დეველოპერული კომპანია "ბაგები სითი ჯგუფი" გადახდისუუნაროდ გამოცხადებას ითხოვს

დეველოპერული კომპანია "ბაგები სითი ჯგუფი" გადახდისუუნაროდ გამოცხადებას ითხოვს

access_time2017-01-26 13:00:02

ერთ–ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია „ბაგები სითი ჯგუფი" გადახდისუუნაროდ გამოცხადებას ითხოვს. კომპანიის წარმომადგენელმა მალხაზ ალბორაშვილმა 2016 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით. სასამართლომ განიხილა წარდგენილი განცხადება და მიიჩნია, რომ ის აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განცხადება მიღებულია წარმოებაში.

 

 

სასამართლომ კომპანიის მეურვედ აღსრულების ეროვნული ბიურო დაადგინა. მოვალეს აეკრძალა ნებისმიერი გარიგების დადება ან დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე. მეურვე ვალდებულია - განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტროული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს სასამართლოს. დაადგინოს ყველა კრედიტორი და შეატყობინოს გადახდისუუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

 


ამ პერიოდში შეჩერებულია „ბაგები სითი ჯგუფის" მიმართ იძულებითი აღსრულება. სასამართლოს გადაწყვეტილებით კრედიტორთა კრება მოწვეულია 2017 წლის 21 თებერვალს.



„ბაგების სითი ჯგუფის" დამფუძნებლებს შორისაა კახა ბენდუქიძის და ნუნუ ბენდუქიძე. კომპანიის დირექტორი ჯუმბერ ხატიაშვილია, რომელიც „რადიო კომერსანტთან" კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის შესახებ წარმოებაზე კომენტარს არ აკეთებს. მისი თქმით, კომპანიას ყველა პროექტი დასრულებული აქვს და მოქალაქეების მიმართ დავალიანება არ უფიქსირდებათ. ნუნუ ბენდიქიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ კომპანიასთან დიდი ხანია კავშირი აღარ აქვს ამიტომ კომენტარს ვერ გააკეთებს.

 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ 2014 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ნუნუ ბენდუქიძე დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. „ბაგები სითი ჯგუფის" საკუთრებაშია „პარკ თაუნი" (უძრავი ქონება), „გეო ფიტნესი" (საცურაო აუზი და სატრენაჟორო დარბაზი ვაკეში) და სასაწყობო ტერმინალი „ლილო 1". ჯგუფის პორტფოლიოში შედის რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი ვაკის რაიონში, „კვარიათის სასტუმრო და იახტ-კლუბი" და „ბათუმი პლაზა." 2012 წლის ბოლომდე „ბაგები სითი ჯგუფის" აქციათა 50 პროცენტიც ნინო ბენდუქიძეს ეკუთვნოდა. კომპანიის 33,49% ამჟამად კვიპროსში რეგისტრირებული კომპანიის Monsamin Investments Limited-ის საკუთრებაა, რომლის მფლობელთა სახელებიც ქართულ საჯარო დოკუმენტებში არ ფიქსირდება. ნინო ბენდუქიძე „ბაგები სითი ჯგუფის" უმსხვილესი აქციონერის სს „პარკ-პლეისის" (59.73%) საბჭოს თავმჯდომარეა.

 

 

ავტორი: სალომე სოსელია

 



„დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა

„დანკინმა“  ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა
access_time2020-04-07 12:30:35
ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად საუზმე მიართვა და საშუალება მისცა „დანკინის“ ყავით და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა. აქცია „ვისოლ ჯგუფის“ სოციალური კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოებას თანამედროვე გმირებს გააცნობს დევიზით #შექმენიისტორია. შეგახსნებთ, რომ „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და...

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“-ლაშა პაპაშვილი

„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“-ლაშა პაპაშვილი
access_time2020-04-07 14:00:16
„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“ -ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა. ის მთავრობის გადაწყვეტილებას ბიზნესის გადაზღვევასა და კომუნალურების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს და ამბობს,რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მოქალაქეებისთვის და შემდეგ ბიზნესისთვის. „ბიზნესისთვის სესხების გადაზღვევა რამდენად შეღავათს...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1794 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2200 ლარი ღირს
access_time2020-04-07 12:30:10
ლარი გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1762-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1794-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1740 ლარი შეადგინა.  შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1500 ლარად. „საქართველოს...

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს-შავლეგ მიშველაძე

უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე  გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს-შავლეგ მიშველაძე
access_time2020-04-07 12:25:48
ყოველდღიური ზარალი სახელმწიფო ბიუჯეტს: უაქციზო სასაქონლო ნომენკლატურის კოდზე (2901 10 000 00) გაურკვეველი, სავარაუდოდ აქციზური პროდუქტის იმპორტი ხორციელდება რაც გონივრულ ეჭვებს აჩენს - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარე, შავლეგ მიშველაძე. მიმდინარე წლის მარტის თვეში 2901 10 000 00 სასაქონლო კოდით (ორგანული ქიმიური ნაერთები, ნახშირწყალბადები, აციკლური გაჯერებული) - რეკორდული რაოდენობის...

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა
access_time2020-04-06 19:00:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული...


მსგავსი სიახლეები

up