დეველოპერებმა სამშენებლო მანქანების ჩამოსარეცხი ადგილის მოწყობაზე მერიისგან გაფრთხილება უკვე მიიღეს

დეველოპერებმა სამშენებლო მანქანების ჩამოსარეცხი ადგილის მოწყობაზე მერიისგან გაფრთხილება უკვე მიიღეს

access_time2017-12-25 09:40:04

სამშენებლო და დეველოპერულმა კომპანიებმა მანქანების ჩამოსარეცხი ადგილის მოწყობაზე მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან გაფრთხილება უკვე მიიღეს. როგორც მათი ნაწილი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, ასეთი ადგილების მოწყობა და ახალი ვალდებულება მათ ხარჯს გაუზრდის. საუბარია წყლის გადასახადზე, რამდენადაც წყლის კომერციული ტარიფი ბევრად მაღალია, ვიდრე ფიზიკური პირების. 


სასმელი წყლის მიწოდებისა და ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და კომერციული სექტორისთვის შეადგენს 4.41674 ლარს 1მ3-ზე, აქედან: 1მ3 წყლის მიწოდების ტარიფი არის 3.52112 ლარი; 1მ3 ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი – 0.89562 ლარი. ფიზიკური პირებისთვის კი წყლის ტარიფი შეადგენს 0.2655 ლარს 1მ3-ზე.


შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ თბილისის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურებს თხოვნით მიმართა, რომ არცერთი ნებართვა არ გასცენ, თუკი სამშენებლო ობიექტებზე არ მოეწყობა ადგილი, სადაც მანქანების ჩამორეცხვა იქნება შესაძლებელი.


მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი კანონმდებლობით არის დარეგულირებული, რაც ქუჩაში ნაგვის დაყრას გულისხმობს და თუ ეს უფრო მკაცრად გაკონტროლდება, კარგი იქნება.


„ეს სიახლე არ არის. ქალაქში ნაგავი რომ არ უნდა დავყაროთ, ეს სავალდებულო წესი კანონით ისედაც რეგულირდება. მშენებლობიდან გარეთ გამოსული მანქანა, რომელიც ქალაქს დაანაგვიანებს, უნდა დაჯარიმდეს. ახლა ალბათ, მერია ამ საკითხს უფრო მეტად გაამკაცრებს და გააკონტროლებს. სამრეცხაო ფართის მოწყობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ჭიშკართან მოწყობილი უნდა იყოს პატარა ფართი, სადაც ბეტონი და „კერხერი“ იქნება და იქიდან გამოსული სატვირთო მანქანა გაირეცხება. ქალაქში ჭუჭყიანმა მანქანებმა არ უნდა იარონ. რომ ამბობენ მსგავსი ფართის მოწყობა ხარჯებს გაზრდისო, მესმის, მაგრამ სხვანაირად როგორ იქნება? სხვის დაყრილ ნაგავს მოსახლეობა ხომ არ დაალაგებს? ვინც დაყარა, იმან უნდა აალაგოს“, - აცხადებს როსტომაშვილი.

 


სამშენებლო კომპანია „ჯიდიჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძეც იწონებს მერის ინიციატივას. ხარჯების გაზრდაზე ისიც საუბრობს, თუმცა თვლის, რომ სამრეცხაო ფართის ქონა აუცილებელია.


 „ჩვენ უკვე მივიღეთ მერიის ზედამხვედველობის სამსახურისგან მითითება, რომ ობიექტებზე სამრეცხაო ადგილი მოვაწყოთ. ადრე მქონდა სამრეცხაო იმიტომ, რომ ქალაქის ცენტრალურ უბნებში მშენებარე ობიექტებზე მსგავსი ადგილის მოწყობაზე მოთხოვნა ყოველთვის იყო. რა თქმა უნდა, არ არის კომფორტული გადაწყვეტილება ჩვენთვის, მაგრამ უნდა შესრულდეს. ფართის მოწყობას დიდი ხარჯი არ სჭირდება. თავდაპირველად დაახლოებით 2000 ლარია საჭირო. შემოდგომში წყალზე დამატებითი გადასახადის გადახდაც მოგვიწევს.  ჩვენ თუ არაფერს მოგვთხოვენ და ნაკლები დანახარჯი გვექნება, კარგია, მაგრამ ეს იმას არ გულისხმობს, რომ ქალაქს ზიანი მივაყენოთ. მერია ქალაქს ასუფთავებს და ამ დროს გავიდეს ჩვენი ობიექტიდან ჭუჭყიანი მანქანა, ეს არასწორი იქნება.


რაც შეეხება ფართის სიმცირეს, ეგ პრობლემა დგას, მაგრამ გამოსავლის მოძებნა შეიძლება. სამშენებლო ობიექტზე პატარა ფართის მონახვა შეიძლება“, - განცახადა ბეჟან წაქაძემ.


კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია „აქსისის“ გენერალური დირექტორი გიორგი კაპანაძე კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივა კარგია, რადგან ყველა დეველოპერზე გავრცელდება, აქამდე კი დეველოპერები არათანაბარ პირობებში იყვნენ.


„ჩვენ ასეთი ადგილები ყველა სამშენებლო ობიექტზე გვაქვს.  ჩვენ ნორმებს ვიცავთ, დამატებით ხარჯებს ვიხდით და ზოგი ნორმებს არ იცავს და ამ გზით ხარჯების შემცირებას ცდილობს. ვთვლი, რომ ყველას უნდა ჰქონდეს. უსამართლობაა, რომ ზოგს აქვს და ზოგს - არა.


სამრეცხაოს მოწყობას განსაკუთრებული ფართი არ სჭირდება. აუცილებელია „კერხერის“ ქონა. ჩვენთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენს“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 





წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება
access_time2020-07-09 11:07:40
„წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება“-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდინოს  რთველის სუბსიდირება, საუბარია, რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშებზე.  „ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია, შესაბამისი დავალება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე მიცემული აქვს, თუ საჭირო გახდა სახელმწიფოც ჩაერთვება გაყიდვებში. ქართველმა მევენახეებმა უნდა...

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება
access_time2020-07-09 10:48:13
ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მოვიდა ნანატრი დრო! გავიარეთ ყველანაირი შემოწმება და დღეს, 9 ივლისს ვიხსნებით! დიდი ხნის განშორების შემდეგ, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას მზის მცხუნვარე სხივებისგან გაგრილება, ჩვენს გრილ, ჩუხჩუხა აუზებში დღეიდან შეგიძლიათ! მზე, აუზები, სრრიალ-ბზზრიალა ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები - ესაა ყველაფერი, რაც ნანატრი...

„კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან“ - World Class Georgia

„კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან“ - World Class Georgia
access_time2020-07-09 11:30:37
საკოორდინაციო საბჭომ საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ ბიზნესი ახლა შრომის ინსპექციის შემოწმებას ელოდება. ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე უკვე დარეგისტრირდა „World Class Georgia“. სპორტული დარბაზის მარკეტინგის დირექტორი ნინი ხუროძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც „World Class“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისგან დადებით პასუხს მიიღებს ფიტნეს ცენტრს მეორე დღესვე გახსნიან. ამ ეტაპზე ხუროძისთვის უცნობია როდის...

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს  გაზრდის
access_time2020-07-09 10:00:31
საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: მხარდაჭერის პერიოდს და პრემიალურ ტარიფს. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით მხარდაჭერის პერიოდი განისაზღვრება სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისა და წარმოების ლიცენზიის (კანონმდებლობით ასეთი საჭიროების შემთხვევაში) გაცემიდან ათი წლის ვადით, წელიწადში 8 თვის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...


მსგავსი სიახლეები

up