დეველოპერული კომპანია „სამშენებლო ინვესტიციები“ - ქალაქის ყველა უბანში

დეველოპერული კომპანია „სამშენებლო ინვესტიციები“ - ქალაქის ყველა უბანში

access_time2019-03-14 11:35:16

დეველოპერული კომპანია „სამშენებლო ინვესტიციები“ ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. ამ მოკლე პერიოდის მანძილზე, კომპანიამ საქართველოს მაშტაბით, 120 000-მდე კვადრატული მეტრის მშენებლობა განახორციელა, ამჟამად კი,თბილისის ცენტრალურ უბნებში 3 მიმდინარე პროექტს ახორციელებს. ამ მოკლე პერიოდში,„ სამშენებლო ინვესტიციები“ ჩამოყალიბდა  სანდო და ხარისხიან კომპანიად. ის განაგრძობს ზრდას, როგორც სამშენებლო-ტექნოლოგიური, ასევე პროექტების ზრდის თვალსაზრისითაც.


კომპანია „სამშენებლო ინვესტიციების“ გენერალური დირექტორი გეგი ვასაძე აცხადებს, რომ კომპანიისთვის,საზოგადოების ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობაა.მისი განმარტებით,კომპანიის გუნდი აქტიურად მუშაობს იმისთვის,რომ  პროდუქტმა მოლოდინს გადააჭარბოს და საცხოვრებელი ბინები მომავალ მობინადრეებს  ვადების და ხარისხის სრული დაცვით ჩაბარდეს.


„კომპანია „სამშენებლო ინვესტიციები“ მობინადრეებს კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს. კერძოდ, ჩვენს მობინადრეებს ბინის შეძენასთან ერთად გადაეცემათ სადაზღვევო კომპანია „არდის“  მშენებლობის ვადების დაზღვევის პოლისი, რომელიც მობინადრეთა სიმშვიდის და ინტერესების სრულ დაცულობას უზრუნველყოფს. შესაბამისად,ჩვენი მობინადრეებისთვის დღის წესრიგში აღარ დგას მშენებლობის ვადაში დასრულება-არდასრულების საკითხი, ისინი საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო სადაზღვევო კომპანიაში არიან დაზღვეულები„-აღნიშნავს გეგი ვასაძე.


მიუხედავად იმისა,რომ დღეს,თბილისში მოთხოვნა უძრავ ქონებაზე საკმაოდ მაღალია და მრავლადაა ახალ-ახალი სამშენებლო პროექტები,მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენა მომხმარებლისთვის  მაინც ფაქიზ და რთულ საკითხად რჩება. სწორედ ამიტომ, კომპანიამ „სამშენებლო ინვესტიციები“ მომხმარებელისთვის განსხვავებული პროდუქტების შეთავაზება გადაწყვიტა.





სამშენებლო ინვესტიციების პრემიუმ ხაზის პროექტი პეტრიაშვილზე  ძველი თბილისის  ერთ-ერთ უნიკალურ უბანში მდებარეობს. პროექტი მობინადრეებს მაქსიმალურ კომფორტს შესთავაზებს - 24 საათიან დაცვას, სადარბაზოებისა და კერძო ეზოს ყოველდღიურ დასუფთავებას, კონსიერჟის მომსახურებას ავტომობილის პარკირებისთვის, ტაქსის გამოძახებისთვის, ბილეთების დაჯავშნისთვის, ბინის ტექნიკურ საკითხებში მხარდაჭერისთვის და ა.შ.


მობინადრეებისათვის, ასევე უზრუნველყოფილი იქნება ელექტრო მანქანის დამტენები.





„რაც შეეხება საცხოვრებელ ბინებს, ვეცადეთ ჩვენი მობინადრეებისთვის მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა და ვთავაზობთ ფართებს მწვანე კარკასის მდგომარეობით, რაც კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ სამუშაოებს გულისხმობს.  თვითონ ბინების გეგმარება კი მობინადრის სურვილისამებრ ხდება. მობინადრეებს ასევე შეგვიძლია შევთავაზოთ ინტერიერის დიზაინის და სრული სარემონტო სამუშაოების მომსახურებაც“-აღნიშნავს ვასაძე.


პეტრიაშვილის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში გაერთიანებულია, როგორც საცხოვრებელი ბინები  53კვ.მ-დან, ასევე პენტჰაუსები ულამაზესი, პანორამული ხედებით თბილისა და მთაწმინდაზე.





კომპანია „სამშენებლო ინვესტიციების“ გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი მარიამ აფაქიძე  განმარტავს, რომ სამშენებლო ინვესტიციების პროექტები მთლიანად მორგებულია მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებებზე.ამიტომ,კომპანიაში მოსულ ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი პროექტი, იქნება ეს ბინა ქალაქის ცენტრში თუ ბუნებასთან ახლოს.       




მაგალითად, საცხოვრებელი კომპლექსი უნივერსიტეტის ქუჩაზე, გათვლილია სიმშვიდის, სიმყუდროვის და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს მოყვარულთათვის. 




კომპლექსის თითოეული ბინიდან ულამაზესი ხედი იშლება ბუნებაზე.




რაც შეეხება  შარტავას ქუჩაზე მიმდინარე პროექტს- ქალაქის მჭიდრო განაშენიანებიდან გამომდინარე, რთულია ისეთი ტერიტორიების მოძიება, სადაც საცხოვრებელ კომპლექსთან ერთად, ეზოს მოწყობის საშუალებაც იქნება.  „მიუხედავად ამისა, ჩვენი კომპანია, მაქსიმალურად ცდილობს გადაუჭრას მობინადრეებს ეზოს და გამწვანების პრობლემა. მაგალითად,შარტავას პროექტზე,არ გვქონდა საშუალება გარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის,ამიტომ ჩვენმა არქიტექტორებმა,კომპლექსი ოპტიმალურად დააპროექტეს და საცხოვრებელი კომპლექსის მეორე სართული რეკრეაციულ და საბავშვო ზონას დაეთმო.


რეკრეაციული ზონა ნაწილობრივ ღია ცის ქვეშ იქნება განთავსებული. შარტავას 75-ში მიმდინარე მშენებლობა გამოირჩევა პანორამული ხედებით მტკვარზე და თბილისზე, რაც მას კიდევ უფრო განსხვავებულს და მოთხოვნადს ხდის, რადგან თბილისის ცენტრალურ უბნებში მსგავსი პროექტების დეფიციტია, შესაბამისად,  საცხოვრებელმა კომპლექსმა მიმდინარე ლოკაციაზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და ამ ეტაპზე ბინების 95% უკვე გაყიდულია“-აღნიშნავს აფაქიძე.


მომხმარებელს, გარდა საცხოვრებელი ბინებისა, სხვადასხვა მომსახურებასაც სთავაზობს, რადგან კომპანიისთვის  მნიშვნელოვანია, ბინების ჩაბარების შემდეგაც გაგრძელდეს  მათზე ზრუნვა.„ სამშენებლო ინვესტიციების“ თითოეულ მობინადრეს გადაეცემა კომპანიის საწევრო ბარათი, რომლის მეშვეობითაც მიიღებენ ექსკლუზიურ ფასდაკლებებს ობიექტებზე, რომელიც მათ მომავალი ბინის მოწყობისთვის აუცილებლად დასჭირდებათ.

 


კომპანიის  საწევრო ბარათი მოიცავს 20-მდე დიდ კომპანიას როგორებიცა,ა ფორუმი ახალი ნათება, ლაბორატორია ჩემი სახლი, იტალიური ბრენდი პალაცანი და სხვა.


კომპანია „სამშენებლო ინვესტიციების“  მიზანია, შეინარჩუნოს მოწინავე ადგილი ბაზარზე, კიდევ უფრო განვითარდეს და მომხმარებელს უწყვეტად შესათავაზოს ინოვაციური, ხარისხიანი და მაქსიმალურად კომფორტული პროდუქტები.  „უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხშირად ვესწრებით უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენებს. შარშან, გაერთიანებულ ემირატებში  “Cityscape Global”-ის გამოფენაზე მივიღეთ მონაწილეობა, სადაც ძალიან სერიოზული და მსხვილი პარტნიორები შევიძინეთ. 2019 წელს კი ვგეგმავთ Bau-ს გამოფენას დავესწროთ მიუხენში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური გამოფენაა უძრავი ქონების დარგში და მხოლოდ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება.


ჩვენი კომპანიის სლოგანია „ქალაქის ყველა უბანში“, შესაბამისად, ქალაქის სხვადასხვა უბნებში დაგეგმილი გვაქვს კიდევ რამოდენიმე დიდი პროექტის განხორციელება.


ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის იერსახე, ამიტომ თითოეული შენობის დაპროექტებას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და ვცდილობთ შევქმნათ მაქსიმალურად თანამედროვე შენობები, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის მიმდებარე ტერიტორიის გარემოსა და არქიტექტურას“-აღნიშნავს აფაქიძე.




კომპანია ასევე აქტიურად მუშაობს სასტუმრო ბიზნესში ინვესტირების საკითხზე. სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოეწერა ახალ პროექტს, რომელიც გულისხმობს გუდაურში საერთაშორისო სტანდარტების, ინოვაციური აპარტოტელების მშენებლობას, პროექტის მოცულობიდან გამომდინარე პროექტის მშენებლობა ეტაპობრივად განხორცილდება, ეს პროექტი საინტერესო იქნება როგორც სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის, ასევე უძრავ ქონებაში ინვესტირებით დაინტერესებული ადამიანებისთვისაც.


კომპანია სამშენებლო ინვესტიციები, მის მომავალ მობინადრეებს კომპანიის ისტორიაში უპრეცედენტო საახალწლო ფასდაკლებას სთავაზობს, რომელიც მხოლოდ დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.  

 


„კომერსანტი“ 





Deutche welle: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება

Deutche welle: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება
access_time2019-06-27 14:00:09
ქართული ღვინის ხარისხი ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა - ამტკიცებს როსპოტრებნადზორი, თუმცა ავსტრიელი და გერმანელი მეღვინეები ამას ვერ ამჩნევენ - ალბათ იმიტომ, რომ ყიდულობენ ყველაზე ხარისხიან ქართულ ღვინოს ევროპული ბაზრისთვის. მოთხოვნა კი სწრაფად იზრდება. „არც ჩვენ, არც მაკონტროლებელ ორგანოებს არ გვაქვს არავითარი პრობლემები ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით,“ - ამბობს ჰამბურგში მდებარე მაღაზია GeoVino-ს თანამფლობელი ანდრე...

გია ხუხაშვილი: ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში, ახალი პოლიტიკური კლასი კი ამოდის ზედაპირზე

გია ხუხაშვილი: ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში, ახალი პოლიტიკური კლასი კი ამოდის ზედაპირზე
access_time2019-06-27 12:30:59
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების პარალელურად, რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლება აანონსებდა, რომ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ტრიბუნიდან მთავრობის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მოგვასმენინებდა. ასევე დაანონსებულია, რომ ხვალ საკანონმდებლო ორგანოში მივა შს მინისტრი გიორგი გახარია. რამდენად სწორად გეგმავს ხელისუფლება პოლიტიკურ ნაბიჯებს და რამდენად...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარი გახდა - ლარის გაუფასურება გრძელდება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარი გახდა - ლარის გაუფასურება  გრძელდება
access_time2019-06-27 12:23:14
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის 1 აშშ დოლარი 2.8603 ლარად ივაჭრებოდა. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს, 2.8470 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2356 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა უფასურდება. მეტიც, ორი დღეა ლარი გაუფასურების...

სებ-ის განცხადება ლარის გაუფასურებაზე - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი

სებ-ის განცხადება ლარის გაუფასურებაზე - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი
access_time2019-06-27 11:50:53
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებასთანდ აკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციას „კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები. შესაბამისად, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების...

“ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოში წელს 1.7 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მლრდ ლარი იქნებოდა“

“ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოში წელს  1.7 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მლრდ ლარი იქნებოდა“
access_time2019-06-27 10:00:54
„ჩვენი მოლოდინი იყო, რომ წლის ბოლომდე საქართველოში ტურისტული მიზნებით 1.7 მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მილიარდი ლარი იქნებოდა. ბუნებრივია, დღეს ჩვენ ვდგავართ გამოწვევის წინაშე. ჩვენი როლი და ფუნქცია არის ის, რომ შევასუსტოთ ეს დარტყმა და დანაკარგი.“ რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი...


მსგავსი სიახლეები

up