კოოპერატივებით დაზარალებული ოჯახებისთვის ბინების მშენებლობა ბაზარზე კონკურენციას შექმნის

კოოპერატივებით დაზარალებული ოჯახებისთვის ბინების მშენებლობა ბაზარზე კონკურენციას შექმნის

access_time2018-05-16 16:00:40

კოოპერატივებით დაზარალებულ 3 ათასამდე ოჯახს მერია საცხოვრებელ ფართს გადასცემს. ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

„კომერსანტი“ დაინტერესდა რას შეცვლის დეველოპერულ და სამშენებლო ბაზარზე მერის ახალი ინიციატივა.

სამშენებლოების ზოგიერთი წარმომადგენელი კონკურენციაზე საუბრობს.

 

დეველოპერული კომპანია GDG+ის დამფუძნებლი ბეჟან წაქაძის განცხადებით, ბაზარზე კონკურენცია თავისთავად იქნება, თუმცა ამ ეტაპზე მერიის მხრიდან გარკვეული დეტალების დაზუსტება უნდა მოხდეს.

 

„მერის მიერ გაკეთებული განცხადება თავისთავად ჰუმანურია, რადგან ის დაზარალებულებს ეხმარება. თუმცა ის დეველოპერები, ვინც სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებენ თავისთავად ეს ბაზარზე კონკურენციას შექმნის. ამ ეტაპზე ძალიან ბევრი დეტალია გასარკვევი მაგალითად ის, თუ მერია როგორი ფორმით ჩაატარებს ტენდერს და მასში მონაწილეობას ვინ მიიღებს,“ - აღნიშნა წაქაძემ.



განსხვავებულ აზრზეა სამშენებლო კომპანია „ივერონის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი და მას მიაჩნია, რომ ტენდერებში მონაწილეობის მიღება მცირე კომპანიებმაც უნდა შეძლონ.


„ეს თემა აქტუალურია და საინტერესოა მერია როგორ დატვირთვას მისცემს, როგორი ფორმით მოხდება მშენებლობები და ის თბილისის იერსახეს რამდენად მოუხდება.  ასევე კარგი იქნება თუ მცირე კომპანიებს მიეცემათ ტენდერებში და მშენებლობაში მონაწილეობის უფლება, რათა ბაზარზე მათაც გაუჩნდეთ შანსი,“ - აღნიშნა ჯაყელმა.

 

მთავრობის სხდომის დაწყებამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ერთ-ერთი თემა, რასაც კახა კალაძე შეეხო ეს კოოპერატიევებით დაზარალებული 3 ათასამდე ოჯახია. მერის თქმით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ადამიანები ბინის გარეშე არიან დარჩენილები, ახლა კი დროა მათი დაკმაყოფილება მოხდეს.

 

„ესენი არიან სახლემწიფოს მიერ დაზარალებული ოჯახები, რომელთან თავის დროზე მთავრობას გადაუხადეს ფული ფართისთვის, თუმცა დღემდე საცხოვრებელი ბინის მოლოდინში არიან. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება ეს პრობლემა ჩემი მერობის პერიოდში სრულად მოგვარდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ  მიწის ნაკვეთები, რომელზეც  სახლების მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო, ნაციონალური მოძრაობის დროს პრივატიზირებულ იქნა სხვა პირებზე, თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილებით პრობლემა მაინც მოგვარდება“, - განმარტავს კალაძე.

 

მერის განცხადებით, სახლების მშენებლობისთვის პირველ ეტაპზე გამოიყოფა 16 ჰექტარი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწა, რომელიც მინიმუმ 800 ოჯახს დააკმაყოფილებს. უახლოეს მომომავალში კი დაგეგმილია დამატებითი ისევ მუნიციპალიტეტის მიწების გამოყოფა. რაც შეეხება ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების, რიგითობას, კახა კალაძის განცხადებით,  პრიორიტეტი სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიენიჭებათ.


ავტორი: ლიკა გურაბანიძე




კომპანია „სილქნეტის“ განცხადება

კომპანია „სილქნეტის“ განცხადება
access_time2019-01-22 22:27:41
კომპანია სილქნეტი სპეციალურ განცხადებას  ავრცელებს. კომერსანტი ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორში 2018 წელს განხორციელებული ბაზრის ლიდერი ორი კომპანიის  - სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანების შედეგად, შეიქმნა სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელმაც ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული ტელეფონიის სერვისები გააერთიანა მობილურ სერვისებთან და მომხმარებლებს...

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდა

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები  გაუარესდა
access_time2019-01-22 20:00:20
საერთაშორისო ორგანიზაცია Fund for Peace ყოველწიურად ადგენს სახელმწიფოების მდგრადობის რეიტინგს, რომელიც ასახავს სხვადსხვა ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების დონეს. სიის შემდგენელთა განცხადებით, მათი მიზანია პოლიტიკოსების გაფრთხილება შესაძლო დაძაბულობის და კონფლიქტების შესახებ. ინდექსი ზომავს ქვეყნებს სტაბილურობის დონეს. 2018 წლის მონაცემებით, საქართველომ დაიკავა 83-ე ადგილი 178 ქვეყანას შორის და 120...

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“
access_time2019-01-22 19:00:48
მთავრობამ 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის აამოქმედა. დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს....

„პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს

 „პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს
access_time2019-01-22 16:00:54
„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევროს ფინანსური სახსრები“ — პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული ეს განცხადება მედიაში დავის საგანი გახდა. ვებ-პორტალი „ბათუმელების“ ინფორმაციით, ევროკავშირს საქართველოსთვის აღნიშნული ფინანსური სახსრები არ გამოუყვია. შესაბამისად, პრემიერის ნათქვამი არასწორია. კომერსანტმა საკითხში გარკვევის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც ექსკლუზიურად...

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან
access_time2019-01-22 14:00:47
„საქართველოში მეწარმეები  ბიუროკრატიას ეწირებიან. აქამდე ამ თემაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდი, რადგან არ მინდოდა ფერმერთა ასოციაციის სახელი გამომეყენებინა. თუმცა ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ მე არ ვარ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩემი ფერმა გავყიდო, რომ მეტი დრო დავუთმო ფერმერთა ასოციაციას და დავეხმარო სხვა ფერმერებს, რომ იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. “,— ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ კომერსანტს...


მსგავსი სიახლეები

up