„დეველოპერულ სექტორში ჯანსაღი კონკურენცია არსებობს, რაც ხარისხიან პროდუტზე აისახება“

„დეველოპერულ სექტორში ჯანსაღი კონკურენცია არსებობს, რაც ხარისხიან პროდუტზე აისახება“

access_time2020-01-05 14:00:15

2020 წელს  გუდაურში ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი მარშალ გუდაური დასრულდება.  რატომ შეირჩა გუდაური „მარშალ დეველოპმენტის“ პირველი პროექტის ადგილმდებარეობად  და რით არის გამორჩეული მარშალ გუდაური ? - რადიო „კომერსანტს“ საახალწლო ეთერში  კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ნუცა ხიდირბეგაშვილი ესაუბრა.


მისი განმარტებით, კომპანია „მარშალ დეველოპმენტისთვის“ 2019 წელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი წელი მისი არსებობის ისტორიაში. წელს საფუძველი ჩაეყარა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს. „დავიწყეთ „მარშალ გუდაურის“ პირველი ბლოკი,რომელიც მდებარეობს გუდაურის ცენტრში და მისი არქიტექტურიდან და სამშენებლო სპეციფიკიდან გამომდინარე, ვიმედოვნებთ,რომ იქნება გუდაურის ლენდმარკი. იგი წარმოადგენს აპარტჰოტელის ტიპის რეზიდენციას და იდეალურია საინვესტიციოდ.


გუდაური საქართველოს მოწინავე კურორტია, აქ ინვესტიციის გაწევა ყველაზე საინტერესოა, კონკურენციაც ნაკლებია და გაქირავების კუთხით, ფასი არ იცვლება. სხვა კურორტებზე, თუნდაც დედაქალაქში ფასი მერყეობს სხვადასხვა ვითარებიდან გამომდინარე, თუმცა გუდაურში ფასი სტაბილურია და ჩადებულ თანხას ძალიან მოკლე ვადაში იღებ. გვაქვს პატარა გეგმარების ბინები, ვაბარებთ რემონტით, ფასი დემოკრატიულია,თუმცა გუდაური, ზოგადად არ არის ის კურორტი,სადაც დაბალი ფასით გამოირჩევიან დეველოპერები,- აღნიშნავს ნუცა ხიდირბეგაშვილი. მისი თქმით, ბინები საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანებზეა გათვლილი.



პროექტი დაფინანსებულია სრულად თიბისი ბანკის მიერ, იპოთეკური სესხი მარტივი პროცესია, კარგი პირობებით. პროექტი ძალიან ლამაზია ვიზუალურად, მდებაორებს წამყვან ლოკაციაზე, აქვს sky in და sky out კონცეფცია. ერთ სივრცეშია მოქცეული უამრავი სხვა სივრცე, რომელიც კომფორტს უქმნის მობინადრეს.


ბოლო წლებია,  საქართველოში მშენებლობის ბუმია დაწყებული, ფასებმა ბევრ რეგიონში დაიწია, თუმცა გუდაურზე ამას ვერ ვიტყვთ. ძალიან კარგია,რომ ამდენი დეველოპერი არსებობს, გვაქვს ჯანსაღი კონკურენცია, ყველა დეველოპერი ცდილობს,რომ თავისი ინდივიდუალური დიზაინითა და ხარისხით გამოიჩინოს თავი სხვა დეველოპერებისგან და უფრო კარგი პროდუქტი დადოს,- ამბობს ნუცა ხიდირბეგაშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up