დეველოპერები მერის განცხადებას K2 კოეფიციენტის მატების და გაყიდვის აკრძალვის შესახებ დადებითად აფასებენ

დეველოპერები მერის განცხადებას K2 კოეფიციენტის მატების და გაყიდვის აკრძალვის შესახებ დადებითად აფასებენ

access_time2019-02-15 18:00:34

დეველოპერები დედაქალაქის მერის ახალ  გადაწყვეტილებას, თბილისის ზოგიერთ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი შენობების მშენებლობის აკრძალვასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებენ. მათი აზრით, მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ დეველოპერულ ბაზარზე ერთიანი თამაშის წესები უნდა დამკვიდრდეს, რათა სამშენებლო ბიზნესი მეტად დარეგულირდეს და ჯანსაღი კონკურენცია იყოს. სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ K2 კოეფიციენტის მატების აღკვეთა ფასებზე და მოთხოვნაზე გავლენას არ იქონიებს.


„ჯიდიჯი პლუსის“ დამფუძნებელ ბეჟან წაქაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია სამშენებლო ბიზნესში ერთიანი თამაშის წესების არსებობა, რადგან წარსულში კარგ მშენებლად მხოლოდ ის ითვლებოდა, ვინც მაღალ კოეფიციენტზე აკეთებდა სწორებას. წაქაძის თქმით, ახალი ინიციატივა ბაზარზე სიტუაციას დაარეგულირებს.


“K2 მატების და გაყიდვის აკრძალვის შემდეგ, არავის ექნება ილუზია, რომ მშენებლობის პროცესში კოეფიციენტს მოიმატებს. ბაზარი კონკრეტული კოეფიციენტის დადგენის საკითხს შეეჩვევა და პროცესიც დროთა განმავლობაში დარეგულირდება. არ მგონია ბიზნესი დაზარალდეს, რადგან ყველა ერთნაირ პირობებში აღმოჩნდება,“ - განაცხადა წაქაძემ.


ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ მომავალში, ბინების ყიდვისას, მომხმარებელს ადგილმდებარეობის და არქიტექტურის თვალსაზრისით, მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება ექნება, ხოლო მაღალსართულიანი შენობების განთავსება ქაოტურად აღარ მოხდება.


დეველოპერული კომპანია „ბინადარის“ დამფუძნებლის გოგა ტალახაძის განცხადებით, ახალი რეგულაცია მისაღებია, რადგან ინვესტორისთვის განსაზღვრული იქნება, სად რა უნდა აშენდეს. მისივე მოსაზრებით, ბინების ფასზე და მოთხოვნაზე ახალი რეგულაცია გავლენას არ იქონიებს.



„ეს დროული და სწორი ინიციატივაა, რადგან არ შეიძლება ყველგან მაღალი შენობის აშენება. კარგია, თუ ბაზარზე მდგომარეობა დარეგულირდება და K2 კოეფიციენტის მატება და გაყიდვა აღიკვეთება,“ - აღნიშნა გოგა ტალახაძემ.


თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მშენებლობაზე აღიკვეთება K2 კოეფიციენტის  მატება და გაყიდვა. კახა კალაძის თქმით, კოეფიციენტის გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას. თბილისის მერის განცხადებით, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა ეს ინიციატივა ძალიან სწორად გააანალიზეს. მერის განცხადებითვე, ის პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან იყო დამკვიდრებული, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.


ახალი რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში.


K2 გვიჩვენებს, თუ რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები, რაც გამოითვლება შემდეგნაირად: თუ მიწის ნაკვეთი 400 კვ.მ-ია, ნორმატიული K2 კი 1.8, საპროექტო K2-ს მივიღებთ : 400*1.8=720 კვ.მ (ესე იგი შენობის სართულების საერთო ფართი არ უნდა აღემატებოდეს 720 კვ.მ-ს.


ლიკა გურაბანიძე







შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“

შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“
access_time2020-01-27 12:40:08
 2018 წელს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების შესაძლებლობების შესწავლასა და გამოვლენას. რამდენიმე დღის წინ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა და პროექტის ბედი დღემდე...

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!
access_time2020-01-27 09:54:23
2020 წლიდან, მეგატექნიკის მაღაზიათა ქსელში თქვენ შეძლებთ სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამიანი სმარტფონების შეძენას. მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია სამსუნგის სარეცხი მანქანებიც, ეტაპობრივად კი სამსუნგის პროდუქტების სხვადასხვა კატეგორიებსაც შემოგთავაზებთ.  ქართველმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის სამსუნგის ჰოლოგრამის მნიშვნელობა, თუმცა კიდევ ერთხელ...

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ
access_time2020-01-26 20:00:26
ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები სულ უფრო იზრდება. საინტერესოა, რატომ წარმოიქმნება მუდმივად ახალ-ახალი ვირუსები? რატომ არ არსებობს უნივერსალური წამალი? მოსალოდნელია თუ არა ახალი გლობალური ეპიდემია?   როგორ წარმოიქმნება გლობალური ეპიდემია? გლობალურ ეპიდემიას ან პანდემიას უწოდებენ დაავადებას, რომელიც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან ქალაქის ფარგლებში ვრცელდება, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს და ამით ადამიანების...

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა
access_time2020-01-26 19:00:51
Hyundai და Kia-მ ერთობლივად ჩადეს 100 მლნ.  საავტომობილო სტარტაპ Arrival-ში, რომლის ღირებულებაც შეფასდა 3 მლრდ. დოლარად - კომპანია შექმნა რუსეთის მოქალაქე დენის სვედრლოვმა, რომელიც ამჟამად საქმიანობს ინგლისში. შესაბამისად, კორეული გიგანტები მიიღებენ კომპანიის აქციების 3,3%-ს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარიგების მიზანია კომერციული ელექტრომობილების საყოველთაო დანერგვა, და 2025 წლისთვის ამ ტიპის მანქანების მწარმოებელთა სამეულში...

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის
access_time2020-01-26 15:00:16
Google-ის ახალი ყურსასმენი - Pixel Buds – თავსებადი იქნება Pixel-ის სმარტფონებთან.   მოწყობილობა შეუერთდება ვირტუალური თანაშემწეს პროგრამას Google Assistant და გააქტიურდება სპეციალური ღილაკის დაჭერით.   ყურსასმენის მართვა შესაძლებელია ხმოვანი მითითებებით - მაგალითად, მომხმარებელს შეეძლება სთხოვოს მოწყობილობას ჩართოს ესა თუ ის სიმღერა, დარეკოს ტელეფონით, უჩვენოს გზა, და ა.შ.   თუმცა, ახალი ყურსასმენის ყველაზე საინტერესო ფუნქცია იქნება...


მსგავსი სიახლეები

up