დევალვაციამ ბიზნესს და მომხმარებელს პრობლემები შეუქმნა

დევალვაციამ ბიზნესს და მომხმარებელს პრობლემები შეუქმნა

access_time2016-11-08 19:30:51

 


ლარის კურსის ცვალებადობამ ერთნაირად დააზარალა მოსახლეობაც და ბიზნესმენებიც. თუ პირველი კატეგორია სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტს ვერ ყიდულობს, მეორე ჩივის, რომ მათ ბიზნესს პრობლემა შეექმნა და გაჭირვებული მომხმარებელი მათი საქონლის შეძენაზე უარს ამბობს, - წერს "რეზონანსი".

 

ამიტომაც იმპორტიორები ნებისმიერი სახის ხრიკს მიმართავენ პოტენციური კლიენტების გულის, უფრო კი, ჯიბის მოსაგებად. პერიოდულად საკუთარ ნაწარმზე ფასს აგდებენ, ზოგჯერ კი აგრესიულ მარკეტინგს იყენებენ. ამ მასტიმულირებელი ხერხების მიუხედავად, პოტენციური კლიენტების დაბალი მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, მომხმარებელს უკან ვერ იბრუნებენ.

 

ტექნიკის მაღაზიები არ მალავენ, რომ კრიზისში არიან. ისინი გაყიდვების შემცირებას ლარის კურსის რყევას უკავშირებენ. ზოგიერთი მათგანი ბაზრიდან გადის კიდეც. ტექნიკის ბაზარზე წარმოდგენილი თითქმის ყველა ბრენდული კომპანია რეალიზაციის მაჩვენებლის შემცირებას უჩივის და საკუთარი კომპანიის გაკოტრებას აანონსებს.

 

"ბიზნეს-რეზონანსი" დაინტერესდა, რა გავლენა მოახდინა ლარის გაუფასურებამ და ქვეყანაში ფულადი შემოდინებების შემცირებამ იმპორტიორების ბიზნესზე და აპირებენ თუ არა ისინი ფასების ზრდას საკუთარ პროდუქციაზე?

 


ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე აცხადებს, რომ მომხმარებლებისა და ბიზნესმენების პრობლემები, პირველ რიგში, დაკავშირებულია დევალვაციასთან. კურსის ვარდნის გამო, ცხადია, იმპორტირებული საქონლის ღირებულება იზრდება, რადგან თანხა გადახდილია უცხოურ ვალუტაში და შემდგომში, როცა იმპორტული პროდუქცია შემოდის საქართველოში, გადახდილი თანხის ტოლფასი ლარი უნდა გადაიხადოს მისმა შემძენმა.

 

 

"საოჯახო ტექნიკა იმ თავისებურებით გამოირჩევა, რომ ეკონომიკური კრიზისისა და ფასების მატების დროს მოსახლეობა ამ ტიპის პროდუქციას ნაკლებად ყიდულობს. კრიზისის პერიოდში ხალხი ცდილობს, ტექნიკის შესაძენად გადადებული თანხა პირველადი მოთხოვნილების საგნებისთვის გადაამისამართოს. ამიტომ, თუკი რომელიმე იმპორტიორმა ტექნიკაზე ფასი გაზარდა, მან უნდა იცოდეს, რომ ასეთი მარკეტინგით ფონს დიდხანს ვერ გავა. მით უმეტეს, რომ დაახლოებით ერთ თვეში საახალწლო პერიოდი დგება და ადამიანი, რომელსაც ტექნიკის განახლება სურს, დაუცდის ფასდაკლების აქციებს, რომლებსაც ყოველი ახალი წლისთვის აცხადებენ ტექნიკის მაღაზიები.

 

 

ზოგადი სურათი აჩვენებს, რომ ადამიანები ცდილობენ გარკვეული თანხა დააგროვონ და ხანგრძლივი მოხმარების საქონელი სპონტანურად აღარ შეიძინონ. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს მუშა კომპიუტერი და უახლოეს პერიოდში დიდი ხარჯის გაწევას მოელის, ცხადია, ის არ გადაიხდის თანხას იმისთვის, რომ სასწრაფოდ შეცვალოს ახალი კომპიუტერით. დიდ ხარჯად კი შეიძლება ჩავთვალოთ საახალწლო სუფრა და სტუმრიანობა. ამიტომ ამ ეტაპზე გაძვირებულ ტექნიკაში თანხას არავინ გაიმეტებს", - აცხადებს პაატა აროშიძე.


 

 

მისი აზრით ფასის დაგდება თუნდაც იმის გამო მოუწევთ ტექნიკის მაღაზიებს, რომ საქართველოში მრავალი კონკურენტი მაღაზია არსებობს, რომლებიც მომხმარებელთა გადაბირებას, გადაქაჩვას ცდილობენ.
ბიზნესმენი, დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი ივა ჭყონია `ბიზნეს-რეზონანსთან~ აცხადებს, რომ პროდუქციის გაძვირებისგან ყოველთვის თავს იკავებდა. ზაფხულში ლარის დასტაბილურების მოლოდინი არსებობდა, თუმცა საწინააღმდეგო შედეგი დადგა. ეს კი იმპორტიორებისთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო.

 

 

"ვფიქრობ, მცდარია მოსაზრება, თითქოს ლარის კურსს არჩევნებამდე ძალით ინარჩუნებდნენ. არჩევნები აქ არაფერ შუაშია. დღეს საკმაოდ გაურკვეველი სიტუაციაა სავალუტო ბაზარზე. საარჩევნო წელს გაცილებით მეტი ფული იხარჯება კეთდება. ეს ყოველთვის ასე ხდებოდა და 2016 წელიც არ არის გამონაკლისი. თანაც წლის ბოლო მოდის. სწორედ ამ პერიოდში ხდება იმ ვალდებულებების გასტუმრება სახელმწიფოს მხრიდან, რომელ სამუშაოებსაც ასრულებენ შემსრულებლები, ანუ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები. შესაბამისად, ფულის მასის გადინება ნოემბერ-დეკემბერში იწყება და ჭარბი ფული უფრო მეტად იწვევს ლარის დევალვაციას. აქედან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ ეროვნული ვალუტის ის კურსი, რომელიც დღეს, ასე თუ ისე, გვიჭირავს, ხვალ და ზეგ კიდევ უფრო შეიცვალოს.

 

 

უმჯობესი იქნება, ხელისუფლება გამოვიდეს და პირდაპირ გვითხრას, რა მოგველის, ვიდრე ვისმინოთ ის საუბრები, რასაც ბოლო 3 წელია, ვისმენთ. ლარის კურსი მუდმივად პრობლემურია და არც ერთხელ მათი პროგნოზი არ გამართლებულა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ლარი 2-3 კვირით გამყარდა ზაფხულის პერიოდში~, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.

 

 

მისი აზრით, შეიძლება დღეს ბიზნესს არ შეექმნას პრობლემა, რადგან სწორად გათვლილი საქმიანობას ზურგს ყოველთვის რაღაც რესურსი უმაგრებს, მაგრამ მასაც თავისი ზღვარი აქვს. შესაძლოა, რესურსი ერთი, ორი ან სამი თვის შემდეგ ეს რესურსიც ამოიწუროს.

 

 

 

"მე თავი შევიკავე გაძვირებისგან, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცი, ლარი რა ნიშნულს მიაღწევს. ეს იქნება 2,5, 2,7 თუ 2,8 ნიშნული. უკვე ახალი წლიდან ვიფიქრებთ, ფასები რა დონეზე ავიყვანოთ, რადგან იანვრიდან რეალობასთან უფრო ახლოს ვიქნებით. აუცილებლად გავზრდით ფასს, როცა დოლარი რაღაც ზღვარს გადააბიჯებს. ცოტა ხანი კიდევ შევძლებ ფასის შენარჩუნებას, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ არსებული პროდუქციის 10% მაინც გავაძვირე, რადგან მეტი გამოსალი აღარ იყო.

 

 

ძალზე მძიმე მდგომარეობაშია მოსახლეობაც. მათი მსყიდველუნარიანობა დაბლა ეშვება, რადგან მათი 90%, სამწუხაროდ, მიბმულია უცხოურ ვალუტაის კურსზე. ჩვენში საფინანსო სექტორი ისეა განვითარებული, რომ ნებისმიერ პირს, რომელსაც სამსახურიც კი არ აქვს, შეუძლია, მიკროსაფინანსო ინსტიტუტებიდან აიღოს კრედიტი, რასაც სავალალო შედეგამდე მიჰყავს ადამიანები და ეს ყველაფერი ჯაჭვურ რეაქციას იძლევა", - ამბობს ივა ჭყონია.

 

 

კომპანია "დუ"-ს ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილი ადასტურებს, რომ ლარის კურსის ასეთი მერყეობა პრობლემაა მოსახლეობისთვისაც და ბიზნესმენებისთვისაც. როცა ცნობილია, რომ ერთი კურსია, ყველა ამაზე აკეთებს სწორებას, მაგრამ როდესაც მკვეთრი რყევაა, მაშინ ყოველგვარი გთავლა აზრს კარგავს.

 

 

"ლარის კურსის მუდმივი ცვალებადობა ძალიან ცუდია ჩვენთვის, რადგან არ ვიცით, რა ფასი დავადოთ საქონელს. არც ის ვიცით, ხვალ რა იქნება. ამიტომ ყოველთვის გვიწევს ფასების ცვლა, რათა არ ვიზარალოთ", - აღნიშნა დავით გოგიჩაიშვილმა.

 

 

 



„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“
access_time2020-10-21 11:00:29
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები....

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...


მსგავსი სიახლეები

up