლოებით 20 მლნ დოლარის გაცემა შეჩერდეს იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ საქართველოში...

ამერიკის კონგრესი ითხოვს საქართველოს შეუჩერდეს დახმარების 15%, სანამ არ შემცირდება კორუფცია და არ იქნება დაცული უცხოური ინვესტიციები

ამერიკის კონგრესი ითხოვს საქართველოს შეუჩერდეს დახმარების 15%, სანამ არ შემცირდება კორუფცია და არ იქნება დაცული უცხოური ინვესტიციები
access_time2020-07-07 11:35:54
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის...

რატომ გაძვირდა ნაყინი? -მწარმოებლების განმარტებები

რატომ გაძვირდა ნაყინი? -მწარმოებლების განმარტებები
access_time2020-07-07 14:40:57
ნაყინის მწარმოებელმა კომპანიებმა პროდუქციის ფასი გაზარდეს. როგორც „კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი სეზონურ პროდუქტზე ფასი საშუალოდ 10 პროცენტით გაიზარდა. „თოლიას“ დირექტორი გიორგი ჭყონია აცხადებს, ფასის ზრდა ქვეყნებში მიმდინარე ინფლაციური პროცესებითაა გამოწვეული. მისი თქმით, ბიზნესს კორონავირუსმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა, თუმცა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებასთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად მდგომარეობა ნელ-ნელა...


მსგავსი სიახლეები

up