დეველოპერული კომპანია ბინადარი ჟურნალისტებისთვის მედიატურს გამართავს

დეველოპერული კომპანია ბინადარი ჟურნალისტებისთვის მედიატურს გამართავს

access_time2019-10-21 16:01:00

დეველოპერული კომპანია „ბინადარი“ 22 ოქტომბერს ჟურნალისტებს უმასპინძლებს. მედიატურის ფარგლებში „ბინადარის“ გუნდი ჟურნალისტებს კომპანიის მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გააცნობს. მედიატურში მონაწილეობას 20-მდე სხვადასხვა არხის, ბეჭდური და ონლაინ მედია საშუალებების წარმომადგენლები მიიღებენ. ისინი თავად გაეცნობიან მშენებლობის სპეციფიკას და პროცესს.


მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტები დაესწრებიან პროექტის „ბინადარი ლისზე“ „ა“ ბლოკის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიას, სადაც კომპანიის წარმომადგენლები სიმბოლურ კაფსულას ჩადებენ. მედიატურის დასასრულს კომპანია გაათამაშებს მრავალფუნქციური სასტუმროს - „საფირი ჰოტელ & სპა ბაკურიანის“ საგზურებს, რომელიც ბაკურიანში მდებარეობს და „ბინადარის“ საინვესტიციო პროექტია.
„ბინადარი“ როგორც ბრენდი, სამშენებლო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ახალი და უფრო მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად. ამჟამად მიმდინარეობს სამი პროექტის მშენებლობა: „ბინადარი ვაკეში“ (ნინო ჟვანიას N3), „ბინადარი ლისზე“ (ლისის ტბის მიდებარედ, ა.ტაბიძის 41) და „ბინდარი დადიანზე 2“ (ც. დადიანის N59).


კომპანია დღეისათვის 500-მდე ლოიალურ და კმაყოფილ მობინადრეს ითვლის. დღეისათვის „ბინადარს“ სამი დიდი პროექტი აქვს დასრულებული - „ბინადარი ცაგარელზე“ (არჩილ ცაგარელის N3-ში), „ბინადარი ნუცუბიძეზე“ (შალვა ნუცუბიძის N129-ში) და „ბინადარი დადიანზე“ (ცოტნე დადიანის N63-ში).


„კომპანიის დაარსების დღიდანვე ჩვენ შევთანხმდით ბრენდის პლატფორმაზე და ვიცოდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი, რითაც მომავალი მობინადრეების ყურადღება უნდა მიგვეპყრო, ერთმნიშვნელოვნად იყო ხარისხი. ამასთანავე ჩვენი იმიჯის განმსაზღვრელი ფაქტორებია ადგილმდებარეობა, სანდოობა, ხელმისაწვდომი ფასი და დათქმული ვადები.“-აცხადებენ კომპანიაში.



დეველოპერული კომპანია უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება მომხმარებლთა მოთხოვნებს. ბინადარის გუნდი მშენებლობის დაწყებმდე ატარებს კვლევას და ირჩევს ყოველთვის ისეთ მდებარეობას, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი და კომფორტული იქნება პოტენციური მობინადრეებისთვის.


„ბინადარი“ თითოეული მიმდინარე პროექტის მშენებლობის პროცესშივე პარალელურად იწყებს სამომავლო პროექტებისათვის მზადებას. ამ ეტაპზე კომპანია მუშაობს 2 ახალ პროექტზე: „ბინადარის უბანი ისანში“ და „ბინადარი საირმეზე“.


ბინადარის პროექტები პრემიუმ კლასით გამოირჩევა, რაც ცალსახად უმაღლესი ხარისხის მასალას გულისხმობს. კომპანია ყოველთვის დროსთან და ბაზარზე არსებულ ტენდენციებთან ერთად ცვლის და ანაცვლებს არსებულ მასალას უკეთესით. პრემიუმ კლასი ესთეტიურ მხარესაც ითვალისწინებს და პროექტები ხარისხთან ერთად დახვეწილი ვიზუალითაც გამოირჩევა.


“ბინადარი“ პოტენციურ მობინადრეებს ყველა პროექტში სთავაზობს მშენებლობის მაღალ ხარისხს კონკურენტუნარიან ფასად. ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ მოქნილი გადახდის პირობით, რაც გულისხმობს შიდა უპროცენტო განვადებას ინდივიდუალური გრაფიკით და სურვილის შემთხვევაში, გრძელვადიან იპოთეკურ სესხს პარტნიორ ბანკებთან.


(R)



თეგები:
ბინადარი



Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია

Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია
access_time2020-04-01 20:00:58
1 აპრილს მილიონობით ამერიკის მაცხოვრებლისთვის იჯარის გადახდის ბოლო ვადა ყველაზე დამამძიმებელი აღმოჩნდა. უძრავი ქონების ყოველი მეოთხე მოქირავნე ახლა შემოსავლის მეოთხედზე მეტს საცხოვრებელზე იხდის. საცხოვრებლის ქირა კი მხოლოდ პირველია იმ გადასახადების რიგში, რისი მოგვარებაც აპრილში ხალხს მოუწევს -  კომუნალური გადასახადები, საკრედიტო ბარათები, დაზღვევა, იპოთეკა, სტუდენტური გადასახადი - ბევრი რამ რასაც არაერთი ამერიკელი უბრალოდ ვერ გასწვდება. კარგი ამბავი ისაა, რომ აპრილიდან სექტემბრის...

ლიბერთი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ლიბერთი  მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
access_time2020-04-01 17:50:52
დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ...

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა
access_time2020-04-01 19:00:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2413 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა...

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა
access_time2020-04-01 18:10:11
საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა. როგორც „კომერსანტმა“  გაარკვია, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა.    ინფორმაციის გადამოწმება მთავრობის ცხელ ხაზზეც ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ დეველოპერული საქმიანობა ქვეყანაში გუშინ აიკრძალა. 144-ზე გვითხრეს, რომ შპს-ს იმ შემთხვევაში აქვს მუშაობის უფლება...

ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს

 ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს
access_time2020-04-01 17:50:09
„თუ იქნება ჰესი, არ იქნება მდინარე აქ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ აქ იქნება პატარა, რუჩუაზე ოდნავ დიდი ნაკადული“, - ეს სიტყვები მოძრაობა „არა ონის კასკადის“ ერთ-ერთ აქტივისტს ეკუთვნის, რომელიც მან რაჭის სოფელ ნიგავზების მდინარის ვიდეოკადრებთან ერთად გამოაქვეყნა. ასე გააპროტესტა მან რაჭაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა. გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებული პროექტი მოწონებულია - 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად...


მსგავსი სიახლეები

up