დეველოპერები მერიის ახალ რეგულაციას არასაჭიროდ მიიჩნევენ

დეველოპერები მერიის ახალ რეგულაციას არასაჭიროდ მიიჩნევენ

access_time2018-02-08 09:00:45

„ტრანსპორტისა და ეკოლოგიის მიმართულებით გარკვეული რეგულაციები ისედაც არსებობს და ჩვენ სწორედ ამის მიხედვით ვმუშაობთ. ახალი პროექტი კონკრეტულად რას გულისხმობს არ ვიცი, მარგამ ფაქტია K3 კოეფიციენტის გამწვანების ვალდებულება აქამდეც იყო და ეს ახალი არ არის“,- ასე შეაფასა თბილისის მერიის ინიციატივით კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების  შეტანის პროექტი   კომპანია „რედკოს“ პროექტების მენეჯერმა მალხაზ კუნელაურმა.


მისი განცხადებით,  სატრანსპორტო მიმართულებითაც მოქმედებს რეგულაცია, რომელიც  გამტარობის გათვლას და მათ შორის შენობის განთავსებას ითვალისწინებს.  ხდება  პარკირების რაოდენობის გათვალისწინებაც.


„კანონმდებლობით  პარკინგის გარეშე პროექტს ვერ შეათანხმებს, მაგრამ გვხვდება მაგალითები, რომ კორპუსს პარკინგი არ აქვს.  ეს სხვა პრობლემაა. დღეს პარკინგის ადგილები აქტიურად იყიდება და სხვა დანიშნულებას ხმარდება. მის ადგილას შეიძლება მაღაზია, სალონი ან თონე შეგვხდეთ. ვფიქრობ, მუშაობა ამ მიმართულებითაა საჭირო. რაც შეეხება გამწავენის საკითხს, 2009 წლიდან მოქმედებს K3 კოეფიციენტის საჭიროება და ზოგან მცირე ტერიტორიაა გამოყოფილი რეკრეაციისთვის, ზოგან უფრო დიდი. მთავარია ახალი მიდგომები ხისტი არ იყოს ბიზნესისთვის“,-აცხადებს კუნელაური.


მალხაზ კუნელაურის მსგავსად პრობლემას სხვა მიმართულებაში ხედავს კომპანია „GDG+“-ის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძეც.  მისი თქმით, აღნიშნული მოთხოვნები გარკვეულ პროექტებზე მანამდეც ვრცელდებოდა, მთავარი სირთულე კი დასაბუთების გამცემი პირია.



„აქ არის ერთი მთავარი პრობლემა. ვინ მოგვცემს მაგალითად, ქვეითთა გადაადგილების ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის შესაბამის დასაბუთებას, რომელიც დეველოპერმა მერიაში უნდა წარადგინოს?! ვის მივმართოთ და საერთოდ, გვყავს ასეთი სპეციალისტები? ხომ არ ჯობია, ჯერ გარკვეული ჯგუფი გადამზადდეს და მერე მივიღოთ კანონი?,“-აცხადებს წაქაძე.


მისივე თქმით, პირველ რიგში, სამშენებლო კომპანიებს  უნდა მოეთხოვოთ ლიცენზია ვინ აშენებს, რას და როგორ, რადგან ბაზარზე არაერთი გაურკვეველი მშენებელია, რომელიც დღეს ხსნის კომპანიას და ხვალ იწყებს მშენებლობას.


თბილისის მერიის  ტრანსპორტის, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურებმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების პროექტები გააცნეს.  პროექტის თანახმად, დეველოპერები ვალდებული იქნებიან, მერიაში ტრანსპორტის გამტარუნარიანობის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობისა და ქვეითთა გადაადგილების შესახებ დასაბუთება წარადგინონ. გარემოს დაცვის კუთხით კი, სამშენებლო კომპანიებისთვის K3 კოეფიციენტის გამწვანების ვალდებულება იქმნება


მერიაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური 22 თებერვლიდან, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად ჩამოყალიბდება.


ავტორი:სალომე ლემონჯავა 

 

 





ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს
access_time2021-07-28 15:45:22
ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და ბბ ლიზინგს შორის მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ მეწარმეებს ისარგებლონ ჰუალინგ ჯგუფში შემავალი ამ ორი კომპანიის მიერ შექმნილი ერთობლივი უნიკალური შეთავაზებით. შეთავაზებაში მოიაზრება ჰუალინგის თიზ-ში, საწარმოო პროექტებისათვის აუცილებელი მანქანა-დანადგარების ლიზინგის განსაკუთრებული პირობებით დაფინანსებას და ბიზნესისთვის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ საწარმოო სივრცეებით...


მსგავსი სიახლეები

up