დეველოპერებმა ფასდადება ლარში უნდა განსაზღვრონ -"პრემიერის ინიციატივა სამშენებლო ბიზნესს დააზარალებს"

დეველოპერებმა ფასდადება ლარში უნდა განსაზღვრონ -"პრემიერის ინიციატივა სამშენებლო ბიზნესს დააზარალებს"

access_time2016-11-30 10:10:22

დეველოპერული კომპანიების ნაწილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ბიზნესისთვის ხელიშემშლელ ფაქტორად მიიჩნევს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მომზადდება რეკლამის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ნებისმიერი საქონლის, ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება აუცილებელი იქნება ლარით.


„ეს არ გულისხმობს სხვა ვალუტით ფასის გამოცხადების აკრძალვას. მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი უნდა გამოაცხადოს ლარით. სურვილის შემთხვევაში, მიუთითოს ფასი ნებისმიერი სხვა ვალუტით. შედეგად შემცირდება ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულება უცხოურ ვალუტაზე, დოლარზე და სავალუტო ცვლილებები ნაკლებ გავლენას მოახდენს ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე", -განაცხადა კვირიკაშვილმა.


„კომერსანტი" დაინტერესდა, როგორ აფასებენ პრემიერის ინიციატივას დეველოპერული კომპანიები და რა შედეგის მომტანი იქნება ეს როგორც სექტორისთვის, ისე ზოგადად, ქვეყნისთვის?

 


დეველოპერული კომპანია „რედკოს" მენეჯერი მალხაზ კუნელაური აცხადებს, რომ მთავრობის ინიციატივა სავარაუდოდ, დიდი რისკის მომტანი იქნება და ბიზნესს დააზარალებს. მისი თქმით, არ იქნება კარგი, რომ მთავრობა სექტორში ხელოვნურად ჩაერიოს. „სამშენებლო სექეტორზე ეს მართებული არ იქნება და ეს დარგს პრობლემას შეუქმნის. ადგილობრივ ბაზარზე არის მინიმალური წარმოება იმ სამშენებლო მასალების, რომელსაც ვიყენებთ. ბაზარი ძირითადად იმპორტირებულ მასალებს მოიხმარს, მითუმეტეს, თუ სამშენებლო კომპანია პრემიუმ დონის ობიექტებს აშენებს. მასალები კომპანიამ დოლარში შეიძინოს და ის შემდეგ ლარში გაყიდოს, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ლარის კურსის ვარდნა ვერ ჩერდება და ყოველდღიურად უფრო და უფრო უფასურდება, დიდი რისკის შემცველია."-აცხადებს კუნელაური.


მისივე თქმით, დეველოპერებს ინვესტიციები ძირითადად უცხოურ ვალუტაში შემოაქვთ. შესაბამისად, ამას თავისი ამონაგები უნდა ჰქონდეს.



„რისკი მაღალი იქნება, შესაძლოა, უძრავ ქონებაზე ფასებიც გაიზარდოს, თუმცა, ეს დამოკიდებული იქნება, ლარის გაუფასურება რა ინტენსივობით გაგრძელდება"-აცხადებს კუნელაური.

 


სამშენებლო კომპანია „ათორის" ხელმძღვანელი ბესო თხელიძე განმარტავს, რომ პრემიერის ეს ინიცაიტივა ქვეყანაში არაფერს არ შეცვლის, რადგან სამენებლო სექტორში გაყიდვები ისედაც ლარში იყო. რაც შეეხება მასალების შესყიდვას, თხელიძე ამბობს, რომ კომპანია „ათორი" საბრუნავ სახსრებს ისედაც ლარში, ქართულ ბაზარზე ყიდულობდა.


„მე პირადად იმპორტირებულიც რომ იყოს, საქართველოს ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში ვყიდულობ. ბინების გაყიდვებზეც და მასალებზეც საორიენტაციოდ ვუთითებთ ხოლმე დოლარს. გადახდის დღეს კი ანგარიშწორებას ლარში ვაკეთებთ. კანონში ეს იდო. ჩვენ დოლარის აღების უფლება არ გვაქვს. კლიენტი კომპანიის ანგარიშზე ლარში რიცხავს თანხას. პრემიერის ეს ინიციატვა არაფერსაც არ შეცვლის. ველოსიპედის ხელახლა გამოგონებაა."-აცხადებს თხელიძე.

 


მისი თქმით, ჯობს ხელისუფლებამ სამშენებლოს სექტორითვის სხვა ტიპის პრობლემები მოაგვაროს. კერძოდ, მისი თქმით, ბოლო პერიოდში საკმაოდ გართულებულია ნებართვების გაცემა. „შემოიღეს უაზრო, ახალი წესები. ეს კი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელს უშლის"-აცხადებს თხელიძე. 

 


დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფის" გენერალური დირექტორი ნინო ღოღობერიძე იწონებს მთავრობის ინიციატივას და აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილება გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს. მისი განცხადებით, ეს წამოწყება გაუმარტივებს ყველა პოტენციურ მყიდველს და დაინტერესეუბლ პირს, რომ ბინა შეიძინოს. „კლიენტებს არ ექნებათ იმის შიში, რომ თუ ერ თვეში გადასახდელი აქვთ 1000 ლარი, მეორე თვეში შესძლოა 1300 ლარი ჰქონდეთ გადასახდელი"-აცხადებს ღოღობერიძე.

 


რაც შეეხება ბიზნესს, მისი მტკიცებით, შესაძლოა რიგ შემთხვევაში ამ ინიციტივამ ზარალი მიაყენოს კომპანიას, თუმცა, ბალანსი დაცული იქნება და საბოლოო ჯამში, სექტორითვისაც და მომხმარებლებისთვისაც კარგი ეფექტის მომტანი იქნება.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 




„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up