Deutche welle: სამხრეთ საგაზო დერეფანი ამუშავდა

Deutche welle: სამხრეთ საგაზო დერეფანი ამუშავდა

access_time2020-11-19 19:00:44

ევროკავშირმა თავის სტრატეგიულ მიზანს - გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიცირებას და „გაზპრომზე“ დამოკიდებულების შემცირებას უკვე მიაღწია. ტრანს-ადრიატიკული გაზსადენის კომპანია-ოპერატორმა 15 ნოემბერს აზერბაიჯანული გაზის ევროპაში კომერციული მიწოდების დაწყების თაობაზე განაცხადა. ამდენად, მწყობრში შევიდა სამხრეთ საგაზო დერეფანი, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით, აზერბაიჯანიდან, საქართველის გავლით ჯერ თურქეთში მიდის, შემდეგ დამატებითი მილით საბერძნეთში, ალბანეთში და იტალიაში.


როგორც წესი ამ მასშტაბის პროექტების გახსნა დიდი ზარ-ზეიმით ხდება, თუმცა, ამჯერად ამას ხელი შეუშალეს კორონავირუსმა და თურქეთსა და საბერძნეთს შორის გაზის საკამათო საბადოების გამო ურთიერთობების გამწვავებამ. თუმცა, ამ მოკრძალებული გახსნის მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეებში ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე არა რადიკალური, თუმცა, მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, კასპიური გაზი ევროპაში გავიდა. ამ ეტაპზე საუბარია წელიწადში 10 მლრდ. კუბომეტრზე, თუმცა, გაზსადენ TAP-ს გამტარუნარიანობის გაზრდა 20 მლრდ.-მდეა შესაძლებელი.


შედარებისთვის - ჯერ კიდევ დაუსრულებელი რუსული „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ გაცილებით უფრო მძლავრია, მისი 2 განშტოება 55 მლრდ. კუბომეტრის ტრანსპორტირებაზეა გათვლილი. ასევე „გაზპრომის“ მეორე მილსადენი „თურქული ნაკადი“, TAP-ი პირდაპირი კონკურენტი, იძლევა 15 მლრდ. კუბომეტრი გაზის ტრანზიტის შესაძლებლობას. რამდენიმე ქვეყანა გაზის მიღების ამ წყაროების ერთად გამოყენებას გეგმავს. მაგალითად, ბულგარეთი გაზს „თურქული ნაკადიდან“ უკვე იღებს, თუმცა, პარალელურად TAP-თან მიერთებასაც გეგმავს, ამისთვის წლის ბოლომდე 182-კილომეტრიანი გაზსადენის IGB-ს აშენება იგეგმება.


IGB-ს ტიპის გაზსადენები „ინტერკონექტორები“ ჰქვია, ესაა ლოკალური მილები, რომლებიც ტრანსკონტინენტალურ გაზსადენებთან კონკრეტულ ქვეყნებს აკავშირებს, ამ შემთხვევაში ბულგარეთს და საბერძნეთს. შედეგად ბულგარეთი კასპიურ გაზს მიიღებს მილსადენით, რომლიც გამტარუნარიანობა 3-5 მლრდ. კუბომეტრი იქნება.



რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ბულგარეთი „გაზპრომთან“ თანამშრომლობას შეწყვეტს, თუმცა ალტერნატივის გაჩენა მის პოზიციებს რუსეთთან ფასებზე მოლაპარაკებებში მკვეთრად აძლიერებს, რუსეთი ბულგარეთის ბაზარზე მონოპოლიას დაკარგავს. თუმცა, TAP-ის ამუშავება რუსეთისთვის ყველაზე მტკივნეული იტალიაში იქნება, გერმანიის შემდეგ სწორედ იტალიაა რუსული გაზის სიდიდით მეორე მყიდველი ევროპაში.


2019 წელს იტალიამ 22,1 მლრდ. კუბომეტრი რუსული გაზი იყიდა, თუმცა, მომავალ წელს ეს ქვეყანა ტრანსანატოლიური გაზსადენით 7-8 მლრდ. კუბომეტრი აზერბაიჯანული გაზის მიღებას შეძლებს - დანარჩენ 2-3 მლრდ.-ს საბერძნეთი, ბულგარეთი და ალბანეთი გაინაწილებენ. ასე რომ, იტალიაში ახალი კონკურენტის გამოჩენის გამო, რუსეთმა შესაძლოა ამ ბაზრის მესამედი დაკარგოს, შესაძლოა მეტიც, რადგანაც პანდემიის პირობებში სავარაუდოდ 2021 წელს მოთხოვნა ენერგომატარებლებზე იტალიაში ნაკლები იქნება, ვიდრე 2019 წელს.


იმ შემთხვევაშიც კი, თუ „გაზპრომი“ იტალიაში გაყიდვების დონის შენარჩუნებას მეტ-ნაკლებად შეძლებს, TAP-ის ამუშავების შემდეგ მიწოდების ზრდის ან ფასების მომატების შესაძლებლობა უკვე არ ექნება. ბაზარზე ხომ ახალი, ძლიერი მოთამაშე შემოვიდა.


dw.com

თენგიზ აბლოთია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up