დეველოპერები დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ

დეველოპერები დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ

access_time2021-10-11 15:08:40

დეველოპერებისთვის, რომლებიც დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებას უზრუნველყოფენ, საგადასახადო შეღავათის ამოქმედება იგეგმება. შეღავათი იმ მშენებლობებს ეხება, როცა მშენებელს დაუსრულებელი ნაგებობის დემონტაჟი და იმავე ადგილას ახალი შენობის აშენება უწევს.

 


ამ მიმართულებით “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მომზადდა, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

 


მოქმედი “საგადასახადო კოდექსი“ განსაზღვრავს გარკვეულ პირობებს შეღავათებისათვის იმ მშენებლობებზე, რომლებზეც მშენებლობის ნებართვის გაცემის კუთხით გარკვეული ტიპის ადმინისტრაციული წარმოებები დაწყებული იყო 2008 წლის 8 აგვისტომდე და ეს მშენებლობები ვერ დასრულდა. კერძოდ, ერთ-ერთ ასეთ პირობას წარმოადგენს შემდეგი: - მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებული უნდა იყოს 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში ან იმ ობიექტში, რომელზედაც 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა.

 


როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, დღეის მდგომარეობით ისევ არსებობს ისეთი ობიექტები, რომლებზე მშენებლობის ნებართვა გაცემულია 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით ან 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით შეთანხმებული იყო არქიტექტურული პროექტი და მშენებლობის ნებართვა მერე გაიცა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

 



“პრაქტიკაში წარმოიშვა შემდეგი პრობლემა: - მშენებლობის მარეგულირებელი სამართლის მიხედვით, როცა არსებული დაუსრულებელი მშენებლობის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი მშენებლობის განხორციელება ხდება, ეს ითვლება უკვე როგორც ახალი მშენებლობის ნებართვა. ასეთ შემთხვევაში, ვეღარ ხდება “საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა (რადგან ახალი მშენებლობის ნებართვა გაიცემა უკვე დღეს, ანუ 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ). რეალურად, კი მშენებლობა ისევ იგივე ადგილას ხორციელდება და დემონტაჟიც უნდა განხორციელდეს იმიტომ, რომ მისი არსებული მდგომარეობა საფრთხის შემცველია და არ შეიძლება მასზე დაშენება, მიშენება და ა.შ. რამდენიმე პროექტზე კი ამის აუცილებლობა (შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი მშენებლობის განხორციელება) უკვე წარმოიშვა და არ არის გამორიცხული, საზოგადოებრივი უსაფრთხოებიდან გამომდინარე სხვა შემთხვევაშიც გახდეს ეს საჭირო.

 

დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების დროს, კომპანიების უმრავლესობას უკვე დასრულებული აქვთ საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა, მიღებულია გადაწყვეტილებები კონკრეტული სამშენებლო მოცულობების შესახებ და საკითხი ეხება ასობით ათას კვადრატულ მეტრს. შესაბამისად, თუ ამ ყველაფერს დაემატება საგადასახადო ვალდებულებაც, იქნება საკმაოდ მტკივნეული როგორც დროის, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, რადგანაც დამატებითი მოდიფიკაციები გამოიწვევს ფინანსური მოდელების შეცვლას, რაც თავისთავად აისახება კიდევ უფრო მეტი დამატებითი კვადრატულობის გაცემის აუცილებლობაში კომპანიებისთვის, რაც ურბანული განვითარების თვალსაზრისით, მაშინ როდესაც ამ ღონისძიების ფარგლებში ისედაც უწევს მუნიციპალიტეტს საკმაოდ ჭარბი დამატებითი მოცულობების გაცემა, არასასურველია“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 


პარლამენტში წარდგენილი პროექტით, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები ზუსტდება და გაიწერება, რომ დღგ-სგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა საჭირო პირობიდან, მათ შორის შემდეგიც: მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია 2008 წლის 8 აგვისტომდე გაცემული მშენებლობის ნებართვის მქონე ობიექტში, ან ობიექტში, რომელზედაც 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა, რომელზეც 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაცემულია მშენებლობის ახალი ნებართვა.


 

“ამ შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, დეველოპერებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებას, აღარ იქნება მისაცემი დამატებითი სამშენებლო მოცულობები, რაც მუნიციპალიტეტის ურბანული გარემოსათვის არის დამატებითი ბენეფიტი“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.


 

კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუმცა მისი მოქმედება გავრცელდება 2015 წლის 1-ელი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.



ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up