Deutche welle: „საქართველო ევროკავშირში წევრობის შანსებს კარგავს“

Deutche welle: „საქართველო ევროკავშირში წევრობის შანსებს კარგავს“

access_time2021-07-13 19:00:02

ევროპაში ძალიან ბევრი აღშფოთდა მას შემდეგ, რაც თბილისში გადაღებული კადრები იხილა  - ლგბტ-პრაიდის მონაწილეები და ჟურნალისტები ულტრანაციონალისტების მხრიდან თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ გეი-აღლუმები მიუღებელია ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის“.

 

ეს ინციდენტი მოწმენდილ ცაზე არ მოხდა - ის საქართველოს შიდა პოლარიზაციის ნათელი მაგალითი გახდა. ქართული საზოგადოება საკუთარ გაორებულ იდენტურობას ებრძვის - მოსახლეობის 75-80% ევროკავშირთან ინტეგრაციის და რეფორმების მომხრეა, თუმცა, ამავე დროს, მართლმადიდებელი ეკლესიის ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფება.

 

ქართული ეკლესია კი ბევრ საკითხში, მათ შორის ჰომოსექსუალიზმთან მიმართებაში, რუსული ეკლესიის პოზიციისგან თითქმის არ განსხვავდება,

 

სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადჰყოფენ, რომ ქართული საზოგადოება, ძირითადად, ჰომოფობიური რჩება, თუმცა, ეს ქვეყნის ერთად-ერთი პრობლემა არ არის. ის, რომ საქართველოს რეფორმების გრძელი გზის გავლა მოუწევს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გამოჩნდა.

 

მაშინ ეუთოში ამომრჩევლებზე ზეწოლაზე, ხმის მიცემის ანონიმურობის დარღვევაზე და ამომრჩეველთა მოსყიდვაზე ალაპარაკდნენ. ოპოზიციამ არჩევნების კანონიერება არ აღიარა და პარლამენტში არ შევიდა.

 

რამდენიმე კვირის შემდეგ ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია დააპატიმრა, თუმცა, მაისში გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. ოპოზიცია კი, ევროპელების შუამავლობის შედეგად, პარლამენტში საბოლოოდ მაინც შევიდა.

 


თუმცა, საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყანაში მძიმე განწყობები დატოვა - ამომრჩეველთა მხოლოდ 24% მიიჩნევს ამ არჩევნებს პატიოსნად და საქართვლოს მოსახლეობის მხოლოდ 45% მიიჩნევს დემოკრატიულად საკუთარ ქვეყანას. პრეზიდენტს და პარლამენტს მოსახლეობის მხოლოდ მესამედი ენდობა.

 

საქართველოს კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარის სრული წაშლა და ეს ევროკავშირში ქვეყნის შესაძლო წევრობის კიდევ ერთ წინაღობად რჩება. ევროპარლამენტმა რეფორმების გზაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროგრესი აღიარა, თუმცა „პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესებისგან თავის შეკავება“  და მოსამართლეების შერჩევის პროცედურების შეცვლა ურჩია.

 

ეჭვებს კიდევ რამდენიმე კანონი იწვევს - მაგალითად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებში ხელისუფლებისთვის „სპეციალური მმართველის“ დანიშნვის უფლების მინიჭება. კომუნიკაციების კომისიამ ასეთი „მმართველი“ ინტერნეტ-პროვაიდერ​ Caucasus Online-ში დანიშნა და ეს მას-მედიაზე შესაძლო პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლის ერთ-ერთი მაგალითია.

 

2020 წელს ოპოზიციური „მთავარი არხის“ მიმართ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიამ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.

 

მას-მედიაზე ზეწოლა საქართველოში იშვიათობა არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ის, რაც 5 ივლისს მოხვდა, ყველაზედ აღმაშფოთებელი შემთხვევა იყო.

 

საქართველო პრესის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგში მე-60 ადგილზეა - ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობაზე პრეტენზია აქვს.

 

ევროკავშირი სტრატეგიულად დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებით, თუმცა ამის მიღწევა შეუძლებელია კანონის უზენაესობის, უმცირესობების და მას-მედიის უფლებების დაცვის გარეშე.

 

რა თქმა უნდა, სოციალური პარადიგმის ცვლილება ერთ დღეში არ ხდება და ეს რთული პროცესია, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა ქართული მხარის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე და რეალურ პროგრესზე უნდა იყოს დამოკიდებული.


dw.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up