დეველოპერული კომპანიები მობინადრეების უსაფრთოხებაზე პასუხისმგებლობას „ყაზტრანსგაზს“ აკისრებენ

დეველოპერული კომპანიები მობინადრეების უსაფრთოხებაზე პასუხისმგებლობას „ყაზტრანსგაზს“ აკისრებენ

access_time2019-01-17 14:00:09


გაზის გაჟონვის შედეგად ორ თვეში ექვსი ადამიანი გარდაიცვალა და ორი კორპუსი აფეთქდა. „კომერსანტი“ დეველოპერულ კომპანიებს დაუკავშირდა და გაარკვია ასეთ დროს რამდენად დიდია სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობა, რომლებიც კორპუსის გაზიფიცირებას ახდენენ.


როგორც აღმოჩნდა, დეველოპერების ნაწილი ძირითად პასუხისმგებლობას ბუნებრივი აირის მომწოდებელ კომპანია შპს „ყაზტრანსგაზს“ აკისრებს. თუმცა კომპანიების ხელმძღვანელები მობინადრეების მიერ დაშვებულ პირად შეცდომასაც არ გამორიცხავენ. დეველოპერები საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას სახლებში ე.წ. დეტექტორების დამონტაჟებას ურჩევენ.

 

დეველოპერული კომპანია „არსის“ ხელმძღვანელი თორნიკე აბულაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ  სამშენებლო სექტორში ბუნებრივი აირით მომხმარებლის ხარისხიან უზრუნველყოფაზე კომპეტენცია კომპანია „ყაზტრანსგაზს“ აქვს, რადგან სამშენებლო კომპანიამ კონკრეტული დეტალები არ იცის და ის მხოლოდ დამკვეთია. შემსრულებელი კომპანია „ყაზტრანსგაზია“.

 

„ყაზტრანსგაზი“ სამუშაოების შემსრულებელია და შემდგომ მათი მხრიდან სპეციალური სამსახურის მიერ ჩაბარებული სამუშაოს ექსპლუატაციაში მიღება ხდება. ყოფილა შემთხვევა, როდესაც სწორედ „ყაზტრანსგაზის“ მიერ შესრულებული სამუშაო კომპანიის სხვა განყოფილებას არ მიუღია და სამუშაოები ხელახლა ჩატარებულა,“ - განუცხადა „კომერსანტს“ თორნიკე აბულაძემ.

 

დეველოპერი ასევე მიიჩნევს, რომ ადამიანური ფაქტორის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია, რადგან თუ სამშენებლო კომპანიამ და „ყაზტრანსგაზმა“ სამუშაოები უმაღლეს დონეზე აწარმოა,  მობინადრის მიერ სამომავლოდ გაკეთებულმა არასწორმა სარემონტო სამუშაოებმა სურათი სრულად შეცვალოს და უბედური შეთხვევაც სწორედ ამან გამოიწვიოს.



სამშენებლო კომპანია „ივერონის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი „ყაზტრანსგაზის“ მიმართ ნდობის ფაქტორზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სამშენებლო კომპანია მათ კვალიფიციურ კადრებს ნდობას უცხადებს. სწორედ ამიტომ, სამშენებლო კომპანიას ვერ დაადანაშაულებ, რადგან გაზგაყვანილობის პროექტი მისი შედგენილი არ არის.

 

„სამშენებლო კომპანიას პასუხისმგებლობას ვერ დააკისრებ თუ გაქსელვითი სამუშაო მან არ შეასრულა. თუმცა ვინემს პასუხისმგებლობა დააკისრო ძალიან რთულია, რადგან თავად მობინადრეების მხირდან ადამიანური შეცდომებიც ხშირია. ხშირად გაზგაყვანილობის თვითნებური გადაკეთება ხდება,“ - განაცხადა არჩილ ჯაყელმა.

 

 

დეველოპერების გარდა სწორედ კომპანია  „ყაზტრანსგაზისგან“  მოითხოვს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ახსნაგანმარტებას დიდ დიღომში  მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.

 

 

შეგახსენებთ, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გუშინ საღამოს დიდ დიღომში „ავთანდილის“ ქუჩაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა უკვე დატოვა ორმა მოზრდილმაც. დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 

დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი, 2017 წელს აშენდა. კორპუსი შპს „სამშენებლო კომპანია ლ ჯგუფმა“ ააშენა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2016 წლის ოქტომბერშია რეგისტრირებული. საქმიანობის პროფილი კი, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობაა. ამის შესახებ 1 tv.ge წერს.

 

ასევე, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად გარდაცვლილების ბოლოდროინდელი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ზუსტად ორი თვის წინ, თბილისში, ზემო ფონიჭალაში იყო რა დროსაც დედა-შვილი გარდაიცვალა. ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა დამნაშავე ამ დრომდე არ გამოვლენილა. სავარაუდოდ, საბოლოოდ საქმე უბედური შემთხვევით დაკვალიფიცირდება და დაიხურება.

 

ავტორი:ლიკა გურაბანიძე






კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს
access_time2021-08-03 16:00:25
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გარკვეული შეზღუდვების სასწრაფოდ დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უვლელად გთავაზობთ:   „სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...   შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია,...

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა

ონლაინკაზინოების წილმა ინტერნეტშესყიდვებში 67%-ს გადააჭარბა
access_time2021-08-03 15:00:17
ბოლო 10 წელიწადში ინტერნეტშესყიდვების მოცულობა 20-ჯერ გაიზარდა. მკვეთრი ნახტომის მიზეზი Amazon.com-ის ან რომელიმე სხვა მსგავსი საიტის პოპულარობის ზრდა არ გამხდარა. 2020 წელს ბარათებით გადარიცხული 5.458 მლრდ ლარიდან 3.708 მლრდ, ანუ 67.9% ონლაინკაზინოების ანგარიშზე გადამისამართდა. 2011 წელს ბარათებით ინტერნეტშესყიდვების მოცულობამ 185 მლნ ლარი შეადგინა. 2020 წლის დეკემბერში, მხოლოდ 1 თვეში, კაზინოების ანგარიშზე 415 მლნ ლარი ჩაირიცხა. თუ მხოლოდ ქართულ...

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი

თემურ ჭყონია: ბიზნესი დღეს მეტს დაასაქმებდა, რომ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი
access_time2021-08-03 14:00:17
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოში ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ აქვს. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოება პანდემიაა, ჭყონიას ინფორმაციით, დიდი დაბრკოლებაა კადრების დეფიციტი და რომ არა ეს პრობლემა, შრომის ბაზარზე შეიძლება სიტუაცია გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. ,,დღევანდელი ტექნოლოგიები და შრომის ბაზარზე არსებული მოცემულობა, განსაკუთრებით კადრებთან დაკავშირებით, არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს.  მაღალი დონის...

„გრინ კაპიტალისა“ და საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს

„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი  აშშ-ის ელჩს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს
access_time2021-08-03 12:55:26
„გრინ კაპიტალისა“ და  საოპერაციო კომპანია „ფრონტერა ისტერნის“ ადვოკატი გიორგი ქიშმარია  აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს. ამის შესაძებ კომპანიის ვრცელ წერილშია ნათქვამი, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:   „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას  ქალბატონ კელი დეგნანს   ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში მის აღმატებულებას ბატონ...

"კრედიტინფო საქართველო" რამდენიმე მილიონიან ახალ სისტემას სექტემბრიდან აამოქმედებს

access_time2021-08-03 11:55:40
„კრედიტინფო საქართველომ“ ბიუროს მდგრადობისა და სტაბილურობის მეტი გარანტიის უზრუნველსაყოფად რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩადო ახალი სისტემის დანერგვაში. „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, სისტემა სექტემბრიდან ამუშავდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სწორედ „კრედიტინფო საქართველოს“ გენერალურ დირექტორს ვესაუბრეთ: პანდემიამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა კომპანიებს თავიანთი სისტემების გასავითარებლად,...


მსგავსი სიახლეები

up